რა ემართება სხეულს, როდესაც ორგანიზმში ძალიან ბევრი მარილია

190

წარმოგიდგენიათ კერძი მარილის გარეშე? ჩემთვის, ეს რთული წარმოსადგენია. მაშინვე რაღაც უგემოვნო და უმარილო მახსენდება. მარილი თითქმის ყველა ადამიანის ყოველდღიურ რაციონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ გემრიელ საკვებს, რომელიც აქტიურად აღიზიანებს ენის რეცეპტორებს. მარილს და შაქარს, უმეტესობა ჩვენგანი ერთ კატეგორიას აკუთვნებს – გემოს ამდიდრებს, მაგრამ ჩვენ ნაკლები უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, კონკრეტულად რა ემართება სხეულს, როდესაც ორგანიზმში ძალიან ბევრი მარილია?

ვივიენის დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ ყველაფერს ამ შეუცვლელი სანელებლის შესახებ. პირველ რიგში, რატომ არის აუცილებელი ორგანიზმისთვის მარილი? მეორეც, რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მოხმარებამ? და ბოლოს, რამდენი მარილის ჭამა შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე? საინტერესოა? მაშინ წაიკითხეთ.

რისთვის სჭირდება ორგანიზმს მარილი

მარილის ზიანის შესახებ სტატია მისი ქებით უნდა დავიწყოთ. სუფრის მარილი შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმის ქლორიდს. ცნობილია, რომ ეს ნივთიერება არეგულირებს სისხლის ნაკადს და წნევას და ინარჩუნებს ადეკვატურ კავშირს ნერვებსა და კუნთებს შორის. მეორე ძირითადი კომპონენტია ქლორი. მისი გავლენა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

რატომ არის ორგანიზმში ჭარბი მარილი საზიანო?

იშვიათი ადამიანი ახერხებს ორგანიზმში მარილის სწორი ბალანსის შენარჩუნებას, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. როგორც წესი, მარილის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ჩნდება ნახევრად მზა და საწარმოებში მომზადებული საკვების მოხმარების გამო. რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

მაღალი წნევა

დამტკიცებულია, რომ ნატრიუმის მიღება დაკავშირებულია არტერიული წნევის მატებასთან. ნივთიერება უკვე არის ორგანიზმში და არეგულირებს სითხისა და სისხლის ნაკადს. სისხლში ნატრიუმის ქლორიდის დონის გაზრდით, ადამიანი ნებაყოფლობით ზრდის დატვირთვას გულზე, ტვინზე და არტერიებზე, რის გამოც იქმნის ქრონიკულად მომატებული წნევის საფრთხეს.

კალციუმის დეფიციტი

რაციონში მარილის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლების სისუსტე და კბილების დაუცველობა დაზიანების მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ მარილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას. გარდა ამისა, კალციუმი არეგულირებს ნერვული სისტემისა და კუნთების მუშაობას. მუდმივად გრძნობთ ნერვიულობას და შფოთვას და ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გაბრაზება? დიდი ალბათობით, პრობლემა კალციუმის დეფიციტშია – შეეცადეთ შეამციროთ მოხმარებული მარილის რაოდენობა.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

ექიმები და დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ მარილი თირკმელების მთავარი მტერია. ორგანოს გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია წყლისა და ელექტროლიტების სწორი ბალანსის შენარჩუნება. მარილის ჭარბი რაოდენობა არღვევს მას. შედეგად, თირკმელები იწყებენ წყლის შეკავებას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა შეშუპების გაჩენას.

ტვინის აქტივობის დაქვეითება

ჭარბი მარილი ტვინისთვისაც მავნეა. 2010 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ “თეთრი სიკვდილი” ამცირებს კოგნიტურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ეს ხდება ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევის გამო. ვინ იფიქრებდა, რომ ტვინი მარილის გამანადგურებელი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი წერტილია?

რამდენი მარილი შეგიძლიათ მიირთვათ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე?

ექიმები ერთხმად ამბობენ, რომ საკმარისია ადამიანმა მოიხმაროს დაახლოებით 2400 მგ ნატრიუმი – ერთი ჩაის კოვზი. ადამიანების უმეტესობა არ ცდილობს ამ ნორმის დაცვას. და თუ ამას დავამატებთ კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს, ნერვული გამოფიტვის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

რაციონში მარილის შემცირების გზები

  • მიირთვით მეტი ახალი ბოსტნეული და ხილი;
  • მოერიდეთ დაკონსერვებულ, გადამუშავებულ და წარმოებაში მომზადებულ საკვებს;
  • წაიკითხეთ ეტიკეტები, ყურადღება მიაქციეთ მათში შემავალი ნატრიუმის რაოდენობას – საკვები უნდა შეიცავდეს არაუმეტეს 140 მილიგრამ ნატრიუმს – თითო პორციაში;
  • შეზღუდეთ მარილიანი სანელებლების გამოყენება, როგორიცაა სოიოს სოუსი, კეტჩუპი, მზა სალათის სოუსი, მდოგვი;
  • მარილის ნაცვლად გამოიყენეთ მწვანილი და სანელებლები.

ორგანიზმში ჭარბი მარილი – საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამ საკვები პროდუქტის მოხმარებისას ძალიან მნიშვნელოვანია ნორმის დაცვა. გარდა ამისა, თქვენ უნდა იცოდეთ რომელი მარილი არის ყველაზე ჯანსაღი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს