შარდის ფერს შეუძლია უამრავი რამის მოთხრობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
მოყავისფრო, მოთაფლისფრო შარდი
როდესაც თქვენი შარდის ფერი მუქდება, ეს სინშნავს, რომ სხეული განიცდის დეჰიდრარტაციას, გაუწყოლებას. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რომელსაც დაუყონებლივ ყურადღება უნდა მიაქციოთ და აკონტროლოთ მიღებული წყლის დოზა ყოველდღიურად. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მოშარდვის დროს სხეულიდან გამოდის დიდი რაოდენობით ტოქსინები. სწორედ ამ მიზნით, არასდროს შეიკავოთ თავი და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტოქსინები მთელ თქვენს სხეულს მოედება.
გამჭვირვალე
შარდის გამჭვირვალე ფერს განაპირობებს ჭარბი რაოდენობით წყლის მიღება. გახსოვდეთ, რომ წყლის დოზის კონტროლში არ იგულისხმება ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება, აუცილებელია დაიცვათ ნორმა. ასეთ შემთხვევაში, თქვენი თირკმელები ვერ ასწრებს საფუძვლიანად მუშაობას და შარდის დაგროვებას. ამ პრობლემამ შეიძლება მიგვიყვანოს სისხლში წყლისა და ნატრიუმის დისბალანსამდე.
ყავისფერი შარდი
თუ თქვენი შარდის ფერი წააგავს კოკა-კოლის ფერს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გაუწყლოებას, ან საქმე გვქონდეს სხვა პრობლემებთან. შარდის ყავისფრად შეფერვა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პროდუქტების მიღებამ. ასევე, ეს ფაქტორი შესაძლოა განაპირობოს ანტიმალარიულმა წამლებმა, სხვადასხვა ანტიბიოტიკება, საფაღარათო, ან კუნთების მოსადუნებელმა საშუალებებმა. გირჩევთ, რომ ყავისფერი შარდის შემჩნევის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ საშარდე გზების დაავადებები, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.
ქაფიანი შარდი
ქაფიანი შარდი საგანგაშო ნამდვილად არ არის, რადგან ყოველივე ეს შეიძლება განაპირობოს უბრალოდ ხშირმა მოშარდვამ, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ყოველივე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მაღალპროტეინული დიეტისგან, ან თირკმელებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებისგან.
ვარდისფერი, მოწითალო შარდი
შარდის ვარდისფრად, ან წითლად შეფერვა შეიძლება განაპირობოს, როგორც მიღებულმა საკვებმა: კენკრამ, რევანდამ, ჭარხალმა, ასევე საშარდე გზების ინფექციებმა, თირკმელებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, სიმსივნურმა წამონაზარდებმა, ან პროსტატამ. ასევე, ქიმიოთერაპიული პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები და ანტიბიოტიკები, შესაძოა, იქცეს შარდის ვარდისფრად შეფერვის მიზეზად.
ფორთოხლისფერი
შარდის ფორთოხლისფრად შეღებვა, შესაძლოა, განაპირობოს ღვიძლთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.
ლურჯი ან მწვანე[/b] [/size]
მწვანე ან ლურჯი შარდი, შესაძლოა, განპირობებული იყოს ისეთი გენეტიკური მდგომარეობისგან, როგორიცაა ჰიპერკალციემია. ჩვეულებისამებრ, შარდის ლურჯად და მწვანედ შეფერვას განაპირობებს საკვები საღებავები, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შარდის ეს ფერი ხანგრძლივი დროით აღენიშნებათ, მიმართეთ აუცილებლად ექიმს, რადგან საქმე შეიძლება გქონდეთ ბაქტერიებთან, ან საშარდე გზების ინფექციებთან.
ამღვრეული შარდი
ყველაზე ხშირად, შარდის ამღვრევას განაპირობებს საშარდე გზების ინფექციები, ან თირკმელებში არსებული კენჭები. იმ შემთხვევაში, თუ შარდვას თან ახლავს ტკივილი, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ისეთ ინფექციებთან, როგორიცაა ცისტიტი. ასევე, შარდის ამღვრევას საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი ფეხმძიმობისას, რადგან ამ დროს იზრდება ვაგინალური გამონადენის რაოდენობა, რომელიც ერევა შარდს და იწვევს მის შემღვრევას.