მცენარეული რეცეპტები, რომლებმაც ჩემს უძილობასა და ნერვულ მდგომარეობას ბოლო მოუღო

106

უძილობა და ნერვული გადაღლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამ სტატიაში გაეცნობით ორ მარტივ, მაგრამ ეფექტურ მცენარეულ რეცეპტს, რომლებიც ბუნებრივი გზით ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და ხელს უწყობენ მშვიდ ძილს. რჩევები ემყარება პირად გამოცდილებას და ტრადიციული მედიცინის რეკომენდაციებს.

რამდენიმე წლის წინ ძლიერი სტრესის ფონზე უძილობა დამეწყო. ქიმიურმა საძილე საშუალებებმა კი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ამან დამარწმუნა, რომ ბუნებრივ ალტერნატივებზე გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. მინდა გაგიზიაროთ ორი რეცეპტი, რომლებმაც ჩემი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა:

  • ½ ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 0,5 ჭიქა მდურაღე წყალი. დადგით 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე, მაგრამ მანამდე უნდა წაიხემსოთ, რადგან გვირილა ნაღველმდენია და ღამე შეიძლება კუჭმა შეგაწუხოთ.
  • 1/3 ჩაის კოვზი კულინარიული ყაყაჩო და ¼ ჭიქა წყალი ადუღეთ 1-3 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.

ექიმის კომენტარი: ორგანიზმზე გვირილის ნაყენის  დადებითი მოქმედება განპირობებულია ამ მცენარეში შემავალი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით: ეთერზეთებით, აზულენით, ფლავონოიდებით, პოლისაქარიდებით, ვიტამინებითა და სხვა. გვირილის პრეპარატებს აქვს სპაზმოლიზური, სედატიური (საძილე) და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილის ნაყენი ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ხსნის ნაწლავთა სპაზმებს. გვირილის ეთერზეთი აძლიერებს და აღმავებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ასეთი ეფექტების გამო მის ნაყენს ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, წყლულოვანი დაავადებების, კოლიტების დროს.
ყაყაჩო] ბიოლოგიურად საკმაოდ აქტიურ 20-ამდე ალკალოიდს შეიცავს. მათ შორისაა მორფინი, კოდეინი, პაპავერინი. შეიცავს აგრეთვე ორგანულ მჟავებს, ცხიმებს. ყაყაჩოში შემავალი ალკალოიდები ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებს მიეკუთვნებიან, თრგუნავენ ტკივილს, აცხრობენ უარყოფთ ემოციებს, ხსნიან სპაზმებს, აქვთ ძლიერი საძილე მოქმედება.
ყაყაჩოს ნაყენით მეტისმეტად გატაცებას არ გირჩევთ, რადგან დოზის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტები და თანაც მცენარეში შემავალი ნივთიერებები ( ტუნდაც მცირე დოზით) მათდამი შეჩვევას იწვევს.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. შეიძლება თუ არა ორივე რეცეპტის ერთდროული გამოყენება?
    სასურველია რეცეპტების ცალკე მოხმარება სხვადასხვა დღეებში ან ექიმის რეკომენდაციით.
  2. რამდენ ხანს შეიძლება გვირილის ან ყაყაჩოს მიღება?
    გვირილა შეგიძლიათ მიიღოთ პერიოდულად ან ყოველ საღამოს, მაგრამ ყაყაჩოს – შეზღუდული დროით, მაქსიმუმ 7 დღე.
  3. შეიძლება თუ არა ყაყაჩო ჩვეულებრივ საკვებ პროდუქტად გამოყენებული იყოს?
    კულინარიული ყაყაჩო გამოიყენება ნამცხვრებში და საკვებში, მაგრამ სამკურნალოდ გამოყენება მოითხოვს ზომიერებას და სიფრთხილეს.

რედაქციისგან: ბუნებრივი საშუალებები, როგორიცაა გვირილა და კულინარიული ყაყაჩო, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ნერვული დაძაბულობისა და უძილობის სამკურნალოდ. საერთაშორისო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ BMC Complementary Medicine and Therapies-ში 2021 წელს, ადასტურებს, რომ გვირილა ეფექტურად ამცირებს უძილობის სიმპტომებს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. მეორე კვლევა, რომელიც დაიბეჭდა Phytomedicine-ში 2020 წელს, მიუთითებს, რომ მცენარეული საძილე საშუალებების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს ნევროზულ გაღიზიანებას და ზრდის რელაქსაციის დონეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხური რეცეპტები ეფექტიანია, აუცილებელია მათი გონივრული გამოყენება. ყაყაჩოს შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოზების კონტროლი. ექიმთან კონსულტაცია სასურველია მათთვის, ვინც მედიკამენტურ მკურნალობას გადის ან ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ბუნებრივი გზით მიღწეული შვება არა მხოლოდ ჯანმრთელობას აძლიერებს, არამედ ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს.

წყაროთამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"