კალციუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანოების სწორი ფუნქციონირებისთვის. ის არა მხოლოდ ძვლებისა და კბილების სიძლიერისთვის არის საჭირო. ეს ელემენტი ასევე მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, უზრუნველყოფს გულის გამართულ ფუნქციონირებას და იმპულსების გადაცემას ნერვულ სისტემაში. ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რის გამო შეიძლება “გამოირეცხოს” იგი ორგანიზმიდან.
რა იწვევს კალციუმის ნაკლებობას ორგანიზმში?
ყველამ იცის, რომ რძის პროდუქტებისა და ახალი ბოსტნეულის ჭამა ხელს უწყობს კალციუმის მარაგის შევსებას ადამიანის ორგანიზმში. თუმცა ასაკთან ერთად ეს ელემენტი სულ უფრო და უფრო ცუდად შეიწოვება. უფრო მეტიც, ზოგიერთი კვებითი ჩვევა უბრალოდ ანულებს ყველა ჩვენს ძალისხმევას მის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ კალციუმი შეიძლება არ იქნას შეთვისებული და გამოირეცხოს ქსოვილებიდან.
1. ძალიან ბევრი ცხიმი რაციონში. უდავოა, რომ ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს, უარს ამბობს დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველ სწრაფ კვებაზე. მიუხედავად ამისა, ყველა დანარჩენმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს მათი რაოდენობა საკუთარ რაციონში. ცხიმის ჭარბი რაოდენობა არა მხოლოდ ზიანს აყენებს საჭმლის მონელებას და შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიც, არამედ აფერხებს კალციუმის შეწოვას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი დეფიციტი.
2. ცილების ნაკლებობა ან სიჭარბე. კალციუმის შეწოვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის ბალანსი. ამის გარეშე ეს ელემენტი დიდხანს ვერ ჩერდება ქსოვილებში და სწრაფად გამოიდევნება. თუმცა, ჭარბი რაოდენობით ცილასაც მსგავსი ეფექტი ექნება. ამიტომ, უნდა დაიცვათ დაბალანსებული დიეტა.
3. მჟავიანობა. მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანები ხშირად თავს ცუდად გრძნობენ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის გამო. კალციუმი ასეთ გარემოში უბრალოდ ნადგურდება და არ შეიწოვება სისხლში. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია შაქრის, ყავის, ცხარე სანელებლების, ტკბილეულის და სხვა საკვების მოხმარების შემცირება.
4.საკვების თერმული დამუშავება. ხშირად, მათაც კი, ვინც რეგულარულად მოიხმარს საჭირო პროდუქტებს, მაინც შეენიშნებათ ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა. საქმე ისაა, რომ გაცხელების ან წყალში გაჩერების შემდეგ საკვებიდან ქრება სასარგებლო მიკროელემენტების უმეტესობა, მათ შორის კალციუმიც. დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები გვირჩევენ საკვების მიღებას ახალ და უმ მდგომარეობაში, შეძლებისდაგვარად.
რა დაეხმარება ორგანიზმში კალციუმის შეკავებას?
- ვიტამინი D. ამაოდ არ არის, რომ მას ხშირად უმატებენ რძის პროდუქტებს ბავშვებისათვის. სწორედ ეს ვიტამინი ეხმარება კალციუმის აქტიურ ათვისებას. ენდოკრინოლოგები გვირჩევენ მის რეგულარულად მიღებას – მთელი წლის განმავლობაში.
- ფოსფორი. რძისა და ბოსტნეულის გარდა, რომელიც შეიცავს კალციუმს, ყურადღება გაამახვილეთ ფოსფორის შემცველ პროდუქტებზე. ამ ორი მინერალის ბალანსი ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ეს მიკროელემენტი გვხვდება ოხრახუშში, ქათმის კვერცხში (გულები), ქიშმიშში, არტიშოკში და სოკოში.
- ვიტამინები A და C. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია კალციუმის არა მხოლოდ საკვებიდან მიღება, არამედ მისი სინთეზირებაც. თუმცა, თქვენს ორგანოებს ამისთვის სჭირდებათ A და C ვიტამინების ადეკვატური მარაგი. მიირთვით ციტრუსი, სტაფილო, გოგრა, კივი, წიწაკა და კომბოსტო.
ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა კარგს არაფერს მოუტანს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დეფიციტი ზიანს მიაყენებს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას და უარყოფითად იმოქმედებს იმუნურ სისტემაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაციონში ვიტამინებისა და მინერალების დონის კონტროლი. გარდა ამისა, დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ მრავალი სხვა ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრაში.