მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 15 ნივთიერება, რომლის ერთი გრამიც რამდენიმე მილიონი ღირს:
8. ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი
1 გრამი – $ 3 000 – პრეპარატი, რომელიც ცნობილია ”LCD” სახელწოდებით, სრულიად შემთხვევით დაასინთეზა ალბერტ ჰოფმანმა შვეიცარიაში 1938 წელს, როდესაც ცდილობდა პრეპარატის დამზადებას, რომლის დანიშნულებაც შიზოფრენიის განკურნება უნდა ყოფილიყო.
ამ პრეპარატის გამოგონებიდან ხანმოკლე დროის გასვლის შემდეგ ადამიანებმა მისი გამოყენება ცნობიერების გასაფართოებლად დაიწყეს, რის გამოც 1960_იან წლებში ამ პრეპარატმა წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა. ”LCD”_ის მიღება იწვევს ძლიერ ჰალუცინაციებს, რამაც შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე და სერიოზულ ფიზიკურ ტრამვებამდე.


