როგორ დავიცვათ თავი ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნისგან: ბუნებრივი მეთოდები და მავნე პროდუქტებისგან თავის არიდება

62

ნაღვლის ბუშტში კენჭი ხშირ შემთხვევაში ქოლესტერინისა და ცხიმის ჭარბი რაოდენობით დაგროვების შედეგია. სტატია მიმოიხილავს, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ამ პრობლემის წარმოქმნას და რომლები – ებრძვიან მას. აქვე წარმოდგენილია რჩევები კვების რეჟიმზე და ბუნებრივი საშუალებების ეფექტიანობაზე. თუ გსურთ ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობა და პროფილაქტიკა, ეს სტატია თქვენთვისაა.

ნაღვლის ბუშტში კენჭი — მყარი წარმონაქმნია, რომელიც ხშირად წარმოიქმნება ჭარბი ცხიმისა და ქოლესტერინის არსებობის შედეგად. რისკის ჯგუფში, ძირითადად, 40 წელს გადაცილებული, ჭარბწონიანი, ღიათმიანი და მრავალშვილიანი ქალბატონები იმყოფებიან. თუმცა პრობლემის თავიდან ასაცილებლად არსებობს როგორც პროფილაქტიკური ბუნებრივი საშუალებები, ისე პროდუქტები, რომელთაც თავი უნდა ავარიდოთ.

მავნე პროდუქტები
თუკი თქვენ ამ პროდუქტების გაოყენებაზე უარს იტყვით, თქვენ ამით საკუთარ თირკმელებზე და ნაღვლის ბუშტზე იზრუნებთ:

  • ალკოჰოლი
  • შემწვარი საკვები
  • წითელი ხორცი
  • ნახევარფაბრიკატები
  • რძის პროდუქტები
  • თეთრი ბრინჯი
  • მარგარინი
  • ხელოვნური დამატკბობელი

გარდა ამისა მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ თირკმელები და ნაღვლის ბუშთი დილით ახდენენ აღდგენას, ამიტომ უმჯობესი იქნება თუკი ძილის წინ არ ჭამთ და საერთოდ უმჯობესი ქინება თუ დაძინებამდე რამოდენიმე საათით ადრე ივახშმებთ, რომ საჭმლის გადამუშავება ძილის დროს არ მოხდეს.

რაღათქმაუნდა არსებობს სასარგებლო პროდუქტებიც:

  1. წითელი ბრინჯი
    წითელი საფუარის ბრინჯი – ბიოდანამატია, რომელიც დასავლეთიდან მოდის. ის ამცირებს ტრიგლიცერიდების და ცუდი ქოლესტერინის დონეს, ამასთანავე ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ქოლესტერინია ნაღვლის ბუშტში, კენჭის წარმოქმნაში დამნაშავე შეგვიძლია წითელი საფუარის ბრინჯი პროფილაქტიკის მიზნითაც მივიღოთ.ის შეიძლება აბების, ფხვნილის ან ექსტრაქტის სახით იყოს.
  2. შავი ბოლოკი
    შავი ბოლოკი – გაურკვეველი წარმომავლობის ველური მცენარეა და ფლობს მრავალ სასარგებლო თვისებას, განსაკუთრებით კი თირკმელებისათვის და კუჭისთვის.
    ბოლოკი შეიცავს უჯრედის, ამინომჟავებს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და მინერალებს. თუმცა ამ მცენარეში ყველაზე მნიშვნელოვანი გლუკოზინოლატის შემცველობაა, რომელიც ნაღველის წარმოქმნას უწყობს ხელს და წმენდს ნაღვლის ბუშტს. ბოლოკი ძალიან სასარგებლოა თირკმელის ძლიერი დატვირთვის დროს ან საჭმლის მონელების პრობლემებისას. აუცილებლად მიირთვით ის მძიმე საკვების შემდეგ, რომ ორგანიზმა მარტივად მოახერხოს მასთან გამკლავება.
    როგორც წესი საკვებად გამოიყენებენ შავი ბოლოკის ფესვს. მისი დამატება ასევე შესაძლებელია სალათაში ან სახვა კერძებში.
  3. ქრისტესსიხლა
    თავდაპირველად ქრისტესსისხლას გამოყენება ხმელთაშუაზღვისპირეთში დაიწყეს, თუმცა ეს ევროპული წარმოშობის მცენარე აზიაშიც გვხვდება. ქრისტესისხლა ხელს უწყობს ნაღველის წარმოქმნას, აფერხებს ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე გზებში კენჭის წარმოქმნას . თქვენ შეგიძლიათ სვათ ქრისტესისხლას ნაყენი ან მიიღოთ ექსტრაქტის სახით.
  4. C ვიტამინი
    C ვიტამინი აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გარდა ამისა ის ეწინააღმდეგება ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნას.
    მიიღეთ მცირე დოზებით C ვიტამინი, აბების სახით დღის განმავლობაში და უმჯობესია მიირთვით უფრო მეტი ისეთი პროდუქტი, რომელი ამ უმნიშვნელოვანეს ელემენტს შეიცავს.
  5. ყავის ოყნა
    ეს უცნაური საშუალება, გამოცდილია მრავალი ადამიანის მიერ. ააღდუღეთ ერთი ლიტრი წყალი და დაამატეთ მასში სამი დიდი კოვზი ნატურალური მოხალული, დაფქული ყავა. ადუღეთ სასმელი ხუთი წუთით მაღალ ცეცხლზე, შემდეგ კი 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. გაფილტრეთ და როგორც კი ყავა გაგრილდება დაწექით მაჯვენა მხარზე, აიღეთ ნახევარი ლიტრი სითხე და გაიკეთეთ ოყნა, გაიჩერეთ სითხე მინიმუმ 10-15 წუთით. ყავის ოყნა – ძალიან ძლიერი საშუალებაა, მას შეუძლია დაეხმაროს ისეთ ადამიანებსაც ვისაც ძალიან სუსტი ნაღვლის ბუშტი აქვს.
  6. ლიმონი და ზეითუნის ზეთი
    არსებობს უმარტივესი საშუალება, რომელსაც შეუძლია გაწმინდოს და მოახდინოს ნაღვლის ბუშტის ტონიზირება ყოველ დილით. მიირთვით ერთი კოვზი ნატურალური ლიმონის წვენი და პირველი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი დილაობით საუზმემდე. ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი და გარკვეული დორის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. ეს საშუალება ასევე დაეხმარება მათ ვისაც ყაბზობა აწუხებს.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რა იწვევს კენჭის წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში?
    ძირითადი მიზეზებია მაღალი ქოლესტერინის დონე, ცხიმიანი საკვები, ცუდი კვების რეჟიმი და გენეტიკური მიდრეკილება.
  2. შეიძლება თუ არა პროფილაქტიკა მხოლოდ დიეტით?
    დიეტა მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ეფექტურია მხოლოდ ზოგადი ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის ფონზე.
  3. რისთვის არის სასარგებლო შავი ბოლოკი?
    ის აუმჯობესებს მონელებას, წმენდს ნაღვლის ბუშტს და ამცირებს ანთებით პროცესებს.
  4. C ვიტამინი ნამდვილად ამცირებს კენჭის წარმოქმნის რისკს?
    დიახ, კვლევების მიხედვით C ვიტამინი ხელს უწყობს ქოლესტერინის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.

რედაქციისგან: ყავის ოყნა უსაფრთხოა ყველასთვის?არა, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებისთვის, გულის ან ნაწლავების პრობლემების მქონეებისთვის. ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დასკვნა:თანამედროვე სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნის რისკი მნიშვნელოვნად იკლებს, თუ პიროვნება არ მოიხმარს ქოლესტერინით მდიდარ პროდუქტებს და აწარმოებს ჯანსაღ ცხოვრების წესს (NIH, 2021). დამატებით, 2020 წელს ევროპის კვებითი კვლევების ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ წითელი საფუარის ბრინჯის რეგულარული მოხმარება ამცირებს ლიპიდური პროფილის დარღვევებს.

ბუნებრივი პროდუქტები, როგორიცაა შავი ბოლოკი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი და C ვიტამინი, მოქმედებენ როგორც ორგანოების დეტოქსიკატორები. მათი ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ამცირებს კენჭის წარმოქმნის რისკს.