რატომ იწვევს კბილების არასწორი გახეხვა გულის დაავადებებს – გაიგეთ და იმოქმედეთ დღესვე

60

ბევრისთვის კბილების გამოხეხვა უბრალო ყოველდღიური ჩვევაა, თუმცა სტომატოლოგების განცხადებით, ამ პროცესში დაშვებული უმცირესი შეცდომაც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგის მიზეზი გახდეს. პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა არა მხოლოდ კარიესსა და ღრძილების დაავადებებს იწვევს, არამედ მოქმედებს გულზე, სისხლძარღვებზე და იმუნურ სისტემაზეც.

ამ სტატიაში გაჩვენებთ, როგორ გაიხეხოთ კბილები სწორად, რათა დაიცვათ არა მხოლოდ ღრძილები და კბილები, არამედ ორგანიზმის მთლიანად ჯანმრთელობა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩემმა სტომატოლოგმა მითხრა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების უმრავლესობა კბილების იშვიათად გამოხეხვის შედეგად იჩენს თავს. პირის ღრუს ინფექციები, კარიესი და პაროდონტიზი – თითოეული ეს უსიამოვნო მოვლენა ჩვენი ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობაზე აისახება! ვერასდროს ვიფიქრებდი, თუმცა ჩემი სტომატოლოგის მტკიცებით, გულის დაავადებებიც კი კარიესთანაა დაკავშირებული…

თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ როგორ გამოვიხეხოთ კბილები: ეს ყოველდღიური პროცედურაა, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, როგორ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი კბილების გამოხეხვისგან… რეგულარულად ნადებისა და ბაქტერიების მოშორება კბილებიდან, ღრძილებიდან და ენიდან უამრავ დაავადებას გვარიდებს თავიდან.

როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად

კბილების გახეხვის ერთადერთი სწორი მეთოდი ამ ვიდეოშია ნაჩვენები:

დაუთმეთ დიდი დრო და ყურადღება ამ ვიდეოში ნაჩვენებ მეთოდს, რათა თავიდან აირიდოთ არა მხოლოდ პირის ღრუს, არამედ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები!

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. შესაძლებელია თუ არა, რომ გულის დაავადება კბილების პრობლემებმა გამოიწვიოს?
    დიახ, სტომატოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ღრძილების ქრონიკული ანთება და პაროდონტიტი ზრდის გულის დაავადებების რისკს.
  2. რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ კბილების გახეხვა დღეში ერთხელ?
    ერთხელ გახეხვა ვერ აშორებს სრულად საკვების ნარჩენებს და ბაქტერიებს. დღეში ორჯერ გახეხვა და ენისა და ღრძილების გასუფთავება მნიშვნელოვანია ინფექციების თავიდან ასარიდებლად.
  3. როგორ უნდა გაიხეხოთ კბილები ისე, რომ შედეგი იყოს მაქსიმალური?
    სწორი ტექნიკა გულისხმობს რბილ, წრიულ მოძრაობებს თითოეულ კბილზე, ენასა და ღრძილებზე. სპეციალური ვიდეო გაჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მეთოდს.

რჩევა რედაქციისგან:პირის ღრუს ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება მთლიან სხეულზე – ეს უკვე მტკიცებულებად ქცეული ფაქტია. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Journal of Periodontology-ში, ადასტურებს, რომ პაროდონტიტი, ანუ ღრძილების ანთებითი დაავადება, დაკავშირებულია გულის დაავადებების, დიაბეტის და თუნდაც ოსტეოპოროზის რისკებთან (Tonetti et al., 2017).

სხვა კვლევით, რომელიც American Heart Association-მა წარადგინა 2022 წელს, დადასტურდა, რომ ღრძილებისა და კბილების ცუდი მდგომარეობა ასოცირდება ინფარქტისა და ინსულტის მომატებულ რისკთან (Lockhart et al., 2022). ამიტომ, კბილების რეგულარული და სწორი გახეხვა არ არის უბრალოდ ჰიგიენის საკითხი – ეს არის თქვენი მთელი ორგანიზმის დაცვის სტრატეგია.