
პაპარაცის რედაქციას ხშირად ეკითხებიან ხალხური რეცეპტების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით ეგზემის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აღმოსავლურ მედიცინაზე დაფუძნებულ ბუნებრივ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ კანზე არსებული პრობლემების შერბილებასა და განკურნებაში — თანაც ქიმიური პრეპარატების გარეშე.
ეგზემა — ქრონიკული ანთებითი კანის დაავადებაა, რომელსაც თან სდევს ქავილი, სიმშრალე, გამონაყარი და ზოგჯერ ჩირქოვანი ინფექციაც. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა ხშირად სტეროიდულ მალამოებს და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს გვთავაზობს, ხალხური რეცეპტები კვლავ რჩება რბილ, ეფექტურ და ნაკლებად მავნე ალტერნატივად. აღმოსავლური მედიცინა საუკუნეების განმავლობაში იყენებდა მცენარეულ საშუალებებს კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
- ხეპილპილა. აიღეთ ხეპილპილას 10-12 გრამ ფოთოლი. ნაყოფს დაასხით 100 მლ. ადუღებული წყალი. მიიღებეთ დღის განმავლობაში და დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 12 გრამს.
- ქლიავი. აიღეთ ნახევარ ჭიქა ღვინის ან ხილის ძმარი და ნახევარი ჭიქა ადუღებულ წყალი. წამოადუღეთ ერთად ემალის თავდახურულ ჭურჭელში. ჩაყარეთ მასში ერთი ჭიქა ახლადმოკრეფილი ქლიავის ფოთლები. ნახარში გაააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. გაცივების შემდეგ ნახარშში დაასველეთ მარლის ნაჭერი და დაიფინეთ ჩირქოვან ეგზემიან კანზე, 10 წუთის შემდეგ მოიხსენით და ჩამოირეცხეთ ანადუღარი წყლით. დაიდეთ კანზე გოგრის ბუძუნძღო (რბილი შიდა ნაწილი თესლების ირგვლივ) ან ძალიან წვრილად დაჭრილი სტაფილო. შემდეგ მოიხსენით ეს საფენიც და დაზიანებულ კანზე შეიზილეთ პროპოლისის მაზი.
- ბაღის გოგრა (კვახი). ეგზემის დროს დაზიანებულ კანზე ყოველდღე დაიდეთ გოგრის ბუძუნძღო, ვიდრე დაზიანებულ ადგილზე არ წარმოიქმნება სიწითლე და ახალი კანი. ამავდროულად აუცილებელია მივიღოთ გოგრა როგორც საჭმელი, იქნება ეს წვენის სახით, ფაფის სახით, შემწვარი თუ მოხარშული შაქართან ერთად.
- ზღვის წყალი. შემთბარი ზღვის წყალის წასმა კარგი საშუალებაა ეგზემის და კანის სხვა დაავადებებისათვის, იქნება ეს ქავილი, შესივება, თუ კანის სხვა დაავადებები.
- მაყვალი. ეგზემის დროს გამოიყენებენ მაყვლის ფოთლების სქელ ნახარშს. აიღეთ 5 სუფრის კოვზი მაყვლის გამხმარი დანაწევრებული ფოთლები ან ახალ ფოთლებს აადუღებთ ერთ ჭიქა წყალში. 20 წუთის შემდეგ გაწურეთ, დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიფინეთ დაზიანებულ კანზე. კარგია ამ საშუალების შერწყმა ორკბილას ნახარშთან ერთად. ორკბილას ნახარშს ამზადებთ შემდეგნაირად: ერთი სუფრის კოვზ ბალახს წამოადუღებთ ერთ ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად 20 წუთის განმავლობაში. დალიეთ თბილ მდგომარეობაში.
- ელეუტერინი. ამ მცენარეს აქვს მუქი ლილისფერი ბოლქვი. საჭირო წამალი მზადდება შემდეგნაირად: აიღეთ 10 გრამი ერთ მიღებაზე, დანაწევრებულ ბოლქვს დაასხით 200 მლ. წყალი, მოხარშეთ, გააჩერეთ 20 წუთი და დალიეთ ცხელი. ნახარში უნდა მივიღოთ დღეში ორჯერ, მაგრამ არა ღამით, რადგან იგი ენერგიის აღდგენის კარგი საშუალებაა და არ მოგცემთ ძილის საშუალებას.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რამდენად უსაფრთხოა ეს რეცეპტები?
ყველა რეცეპტი შექმნილია ბუნებრივ ინგრედიენტებზე, თუმცა მათი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ალერგიის და ქრონიკული დაავადებების არქონის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. - რამდენ ხანში ჩანს შედეგი?
პირველივე გამოყენებიდანვე შეიმჩნევა ქავილის შემცირება და სიწითლის მკვეთრი შემცირება. ხანგრძლივი შედეგისთვის რეკომენდებულია გამოყენება მინიმუმ 5-7 დღის განმავლობაში. - შესაძლებელია თუ არა ამ რეცეპტების კომბინირება?
დიახ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი დადებითად რეაგირებს თითოეულ ინგრედიენტზე ცალკე. ერთდროულად რამდენიმე რეცეპტის გამოყენება შესაძლოა ძალზედ ეფექტური აღმოჩნდეს.
რედაქციისგან:ბუნებრივ საშუალებებზე დაფუძნებული აღმოსავლური მეთოდები აერთიანებს მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და თანამედროვე საჭიროებებს. კვლევები აჩვენებს, რომ მცენარეულ პრეპარატებს, მათ შორის ხეპილპილასა და მაყვლის ფოთლებს, გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები (Zhou et al., 2017; Wang & Xu, 2020). სწორედ ეს თვისებები განაპირობებს მათი გამოყენების ეფექტურობას ეგზემის დროს.
გარდა ამისა, ზღვის წყლის თერაპია ხშირად გამოიყენება დერმატოლოგიაში, როგორც უსაფრთხო და ეფექტური გზა კანის რეგენერაციის დასაჩქარებლად (National Eczema Association, 2021).
ამიტომ, თუ თქვენ ეძებთ რბილ და ეფექტურ ალტერნატივას, რომელიც თქვენს კანს ბუნებრივი გზით დაუბრუნებს სიჯანსაღეს — აღმოსავლური ხალხური რეცეპტები ნამდვილად გამოსცდელად ღირს.