აღვადგინოთ მიწვის საწინააღმდეგო საფარი ტაფაზე

161

სამზარეულო წარმოუდგენელია ხარისხიანი ტაფის გარეშე. შეწვა, მოშუშვა, გაცხელება და მოხარშვა – ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია ტაფის გამოყენებით. როდესაც საუბარი თანამედროვე ჭურჭელს ეხება, საჭიროა გამოყენების წესების დაცვა. მაგალითად, გაკაწრული მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირი ბევრად ართულებს საჭმლის მომზადების პროცესს, თუმცა მისი აღდგენა შესაძლებელია.

ერთხელ სხვა ქალაქიდან სტუმრები მეწვივნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემს ბინაში ცხოვრობდნენ. ვინაიდან იმ პერიოდისთვის ყველა ჩემს გეგმას ვერ შევცვლიდი, რამდენჯერმე საჭმელი მათ თავად გააცხელეს, ჩემი მეთვალყურეობის გარეშე. ზარალის მასშტაბები მოგვიანებით გაირკვა, სტუმრების წასვლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ტაფის მიწვის საწინააღმდეგო საფარი პატარა ნაკაწრებით იყო დაფარული. როგორც ჩანს, სტუმრებმა ხის ნიჩბის მაგიერ ჩანგალი გამოიყენეს. თავდაპირველად, განწყობა გამიუარესდა, მაგრამ მოგვიანებით მეგობარი დამეხმარა რჩევით, თუ როგორ უნდა გამომესწორებინა ეს უსიამოვნება დამოუკიდებლად.

როგორ აღვადგინოთ მიწვის საწინააღმდეგო საფარი ხელთარსებული საშუალებებით

გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდები მხოლოდ ტაფაზე არსებული უმნიშვნელო ნაკაწრების შემთხვევაში დაგეხმარებათ. თუ ჭურჭელი უფრო სერიოზულად არის დაზიანებული, მაშინ, სამწუხაროდ, ამის გამოსწორება შეუძლებელია. მაგრამ არც ისე ღრმა ნაკაწრების განეიტრალება ხელთარსებული საშუალებებით შეიძლება.

როგორ მოვაცილოთ ნაკაწრები ტეფლონის ტაფას რძით

თუ თქვენს ტაფას ტეფლონის საფარი აქვს, რძე გამოგადგებათ. მისი შემადგენლობის გამო, ის ურთიერთქმედებს ტაფის მასალასთან, რაც ხელს უწყობს საფარის აღდგენას. ჩაასხით რძე ტაფაში იმ რაოდენობით, რომ ტაფის ძირი მთლიანად დაიფაროს. გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია გამოიყენოთ უფრო ცხიმიანი რძე. დაელოდეთ რძის ადუღებას და შემდეგ კიდევ 5 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. ამის შემდეგ რძე გადაღვარეთ და ტაფა თბილი წყლით და რბილი ღრუბლით გარეცხეთ.

როგორ აღვადგინოთ მიწვის საწინააღმდეგო საფარი ძმრით

ამ საშუალების გამოსაყენებლად დაგჭირდებათ 150 გ სუფრის ძმარი, 2 ს/კ საკვები სოდა და 1 ჭიქა თბილი წყალი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაასხით გაკაწრულ ტაფაში. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ სითხე ადუღებამდე. ნარევი კიდევ 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.

ამის შემდეგ გადაღვარეთ სითხე და დაელოდეთ ზედაპირის გაცივებას. ოდნავ გაგრილებული ტაფა გარეცხეთ თბილი წყლით და სარეცხი საშუალებით. შემდეგ ტაფა ისევ დადგით ცეცხლზე და გაათბეთ სულ რაღაც 30 წამის განმავლობაში. უნდა გათბეს, მაგრამ არ გაცხელდეს. შემდეგ, ჩაასხით ტაფაში ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და გაანაწილეთ იგი მის ძირზე, შექმენით ფირი. ამაში სილიკონის ფუნჯი დაგეხმარებათ. ბოლოს ტაფა კვლავ თბილი წყლით გარეცხეთ და გააშრეთ.

გამოასწორეთ ტაფის საფარი მარილით

ეს მეთოდი არა მხოლოდ ტაფაზე არსებულ ნაკაწრებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, არამედ დაიცავს საკვებს მიწვისგან შეწვის დროს. ტაფა კარგად გარეცხეთ სარეცხი საშუალებით და გააშრეთ. შემდეგ ჩაყარეთ მარილი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ძირი. ტაფა დადგით ცეცხლზე და გაახელეთ, დროდადრო ურიეთ ხის კოვზით ან სილიკონის ნიჩბით.

როგორც კი მარილი ყავისფერ შეფერილობას მიიღებს, ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით. მარილი გადაყარეთ, ტაფის ზედაპირი კი რბილი ნესტიანი ქსოვილით ან წყალში დასველებული ქაღალდის პირსახოცით გაწმინდეთ. სულ ეს არის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს