დრო,როდესაც ითვლებოდა, რომ წონის დაკლების მიზნით უნდა გეშიმშილა, წარსულს ჩაბარდა. ახლა სულ უფრო ხშირად გვახსენებენ სპეციალისტები, რომ წონის ჯანსაღად და სწორად დაკლებისთვის არ არის საჭირო რაციონიდან საკვების გამორიცხვა, არამედ საჭიროა მისი რაციონში დამატება. სწორედ ამიტომ, სულ უფრო პოპულარული ხდება ასაწყობი კერძები, რომლებიც შეიცავს მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელ სპექტრს. მაგალითად, სალათა წონის დაკლებისთვის შეიძლება იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ჯანსაღიც.
ამ სალათის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა. მან ის მაშინ მოამზადა, როდესაც გოგოები სასაუბროდ შევიკრიბეთ. აღმოჩნდა, რომ ამ სალათას უპირატესობას ანიჭებდა ჩემი მეგობრის საყვარელი მსახიობი – ჯენიფერ ენისტონი. ახლა ის 54 წლისაა და ისევე ეფექტურად გამოიყურება, როგორც საკულტო სერიალ „მეგობრებში“ გადაღებების დროს. და ეს ყველაფერი ვარჯიშისა და სრულფასოვანი კვების წყალობით. სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში.
სალათა წონის დაკლებისთვის: ჯენიფერ ენისტონის საიდუმლო
ვინაიდან ჰოლივუდის მსახიობებისთვის ფიგურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაო შეთავაზებების მიღებაზე, ჯენიფერ ენისტონი ზრუნავს ფორმის შენარჩუნებაზე. მუდმივი ვარჯიშის გარდა, ის ძალიან ფრთხილად ეკიდება საკვებ რაციონს.
ჭორების თანახმად, მსახიობი “მეგობრების” გადაღებისას მუდმივად ჭამდა საყვარელ სალათას. სალათის შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. ის შეიცავს სალათის ფოთოლს, მიკრომწვანილს, სოკოს, პომიდორს, ავოკადოს, ზეთისხილს, ნუშს, თესლეულს, კვერცხს და ყველს. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, მსახიობს უყვარს, ამიტომ სალათას ყოველთვის ამატებს პარმეზანს, პეკორინოს ან ფეტას.
სოუსად ჯენი იყენებს ზეთს და ძმარს ან რანჩის სოუსს, რომელიც დაფუძნებულია არაჟანზე და მაიონეზზე, მწვანილის დამატებით. მსახიობი ამტკიცებს, რომ ამ სალათის დახმარებით, მარტივად შეგიძლიათ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ, არამედ დაიკლოთ კიდეც წონა. სპეციალისტებმა განმარტეს, რატომ არის მსახიობი მართალი და რა სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ ამ სალათისგან.
უჯრედისი
სალათის მთავარი უპირატესობა მასში შემავალი უჯრედისის დიდი რაოდენობაა. მისი ძირითადი წყაროა სალათის ფოთლები, რომლებიც კერძის საფუძველს ქმნის. გარდა ამისა, აქ უჯრედისზე პასუხისმგებელია მიკრომწვანილი, სოკო, პომიდორი და ზეთისხილი. სალათაში შემავალი სხვადასხვა ტიპის უჯრედისის წყალობით, ის ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უშლის ნაწლავის დაავადებების განვითარებას. გარდა ამისა, კერძი ხელს უწყობს ხანგრძლივ გაჯერებას, რასაც ძალიან აფასებენ ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ საკუთარ წონას.
ჯანსაღი ცხიმი
სულ რაღაც 15 წლის წინ, უცხიმო კვების სისტემები საუკეთესო გამოსავლად ითვლებოდა მათთვის, ვინც წონის დაკლებას ცდილობდა. საბედნიეროდ, ექსპერტებმა უკვე არაერთხელ გააქარწყლეს ეს მითი და ამტკიცებენ, რომ ჯანსაღი წონის დაკლებისთვის, რაციონი უნდა შეიცავდეს ჯანსაღ ცხიმებს. ჯენიფერ ენისტონის სალათაში ამ ფუნქციას ასრულებს ავოკადო, თხილი, თესლეული, ზეთისხილი და კვერცხი.
უჯერი ცხიმები ხელს უწყობს ქალური ჰორმონების დონის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. გარდა ამისა, ცხიმი ზრდის სისხლში კარგი ქოლესტერინის დონეს და აკონტროლებს შაქრის დონეს. ცხიმები ასევე ხელს უწყობს გულის ფუნქციის შენარჩუნებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ასეთი პროდუქტების მიღებით თქვენ ამაღლებთ ენერგიის დონეს მთელი დღის განმავლობაში და ეხმარებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქციონირებას.
ცილა
ნებისმიერმა სპორტსმენმა იცის, რომ რაციონში ცილის გარეშე, ლამაზი და ჯანსაღი სხეულის ფორმირების იმედი არ შეიძლება გქონდეს. ცილა ფუნქციონირებს როგორც სამშენებლო მასალა კუნთებისთვის. გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს ძვლების, სახსრებისა და კანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება ცილის შემცველი საკვების გარეშე.
ჯენიფერ ენისტონის სალათა შეიცავს რამდენიმე მაღალცილოვან საკვებს: ყველს, კვერცხს, ნუშს და არაჟანს. ცილოვანი კომპონენტები ხელს უწყობენ დანაყრების შეგრძნების დიდხანს შენარჩუნებას, რაც დაგიცავთ ზედმეტი საჭმლის მიღებისაგან ძირითად კვებებს შორის.
ანტიოქსიდანტები
თავისუფალი რადიკალებისგან ორგანიზმის იცავს ანტიოქსიდანტები. ისინი მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ბარიერი ორგანიზმისთვის. ჯენიფერ ენისტონის სალათაში შემავალი ანტიოქსიდანტებია სოკო, მიკრომწვანილი, პომიდორი, ავოკადო, ზეთისხილი, სოკო და თესლეული.
ანტიოქსიდანტები ასევე ხელს უწყობენ ორგანიზმში ანთების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს საშუალებას გაძლევთ იყოთ ენერგიული და ძალებით სავსე მთელი დღის განმავლობაში.
დაბალკალორიული სალათა წონის დაკლებისთვის
მიუხედავად საკმაოდ მრავალფეროვანი შემადგენლობისა, ჯენიფერ ენისტონის სალათა დაბალკალორიულად ითვლება. ის გეხმარებათ იყოთ დანაყრებული დიდი ხნის განმავლობაში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის გარეშე. ვინაიდან ის შეიცავს საკმარის ცხიმს და ცილას, ის წარმოადგენს სრულფასოვან კვებას. ამავდროულად, ნახშირწყლების შემცირებული რაოდენობა საშუალებას იძლევა დაამატოთ სალათა შაქრის მაღალი დონის მქონე ადამიანების რაციონში, მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შიშის გარეშე.