სოკო, ანთება, ხველა, მენსტრუაციული პრობლემები წარსულში დარჩება. ერთი იაფი პროდუქტი მრავალი პრობლემის წინააღმდეგ.

189

მიხაკი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სანელებელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ყველა ქვეყნის სამზარეულოში. იცოდით, რომ გარდა სასიამოვნო არომატისა და კერძებისთვის საოცარი გემოს მინიჭებისა, მიხაკი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა? ალტერნატიულ, ხალხურ მედიცინაში ამ სანელებელს ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტებში. გარდა ამისა, მრავალი გამოცდილი ექიმი უწევს რეკომენდაციას მოცემული პროდუქტით კვების რაციონის გამდიდრებას. თუ რატომ, ამის შესახებ მსურს, დეტალურად მოგითხროთ დღევანდელ სტატიაში.

მიხაკის სასარგებლო თვისებები

მოცემული სანელებელი მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ის გამოირჩევა ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მიხაკი მდიდარია სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით: რკინა, მანგანუმი, კალიუმი, გოგირდი, მაგნიუმი, A, C, K ვიტამინებითა და ბეტა-კაროტინით.

მიხაკის გამოყენების 10 ალტერნატიული გზა

  1. ანალგეტიკი და ანტისეპტიკი – მიხაკი ეფექტურად ხსნის კბილისა და ღრძილების ტკივილს, არაჩვეულებრივად ახშობს ყელის ანთებას. ამ ეფექტის მისაღწევად თქვენ რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა ხარშოთ მიხაკის 2 ან 3 ჩხირი მცირე რაოდენობით წყალში, მიღებული ნახარში დააყოვნოთ რამდენიმე წუთით და შემდეგ კარგად გამოივლოთ პირის ღრუში. რეგულარული პროცედურების შედეგად თქვენ ხანმოკლე დროში დაამრცხებთ პირის ღრუსთან დაკავშირებულ პრობლემებს და შეძლებთ უსიამოვნო სუნის მოშორებასაც.
  2. სისხლის მიმოქცევა – მიხაკი არაჩვეულებრივად წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც აწესრიგებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, მოცემული სანელებელი ეფექტურად სტიმულირებს იმუნურ სისტემასაც და გვიცავს გაციებითი და ვირუსილი დაავადებებისგან. ამ ეფექტის მისაღწევად რეგულარულად მიირთვით მიხაკის ჩაი, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით: აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, ჩაამატეთ 1 ჩ.კ. დაფქული მიხაკი და განაგრძეთ დუღილი 10 წუთის განმავლობაში. მიღებული ჩაი დააყოვნეთ იქამდე, სანამ კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილდება, გაფილტრეთ და დაიწყეთ მისი მიღება მცირე ულუფებით. დღის განმავლობაში თქვენ არ უდნა მიირთვათ 3 ფინჯან მიხაკის ჩაიზე მეტი.
  3. ლორწოს გამომდევნი – ჩაი, რომლის დამზადებაც წინა პუნტქში გასწავლეთ, არაჩვეულებრივია ხველის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. მიხაკი ეფექტურად ამცირებს ლორწოს ფილტვებში და ბრონქებში.
  4. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს – თუ ყოველდღიური კვების რაციონს მიხაკით გაამდიდრებთ, შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას ორგანიზმში, რის შედეგადაც წონის დაკლება და ცხიმოვანი ფენების მოშორება გაცილებით მარტივი ხდება.
  5. გაციების პროფილაქტიკა – ეპიდემიების დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტუმრობამდე მოითავსეთ 1 ჩხირი მიხაკი პირის ღრუში. ასე თქვენ საიმედოდ დაიცავთ თავს ვირუსებისგან და შეძლებთ იმუნიტეტის სტიმულირებასაც.
  6. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას – მიხაკი არაჩვეულებრივად არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესებს და ზრდის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას. მისი დახმარებით თქვენ მარტივად გათავისუფლდებით ღებინების შეგრძნებისგან, ყაბზობისგან, კუჭში დისკომფორტის შეგრძნებისგან და ა.შ. გარდა ყოველივე ამისა, მოცემული სანელებელი საკამოდ ეფექტურია წყლულების საკმურნალოდაც. ამ ეფექტის მისაღწევად თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მიხაკის ზეთი, რომელიც იყიდება ჰიპერმარკეტებში და აფთიაქებში. 1 ს.კ. მიხაკის ზეთი ჩაამატეთ 1 ჭიქა (200 მლ) წყალში, კარგად გადაურიეთ და მიიღეთ შინაგანად დილით, უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
  7. ფარისებრი ჯირკვალი – მიხაკი ძალზედ სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდაც. მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ჰიპოთირეოზისა და ჰიპერთირეოზის პროფილაქტიკა. ამ შედეგის მისაღწევად, რეკომენდებულია ყოველდღიურად მიხაკის ჩაის მირთმევა.
  8. არეგულირებს ციკლს – განსაკუთრებით სასარგებლო მიხაკი სწორედ ქალბატონებისთვისაა. თუ მენსტრუაციულ ციკლში დარღვევები აგეღნიშნებათ, მოამზადეთ სამკურნალო ნახარში მიხაკისგან: აადუღეთ 500 მლ წყალი, ჩაამატეთ მასში 7-8 ხახვის კანი, 2 ჩ.კ. დაფქული მიხაკი და განაგრძეთ ხარშვა 10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად, გაფილტრეთ და ჩაამატეთ 2 აის კოვზი ვაშლის ძმარი. მზა ნახარში მიიღეთ 150 მილილიტრის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. გაითვალისწინეთ, ეს საშუალება უკუჩვენებითია ფეხმძიმე ქალბატონებისთვის.
  9. სოკო – მიხაკის ზეთი არაჩვეულებრივია კანისა და ფრჩხილების მიკოზის დროს. თუ რეგულარულად დაინფიცირებულ ფრჩხილებსა და კანის მონაკვეთებს ამ საშუალებით დაიმუშავებთ, ხანმოკლე დროში შეძლებთ სოკოვანი ინფექციისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომების მოხსნას და პრობლემისგან გათავისუფლებას.
  10. უძილობა – ამ სანელებლის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ ძილის რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. შეკერეთ პატარა ტომარა საკუთარი ხელით, მოათავსეთ რამდენიმე ჩხირი მიხაკი მასში და დაიდეთ თავთან ახლოს. ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიხაკსი არომატი არ გაღიზიანებთ.

საოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი იაფი პროდუქტი, არა? არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს