ყაბაყის სარგებელი ორგანიზმისთვის და ვისთვის არ არის რეკომენდებული მისი მიღება

17

ზაფხულის დადგომასთან ერთად უამრავი ადამიანის სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს ყაბაყი. ჩვენ მას სიამოვნებით ვწვავთ, ვშუშავთ, ვაცხობთ და ვამარინადებთ. მაგრამ ცოტას თუ უფიქრია იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს ბოსტნეული ჩვენს ჯანმრთელობაზე. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რა სარგებელი მოაქვს ყაბაყს ორგანიზმისთვის და ვისთვის არ არის რეკომენდებული მისი მიღება.

ის, რომ ყაბაყი რაციონში ღირებული პროდუქტია, ჩემი მეგობრისგან გავიგე. ის პროფესიით დიეტოლოგია, ამიტომ ადვილად შეუძლია ისაუბროს ნებისმიერი პროდუქტის ზემოქმედებაზე ადამიანის ორგანიზმზე. ყაბაყის სეზონზე ვუთხარი, რომ ეს ბოსტნეული ჩემს მაცივარში ფუჭდება, რადგან ჩვენ არ გვიყვარს მისი მომზადება. ამის საპასუხოდ მან გამკიცხა. აღმოჩნდა, რომ ყაბაყი წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მეგობრის წყალობით, ახლა ეს ბოსტნეული მუდმივად არის ჩემს რაციონში.

ყაბაყის სარგებელი ორგანიზმისთვის

ყაბაყს შეიძლება ეწოდოს გოგრის ერთ-ერთ ქვესახეობა. ჩვენში მისი პოპულარობის მიზეზი ის არის, რომ საკმაოდ უპრეტენზიოა დარგვასა და მოვლაში. ყაბაყი ძალიან ადვილი მოსამზადებელია და ასევე მისგან ზამთრისთვისაც ამზადებენ კონსერვებს. ამიტომ ის თითქმის ყველა ბოსტანშია. ყაბაყის წარმოუდგენელი სარგებელი გიბიძგებთ, რომ ის იყოს რაც შეიძლება მეტი თქვენს რაციონში.

რა სარგებელი აქვს ყაბაყს ჯანმრთელობისთვის?

იმისდა მიუხედავად, რომ ყაბაყი 90%-ზე მეტი წყლისგან შედგება, ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც დადებითად მოქმედებს სხეულის ყველა სისტემაზე.

100 გ ყაბაყი შეიცავს C ვიტამინის დღიური ნორმის 15%-ს. ამის წყალობით, ამ ბოსტნეულის ჭამა იცავს ტვინის უჯრედებს განადგურებისგან. გარდა ამისა, ყაბაყი აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში. ვიტამინი C ასევე ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის სინთეზში, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და კუნთოვანი ქსოვილის შენებას.

ყაბაყი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ყაბზობისა და შებერილობის რისკს. უჯრედისი ასევე ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, რითაც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.

ყაბაყი შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს, რაც ბოსტნეულს ანტიოქსიდანტების წყაროდ აქცევს. ეს ეხმარება ორგანიზმს წარმატებით ებრძოლოს თავისუფალ რადიკალებს.

ყაბაყში შემავალი რკინა ხელს უშლის ანემიის განვითარებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მდგომარეობას. ამრიგად, ამ პროდუქტის მოხმარება აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

100 გ ყაბაყი შეიცავს სილიციუმის დღიურ ნორმას. ეს აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კანის მდგომარეობისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის.

კალიუმი, რომელსაც შეიცავს ყაბაყი, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ამიტომ ყაბაყის გამოყენება რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომელთაც ინფარქტის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი აქვთ და ასევე მათთვის, ვისაც გულის ქრონიკული უკმარისობა აწუხებს.

ყაბაყი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, ეს კი ხელს უწყობს წყლისა მარილის ცვლის გაუმჯობესებას. ეს, თავის მხრივ, ამცირებს ართრიტის რისკს. გარდა ამისა, ყაბაყი სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთაც შეშუპება აქვთ.

ყაბაყის დაბალი კალორიული შემცველობა მას შესანიშნავ პროდუქტად აქცევს დიეტური მენიუსთვის. მხოლოდ 20 კკალ – 100 გ ყაბაყზე საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ სრულფასოვანი რაციონი.

ვისთვის არ არის რეკომენდებული ყაბაყის მიღება

მიუხედავად იმისა, რომ ყაბაყი ჰიპოალერგიულ პროდუქტად ითვლება, მაინც არიან ისეთებიც, ვინც უნდა შეამციროს ამ ბოსტნეულის მოხმარება.

  • 1.ვინაიდან ყაბაყს აქვს ძლიერი შარდმდენი მოქმედება, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს საშარდე სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კენჭები თირკმელებში ან ნაღვლის ბუშტში.
  • 2. ყაბაყში შემავალმა უჯრედისმა შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა, თუ გაწუხებთ წყლულები ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ეს განსაკუთრებით ეხება უმ ყაბაყს. ასევე, ყაბაყს უნდა მოერიდოს ის, ვისაც ფაღარათი აწუხებს.

როგორც ხედავთ, ყაბაყი იმდენად სასარგებლოა, რომ ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს თქვენს სუფრაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს