
მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH), რომლის შესახებაც ხშირად საუბრობენ პოპულარული კბილის პასტების რეკლამებში, დამახასიათებელია არა მხოლოდ პირის ღრუსთვის, არამეთ მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის.
ცნობილია, რომ თითოეული საკვები, რომელსაც მივირთმევთ, გადამუშავების დროს გვაძლევს ან მჟავა, ან ტუტე რეაქციას. მარცვლეული, თევზი, კვერცხი, რძე, ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, ყველი, მარილი – პროდუქტები, რომლებიც მჟავა რეაქციას იძლევა. რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, მათი გადამუშავებისას ტუტე რეაქცია წარმოიქმნება.
სწორად ბალანსირებულ კვებას შეუძლია სისხლის pH_ის მაჩვენებლის ნორმაში მოყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბალანსი ირღვევა, მჟავეები ორგანოების ქსოვილებში ხვდება და ჩვენს ორგანიზმს ნორმალურად ფუქნციონირებაში უშლის ხელს.
სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება, ნერვული გაღიზიანება და გამონაყარი კანზე სავსებით შესაძლებელია ორგანიზმში წარმოქმნილი მჟავა გარემოთი იყოს განპირობებული.
ტუტოვანი დიეტა
ტუტე დიეტა მიმართულია ორგანიზმის გამოჯანმრთელებისკენ: ის წმენდს ღვიძლს, მსხვილ ნაწლავს და ნორმალიზირებს სისხლის მაჩვენებლებს. ეს დიეტა, სხვა ექსტრემალური დიეტებისგან განსხვავებით, არ გულისხმობს კვების რაციონიდან ისეთი პროდუქტების საერთოდ ამოღებას, რომელთა გადამუშავების დროს მჟავა რეაქცია წარმოიქმნება. ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში თქვენი კვების რაციონის 80% ტუტე საკვებისგან უნდა შედგებოდეს, ხოლო დარჩენილი 20% – მჟავა რეაქციის მომცემი საკვებისგან.
მსგავსი დიეტა არა მხოლოდ ჯანმრთელობის საწინდარია, არამედ გვაძლევს დიდი ძალისხმევის გარეშე წონის დაკლების საშუალებას. დააკვირდით ვიქტორია ბექჰემს, გვინეტ პელტროუსა და ჟიზელ ბუნდჰენს! ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ულამაზესი ქალბატონები ტუტოვანი დიეტის სქემას მიჰყვებიან.
დიეტის ხანგრძლივობა – 3 კვირა, რომლის განმავლობაშიც თქვენ დაახლოებით 5-7 კილოგრამს დაიკლებთ. თითოეული კვირა შეესაბამება ფაზას, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტულ შედეგზე: გაწმენდა, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმაში მოყვანა და შედეგის გამყარება.
ვივიენის რედაქციამ გამოყო ტუტოვანი საკვების 5 ჯგუფი, რომელთა რაოდენობა თქვენს კვების რაციონში უნდა შეადგენდეს 80%_ს.
- ბოსტნეული: გამომცხვარი კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, ყაბაყი, ტკბილი წიწაკა, ნიორი, ხახვი, ნიახური, სალათი, ჯანჯაფილი, ოხრახუში, კიტრი, პომიდორი, ისპანახი.
- ხილი: ცაცხვი, ლიმონი, ავოკადო, მსხალი, ვაშლი, გამხმარი გარგარი, ლეღვის ჩირი, ფინიკი, ანანასი, ბროწეული.
- მარცვლეული: წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, შვრია.
- სასმელები: მცენარეული ჩაი, ვარდკაჭაჭას სასმელი, ლიმონიანი წყალი.
- სხვა: გოგრის თესლი, სეზამი, ნუში, კაკალი, თაფლი.
კვების რაციონის დარჩენილი 20% უნდა შედგებოდეს რძის პროდუქტებისგან, ხორცისგან, თევზისგან და კვერცხისგან. უკეთესი იქნება, თუ ალკოჰოლზე და ყავაზე საერთოდ უარს იტყვით.
ამ დიეტის დაცვამდე გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან კვების მსგავსი რაციონი უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობისგან, გულის კორონარული დაავადებებისგან, ატროფიული გასტრიტისგან და კუჭის დაქვეითებული მჟავიანობისგან იტანჯებიან.
გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაივიწყოთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!
რედაქციისგან:კვლევები აჩვენებს, რომ მჟავა-ტუტოვანი ბალანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ფუნქციონირებაში, მათ შორის იმუნური სისტემის მუშაობაში და მეტაბოლიზმის პროცესებში. ტუტოვანი დიეტის კონცეფცია ეფუძნება იმ იდეას, რომ ტუტე რეაქციის მქონე საკვები ხელს უწყობს pH-ის ნორმალიზაციას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას. თუმცა, კლინიკური კვლევები უჩვენებს, რომ ორგანიზმის ბუნებრივად რეგულირდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და მხოლოდ დიეტის გავლენა ამ პროცესზე შეზღუდულია (Fenton & Huang, 2016).
აღსანიშნავია, რომ ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება ჯანმრთელობისთვის ნამდვილად სასარგებლოა, ვინაიდან ისინი ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და ბოჭკოს შეიცავენ, რაც საჭმლის მონელებასა და მეტაბოლიზმის პროცესებს აუმჯობესებს. თუმცა, საკვები პროდუქტების მჟავა ან ტუტე რეაქცია არ უნდა იყოს ერთადერთი ფაქტორი კვების რაციონის დაგეგმვისას. ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინება და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს ქრონიკული დაავადებები აქვს (Remer & Manz, 1995).