
ვარიკოზული ვენების პირველი ნიშნებისთანავე უმეტესობა პირდაპირ გეპარინის ან ტროქსერუტინის შემცველ მალამოებს მიმართავს. ისინი ნამდვილად ეხმარებიან ბევრ ადამიანებს, მაგრამ ყოველთვის არა. თუ თქვენც იმ კატეგორიაში ხართ, ვისაც ეს საშუალებები არ გამოადგა, გთავაზობთ სრულიად ბუნებრივ, მცენარეულ ზეთებზე და ექსტრაქტებზე დამზადებულ მალამოს, რომელიც შესანიშნავ შედეგს იძლევა რეგულარული გამოყენებისას.
ამ მალამოს მომზადება მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს. ის ამცირებს შეშუპებას, დაღლილობას, ამშვიდებს კანს და აუმჯობესებს ვენების მდგომარეობას. სტატიის ბოლოში გასწავლით მის სწორ გამოყენებას, რაც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ტრადიციულად ვარიკოზის პირველივე ნიშნების დროს გამოიყენებენ მალამოს, რომელიც გეპარინის ან ტროქკსერუტინის ბაზაზეა დამზადებული.მათ არაეფექტურს ვერ უწოდებ, რადგან მრავალმა ქალბატონმა შედეგი სწორედ ამ საშუალებების წყალობით მიიღო. მაგრამ თუკი თქვენ ამ ბედნიერი ადამიანების რიგში არ ხართ და პოპულარულმა საშუალებებმა სარგებელი ვერ მოგიტანათ, გამოსცადეთ მალამო რომელიც მცენარეულ ზეთებზე და ექსტრაქტებზეა დამზადებული.
მისი მომზადება მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შედეგი აუცილებლად გაგახარებთ და ღირს ამად.
ინგრედიენტები:
- ცხენის წაბლის მშრალი ფოთლები – 30გ
- აკაციის მშრალი თეთრი ყვავილი – 30გ
- შიის ზეთი – 50მლ
- ტყის კაკალის ზეთი – 100მლ
- ქაცვის (აპლიპიხის) ზეთი – 10მლ
- პიტნის ეთერზეთი – 7 წვეთი
- კვიპაროსის ეთერზეთი – 10 წვეთი
- ლიმონის ეთერზეთი – 10 წვეთი
- ლავანდის ეთერზეთი – 10 წვეთი
- უკვდავას ეთერზეთი – 8 წვეთი
მომზადების წესი:
- აკაციისა და წაბლის მშრალი ფოთლების ნახევარი მოვათავსოთ მინის ჭურჭელში და დავასხათ ტყის კაკალის (გარეული კაკალი) ზეთი. განათავსეთ თბილ, ბნელ ადგილას და ყოველდღიურად შეანჯჟრიეთ ნაზავი. 10 დღის შემდეგ ჩაანაცვლეთ ახალი ფოთლებით და კიდევ 10 დღე დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ ზეთოვანი ნაყენი კაპრონის წინდის დახმარებით.
- შეურიეთ მომზადებული ზეთი, შის ზეთს და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე, სანამ ეს უკანასკნელი არ გადნება. კარგად გადაურიეთ და როდესაც ნაზავი შედედებას დაიწყებს დაუმატეთ ქაცვის ზეთი, შემდეგ კი ყველა ეთერზეთი.
- გადაიტანეთ მიღებული მალამო ჰერმეტულად დახურულ მინის ან კერამიკულ ჭურჭელში. შეინახეთ მაღალი ტემპერატურისგან და მზის სხივებისგან შორს
- სახლის პირობებში მომზადებული ამ ვარიკოზის სამკურნაო მალამოს გამოყენება რეგულარულ რეჟიმშია აუცილებელი – 1-2 ჯერ დღეში. თუკი თქვენ გაწუხებთ არა გამოვარდნილი ვენები არამედ მხოლოდ ფეხების შეშუპება ან დაღლილობა, შეგიძლიათ ეს საშუალება მასაჟს შეუთავსოთ. თუმცა გახსოვდეთ, რაიმე ფორმით ზემოქმედების მოხდენა კვანძოვან სისხლძარღვებზე აკრძალულია.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რა შემთხვევაში უნდა ვცადოთ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული მალამო ვარიკოზზე?
თუ ტრადიციულმა საშუალებებმა – გეპარინის ან ტროქსერუტინის ბაზაზე – არ გამოიღო შედეგი, ან თუ გსურთ ბუნებრივი, ნატურალური ვარიანტი, ეს მალამო კარგი ალტერნატივაა. - რამდენად უსაფრთხოა ეს მალამო ყოველდღიური გამოყენებისთვის?
რეცეპტი მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული. თუ არ გაქვთ ალერგია რომელიმე ზეთზე ან მცენარეზე, მისი გამოყენება 1-2-ჯერ დღეში უსაფრთხოა. - როგორ მოქმედებს მალამო ფეხების შეშუპებასა და დაღლილობაზე?
პიტნის, ლიმონის და ლავანდის ეთერზეთები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამშვიდებს კანს, რაც ამცირებს შეშუპებასა და დაღლილობის შეგრძნებას.
რჩევა რედაქციისგან:ბუნებრივი მალამო ვარიკოზისთვის – ეს არ არის უბრალოდ ხალხური რეცეპტი, არამედ მცენარეულ პრინციპებზე დაფუძნებული სამკურნალო ფორმულა, რომელიც ეყრდნობა ეთერზეთების და ექსტრაქტების სინერგიას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ცხენის წაბლი ვენების კედლების გამაგრებას ხელს უწყობს (Sirtori, 2001), ხოლო ეთერზეთები, როგორიცაა ლავანდა და პიტნა, ამცირებს შეშუპებას და კანის გაღიზიანებას (Price & Price, 2012).
საერთაშორისო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ მცენარეული პრეპარატები შესაძლებელია გახდეს ეფექტური ალტერნატივა სინთეზური მედიკამენტებისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი გამოყენების დროს, როცა ნაკლები გვერდითი ეფექტები არის სურვილებრივი. მთავარია, რეგულარული გამოყენება და სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინება. თუ თქვენი ფეხები იმსახურებს რბილ შეხებას, ნატურალურ მოვლასა და ბუნებრივ დახმარებას – სცადეთ ეს რეცეპტი.