მოამზადეთ ეს ნარევი სახლის პირობებში და დაივიწყეთ თირკმელებში არსებული ქვიშა და კენჭები!

430

თირკმელებში არსებული ქვიშისგან ჩვენს ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი იტანჯება (უფროსებზე საუბარიც კი აღარ გვაქვს). რაც უფრო მალე დაიწყებთ ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვას, მით უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს პროცედურა. პაპარაცის რედაქციაში გადავწყვიტეთ მოგვეთხრო თქვენთვის, თუ როგორ დავშალოთ თირკმელებში არსებული დიდი ზომის კენჭები და გამოვდევნოთ ისინი ორგანიზმიდან უმტკივნეულოდ.

დროულად მიაქციეთ ყურადღება ნიშნებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი გიგზავნით!

არსებობს შარდკენჭოვანი დაავადების მთელი რიგი სიმპტომები:

  • ძლიერი ლიკალური ტკივილები საქამრეს არეში, ნეკნებქვეშა (გვერდით) და მუცლლის ქვედა ნაწილში.
  • ინტენსიური ჩხვლეტები ნეკნების ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
  • თავის ტკივილის პლიუს მწარე გემო პირის ღრუში.

ეს სიმპტომები ყველაზე დიდი სიხშირით ჭამის შემდეგ იჩენს თავს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ცხიმიანი საკვების მოყვარული ხართ.

როგორ მოვიქცეთ?

მიირთვით ყოველდღიურად დილით და დაძინების წინ 1 ს.კ გემრიელი სამკურნალო ნაზავი, რომლის მომზადებასაც დღეს ჩვენ გასწავლით. ამ ნაზავის მომზადება თქვენ ყოველდღიურად მოგიწევთ: საღამოს მომზადებული ნარევი უნდა მიირთვათ დილით უზმოზე, ხოლო დილით მომზადებული ნაზავი – ღამით, დაძინების წინ.

ინგრედიენტები:

  • 10 გ ლიმონის ქერქი;
  • 10 გ შაქრის პუდრი;
  • 10 გ ოხრახუშის ფესვები;
  • 10 გ თაფლი;
  • 10 გ ზეითუნის ზეთი;

აუცილებელია გაწმინდოთ ლიმონის ქერქი სოდის დახმარებით, ხოლო შემდეგ გარეცხოთ გამდინარე წყლით. მოათავსეთ ოხრახუშის ფესვები და გარეცხილი ლიმონის კანი ბლენდერშ, ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. უნიაკლური სამკურნალო ნაზავი მზად არის!

რედაქციისგან:თირკმელებში ქვიშისა და კენჭების დაგროვება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში გვხვდება. კვლევების თანახმად, შარდკენჭოვანი დაავადების (ნეფროლითიაზი) განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არასწორი კვება და სითხის არასაკმარისი მიღებაა (Sorokin et al., 2017). კენჭების დაშლისა და ორგანიზმიდან მათი უმტკივნეულოდ გამოდევნის მიზნით, ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობენ.

მოცემულ რეცეპტში გამოყენებული ლიმონის ქერქი შეიცავს ციტრატებს, რომლებიც ხელს უწყობს კალციუმის კენჭების დაშლას, ხოლო ოხრახუშის ფესვები შარდმდენი მოქმედებით გამოირჩევა, რაც მიკროკენჭების გამოდევნას უწყობს ხელს (Sakhaee et al., 2012). თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი პროფილაქტიკური ხასიათისაა და არ უნდა შეცვალოს უროლოგის მიერ განსაზღვრული მკურნალობა. კენჭების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ულტრაბგერითი გამოკვლევა და პროფესიონალური კონსულტაცია.