არის თუ არა საკმარისი რაოდენობით იოდი თქვენს ოგანიზმში? საუკეთესო მეთოდი ამის შესამოწმებლად

42

ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის, მაგრამ მძლავრი ორგანოა, რომელიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, სხეულის ტემპერატურას, ზრდასა და განვითარებას. მისი ოპტიმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია იოდისა და მაგნიუმის საკმარის დონეზე. სტატიაში წარმოდგენილია მარტივი ტესტი იოდის დეფიციტის დასადგენად, ასევე იმ საკვები პროდუქტებისა და რჩევების ჩამონათვალი, რომლებიც დაგეხმარებათ ამ დეფიციტის გამოსწორებაში.

ამ ჯირკვლის კორექტული მუშაობა რეგულირდება ორი უმნიშვნელოვანესი მინერალით: იოდით და მაგნიუმით. იოდი პასუხისმგებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და მის ჯანმრთელობაზე.

არსებობს ერთი ძალიან მარტივი ტესტი, რომელიც გვეხმარება იმის შემოწმებაში, არის თუ არა საკმარისი რაოდენობით იოდი ჩვენს ორგანიზმში.

ჩაალბეთ ბამბა იოდში და წაისვით ის მაჯაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყავისფერი ლაქა 24 საათზე ხანმოკლე დროში გაქრება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ამ მინერალის დეფიციტს განიცდის. იოდის შემცველი პრეპარატების მიღება არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს ელემენტი საკმარისი რაოდენობითაა ჩვენს ორგანიზმში.

1. უკეთესია ამ ტესტის დილით, შხაპის მიღების შემდეგ ჩატარება.
2. არ აქვს მნიშვნელობა ლაქის ზომას. მთავარია, რომ ის მაჯის საზღვრებს არ გასცდეს.
3. იოდის ნაყენის შეძენას თქვენ შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში.
4. დააკვირდით ლაქის ფერის ცვლილებას წასმიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

როგორ განვსაზღვროთ ტესტის შედეგები:

საერთო ჯამში, რაც უფრო მალე გაქრება იოდის ლაქა თქვენი მაჯიდან, მით უფრო ესაჭიროება ეს მინერალი თქვენს ორგანიზმს.

1. თუ ლაქა გაღიავდა, თუმცა 24 საათის განმავლობაში არ გაქრა, ესეიგი ყველავერი წესრიგშია.
2. იმ შემთხვევაში, თუ ლაქა თითქმის ან მთლიანად გაქრა 18-24 საათის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მცირე რაოდენობით იოდის დეფიციტს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.
3. ლაქა თითქმის ან მთლიანად გაქრა 6-12 საათის განმავლობაში – თქვენ სერიოზული პრობლემის წინაშე დგახართ. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!

ჩაიტარეთ ეს ტესტი 2 კვირაში ერთხელ, რათა აკონტროლოთ საკუთარ ორგანიზმში იოდის დონე.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ იოდის დეფიციტი აგვეღნიშნება? სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში, თუ დეფიციტი უმნიშვნელოა, შეცვალეთ უბრალო მარილი იოდიზირებულით.

მიირთვით დიდი რაოდენობით გამომცხვარი კარტოფილი, შავი ქლიავი, მოცვი, კრევეტები და კონსერვირებული თინუსი.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რა როლი აქვს ფარისებრ ჯირკვალს ჩვენს ორგანიზმში?
    ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს მეტაბოლიზმს, ტემპერატურას, ნერვულ სისტემასა და ზრდის პროცესებს.
  2. როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა იოდის დეფიციტი?
    მარტივი ტესტი მაჯაზე წასმული იოდის ლაქის მეშვეობით გვეხმარება დეფიციტის პირველყოფილ გარჩევაში.
  3. შეიძლება თუ არა, იოდიანი დანამატების მიღება საკუთარ ნებით?
    არა. იოდის ჭარბი რაოდენობაც საზიანოა. ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.
  4. საშიშია თუ არა იოდის დეფიციტი?
    დიახ. ის იწვევს ჰიპოთირეოზს, დაღლილობას, დეპრესიას, კონცენტრაციის დაქვეითებასა და წონის მატებას.

დასკვნა რედაქციისგან: ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა კრიტიკულად დამოკიდებულია იოდის საკმარის მიწოდებაზე. National Institutes of Health-ის თანახმად, იოდის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მინერალურ დეფიციტად ითვლება და განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვების გონებრივ განვითარებაზე. (NIH, 2022)

British Thyroid Foundation-ის მონაცემებით, იოდის დეფიციტის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად ამცირებს ჰიპოთირეოზის განვითარების რისკს და ზრდის სიცოცხლის ხარისხს. (BTF, 2021)

იმის გათვალისწინებით, რომ იოდი ჩვენს ორგანიზმში არ გამომუშავდება, მნიშვნელოვანია რეგულარულად მივაწოდოთ ის კვების გზით ან საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, დანამატების მეშვეობით. იოდის მარტივი ტესტი კი გვეხმარება ამ პროცესის კონტროლში — მარტივად, სახლში, უსაფრთხოდ.