სწრაფი საფუვრიანი ცომი ღვეზელებისთვის

482

ზოგჯერ, როდესაც გვინდება ოჯახის წევრების განებივრება გემრიელი ღვეზელებით, გვაჩერებს ის, რომ საფუვრიანი ცომის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ჩვეულებრივ, იმისთვის, რომ ის კარგად ამოვიდეს 1,5 ან 2 საათი სჭირდება. ამდენი დრო კი ყოველთვის არ გვაქვს. თუმცა ამ ნიუანსმა არ უნდა შეგიშალოთ ხელი ოჯახის წევრებისთვის არომატული ღვეზელების მომზადებაში. მოამზადეთ სწრაფი საფუვრიანი ცომი, არასტანდარტული მეთოდის გამოყენებით და მიხვდებით, თუ რამდენად მარტივი შეიძლება იყოს ეს პროცესი.

ამ მეთოდის მთელი საიდუმლო მდგომარეობს ცივი წყლის ქვაბის გამოყენებაში. მასში უნდა მოათავსოთ ცომი, რომელიც 10 წუთის შემდეგ ამოტივტივდება. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის უკვე კარგად არის ამოსული და უკვე შეიძლება ღვეზელების გაკეთება.

როგორ მოვამზადოთ სწრაფი საფუვრიანი ცომი

დეტალური რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 700 მლ წყალი;
  • 2 ს/კ შაქარი;
  • 3 ჩ/კ მშრალი საფუარი;
  • 1,5 ჩ/კ მარილი;
  • 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი;
  • 4 ნახევარლიტრიანი ქილა ფქვილი.

მომზადების წესი:

  • 1. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 200 მლ წყალი. ჩაყარეთ 1 ს/კ შაქარი და მშრალი საფუარი. კარგად აურიეთ. გააჩერეთ 5 – 7 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე.
  • 2. ცალკე თასში ჩაასხით 500 მლ წყალი. დაამატეთ მარილი, დარჩენილი შაქარი და 4 ს/კ მზესუმზირას ზეთი. დაამატეთ საფუვრიანი მასა და კარგად აურიეთ.
  • 3. გაცერით ხორბლის ფქვილი და დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაასხით 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი და კარგად შეურიეთ.
  • 4. ცომი მოათავსეთ 2 ცალ ცელოფნის პარკში და თითოეული მათგანი კარგად შეკარით. დიდ ჭურჭელში ჩაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი. ცომის პარკი მასში მოათავსეთ და დააყოვნეთ 10 წუთის განმავლობაში. მზადაა!

ამ მეთოდის უპირატესობა

ამ ხრიკის წყალობით ცომი სწრაფად აფუვდება და შეივსება ჰაერის ბუშტუკებით. 10 წუთში უკვე შესაძლებელი იქნება ღვეზელების ფორმირება. აღარ მოგიწევთ ლოდინი 2 საათის განმავლობაში, როგორც ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომის შემთხვევაში.

ღვეზელების ფორმირება

ამოიღეთ ცომი ცელოფნის პარკიდან, გადაიტანეთ თასში და გადააფარეთ სამზარეულოს პირსახოცი, რათა ზედაპირი არ გაშრეს. შემდეგ მოამზადეთ ღვეზელები ზეთ გადასმულ სამუშაო ზედაპირზე. ხორბლის ფქვილის გამოყენება არ დაგჭირდებათ. ზეთი წაისვით ხელებზეც, რათა ცომი არ მიგეკრათ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი შიგთავსი: კარტოფილი, კვერცხი მწვანე ხახვთან და ბრინჯთან ერთად, კომბოსტო და სხვა. ამის შემდეგ ღვეზელები უნდა შეწვათ დიდი რაოდენობით მზესუმზირას ზეთში, ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. 3 – 4 წუთი თითოეული მხრიდან – სრულიად საკმარისი იქნება.

ასეთი საფუვრიანი ცომით ცხვება ძალიან ფუმფულა და გემრიელი ღვეზელი. თქვენს ახლობლებს აუცილებლად მოეწონებათ ასეთი ნოყიერი ხემსი. დამიჯერეთ, რომ მხოლოდ ერთ ღვეზელზე ვერ გაჩერდებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს