
იცით რა არის დიაბეტი? ალბათ გსმენიათ, რომ ეს არის ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი პანკრეასის დარღვეული მუშაობაა, როდესაც ის ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით ინლუსინს.
სტატისკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 380 მილიონი ადამიანი იტანჯება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამ პრობლემისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება განუკურნებელია, არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც მის გაკონტროლებაში გვეხმარება.
დიაბეტი სიბრმავის, თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობისა და ინსულტის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ამ საშინელი დაავადების დროს სავსებით შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ისეთი უკიდურესი ზომების მიღება, როგორიც კიდურების ამპუტაციაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დიაბეტისგან იტანჯებით, მნიშვნელოვანია მუდმივად აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე, რათა თავიდან აირიდოთ საშინელი შედეგები.
დღეს ვივიენ_ის რედაქცია გთავაზობთ მე-2 ტიპის დიაბეტის 4 ადრეულ ნიშანს, რომლის იგნორირებაც არავითარ შემთხვევაში შეიძლება!
- მხედველობის გაუმჯობესება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხედველობის გაუმჯობესებას შეამჩნევთ და სრულიად მოულოდნელად სათვალე აღარ დაგჭირდებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს! მხედველობის გაუმჯობესება მე-2 ტიპის დიაბეტის ადრეული ნიშანია. ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე ჰაუარდ ბომი (Howard Baum) ამბობს, რომ მხედველობის ხარისხის უცაბედი ცვლილება მეტყველებს სიხლში შაქრის ამაღლებულ შემცველობაზე. ექიმის თქმით, მისი დაკვირვების ქვეშ მყოფ პაციენტებს, რომელთაც მოულოდნელად მხედველობა გაუუმჯობესდათ, სისხლში შქრის მაღალი შემცველობა აღენიშნებოდათ, ხოლო მკურნალობის დაწყების შემდეგ მათი მხედველობა ეტაპობრივად საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. - სმენის დაქვეითება
თქვენ დიდი სიფრთხილე გმართებთ! იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ, რომ მოულოდნელად სმენა დაგიქვეითდათ და თანამოსაუბრეს რეგულარულად თხოვთ წინადადების გამეორებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეიმოწმეთ სისხლში შქრის შემცველობა. უახლესი კვლევის შედეგად, რომელიც ”National Institute of Health”_ის ექსპერტების ხელმძღვანელობით ჩატარდა, დადგინდა, რომ სმენის უცაბედი დაქვეითება მე-2 ტიპის დიაბეტის ადრეული ნიშანია. სამედიცინო ექსპერტების რწმუნებით, დიაბეტის შედეგად ზიანდება ჩვენი სისხძარღვები და ყურის შიდა ნერვები, რაც სმენის დაქვეითებას ან საერთოდ მის დაგაკარგვას იწვევს. ადამიანებში, რომელთაც სისხლში შქრის მაღალი შემცველობა აღენიშნებათ, სმენის დაკარგვის რისკი 30%_ით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთა სისხლში შაქრის შემცველობა ნორმას არ აღემატება. - მუდმივი ქავილი
ყურადღებით: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რეგულარულად განიცდით ქავილის შეგრძნებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! სამედიცინო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს მოვლენაც სწორედ მე-2 ტიპის დიაბეტის ადრეული ნიშანია. ამ დაავადების გამო სისხლის შეზღუდულ ცირკულაციას თქვენს კანში მივყავართ მის სიმშრალებმდე. ექიმი ჰოუვარდი ირწმუნება, რომ რამდენიმე მის პაციენტს, რომელსაც სულ ახლახანს დაუდგინდა დიაბეტი, ქრონიკულად აწუხებს ქავილის აუტანელი განცდა. - კანის მდგომარეობის გაუარესება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კანის გარკვეულ ცვლილებებს შეამჩნევთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და გაისინჯეთ სისხლში შაქრის შემცველობა. სამედიცინო ექსპერტების თქმით, ეს მოვლენა სავსებით შესაძლებელია განპირობებული იყოს გენეტიკური და ჰორმონალური მდგომარეობით, თუმცა არ არის გამორიცხული ის ფაქტი, რომ კანის პიგმენტაციის ცვლილება გამოიწვიოს შაქრიანმა დიაბეტმა. დიაბეტი იწვევს კანის უჯრედების ზრდისა და მელანინის გამომუშავების სტიმულირებას, რის გამოც დიდი ალბათობით კანზე თავს იჩენს მუქი ლაქები.
იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი იქნება.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რა არის დიაბეტი და რატომ ვითარდება იგი?
დიაბეტი არის მეტაბოლური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ინსულინის არასაკმარისი გამომუშავებით ან ორგანიზმის უჯრედების მიერ მის მიმართ მგრძნობელობის დაკარგვით. შედეგად, სისხლში გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად იზრდება. - შესაძლებელია თუ არა დიაბეტის სრულად განკურნება?
დღეისათვის დიაბეტის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობით და, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებით. - როგორ შეიძლება დიაბეტისგან თავის დაცვა?
ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში, შაქრისა და გადამუშავებული საკვების შემცირება, ასევე სისხლში გლუკოზის რეგულარული კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.
რჩევა რედაქციისგან:როგორც არაერთი კვლევა ადასტურებს, დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) მონაცემებით, დროული ჩარევა 60%-ით ამცირებს დიაბეტის მძიმე ფორმების განვითარების ალბათობას. ასევე, ჟურნალ Diabetes Care-ის კვლევა ცხადყოფს, რომ სწორი დიეტისა და ცხოვრების წესის ცვლილება დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ამიტომ, თუ ამ სიმპტომთაგან რომელიმე გაწუხებთ, დროულად მიმართეთ ექიმს და გაიკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე.