გიყვართ ყავა? იცით თუ არა, რომ ეს სასმელი ალჰეიმერის და პარკისონის დაავადებების თავიდან აცილებაში გვეხმარება? ასე ამბობენ მეცნიერები!
რა თქმა უნდა, თუ ყავას „ვედროებით“ დალევთ, შეიძლება მუცლის ტკივილი და ცხელება აიკიდოთ.
ბევრი სოლიდური კვლევა აჩვენებს, რომ ყავის ზომიერი მოხმარება ჯანმრთელობაზე მთელ რიგ სასარგებლო ეფექტს ახდენს. ჟურნალმა Frontiers in Neuroscience გამოაქვეყნა კვლევა, სადაც არა მხოლოდ ყავისა და დაავადების რაოდენობას შორის კავშირი შეისწავლეს. ავტორები აცხადებენ, რომ შესაძლოა, ყავის ტვინზე დადებითად მოქმედების ახსნა იპოვეს.
„როგორც ჩანს ყავის მოხმარებას ალცჰეიმერის და პარკისონის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებასთან კავშირი აქვს. ჩვენ გვსურდა დეტალურად შეგვესწავლა, თუ რომელი ნივთიერებები მონაწილეობენ ამ პროცესში და როგორ შეიძლება ამან ასაკთან დაკავშირებული გონებრივი შესაძლებლობების შემცირებაზე გავლენა მოახდინოს“ – ამბობს ექიმი დონალდ უივერი, კრემბლის თავის ტვინის ინსტიტუტის თანადირექტორი.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ ზოგიერთი სახის ყავა ცილის შედედებას ხელს უშლის. ითვლება, რომ ალჰეიმერის და პარკისონის დაავადებები ცილის არასწორ შედედებასთან არის დაკავშირებული.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის მარცვლების შეწვის დროს წარმოიქმნება ნივთიერება – ფენილინი, რომელიც ორი სახეობის ცილის შეკავშირებას და არასწორს შედედებას ხელს უშლის. ეს ცილები ალჰეიმერის და პარკისონის დაავადებებისთვის დამახასიათებელნი არიან. (ბეტა ამილოიდი და ტაუ)
ყავის მარცვლების უფრო მეტად შეწვა ფელინილის მეტ წარმოებას იწვევს და მეცნიერები ყავის მარცვლების კარგად შეწვას სასარგებლოდ თვლიან.
საინტერესოა, რომ კარგად შემწვარი მარცვალი კოფეინის გარეშეც იგივე შედეგს იძლევა, როგორც ძლიერად შემწვარი მარცვალი კოფეინით. ამიტომ კოფეინი აქ გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს!
„ფენილინის ცილებთან ურთიერთკავშირი ალჰეიმერის და პარკისონის დაავადებებთან პირველად შეისწავლეს“ – ამბობს თანაავტორი ექიმი როს მანჩინი. „შემდეგ ნაბიჯს ამ სასარგებლო ნივთიერების შესწავლა და იმის გაგება, შეუძლიათ თუ არა მათ სისხლძარღვებში შეღწევა ან ჰემოტოენცეფალური ბარიერის გავლა“ .
ეს ყველაფერი ალჰეიმერის დაავადებასა და ყავის კავშირს შორის უკვე ჩატარებულ კვლევებს ნათელს ჰფენს. მაგრამ მეცნიერები ყავის ჯადოსნური სასმელების სიაში მოხვედრას ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ. ჯერ კიდევ საჭიროა კვლევები.
„შედეგები საინტერესოა მაგრამ ჯერ კიდევ არ მოგიწოდებთ, რომ ყავას სამკურნალო საშუალება უწოდოთ“ – გვაფრთხილებს უივერი.
თქვენ გიყვართ ყავა? თუ კი, მხოლოდ 1 ჭიქა ყავა დღეში ნორმა არის? ამბობენ, რომ ყავა გახდომაშიც ხელს გვიწყობს…