მეუღლემ ჩემი გატაცების შესახებ შეიტყო და ახლა საკუთარი პირობები წამომიყენა

24

თუ დაქორწინებული მამაკაცი საყვარელს გაიჩენს, მისი მომავალი შეიძლება წარიმართოს შემდეგნაირად. პირველი – განქორწინება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე თანამედროვე ქალმა ღალატზე თვალი დახუჭოს. თანაც ახალი მამაკაცის პოვნა დღეს არც ისე რთულია. მეორე ვარიანტი იქნება, ქორწინების შენარჩუნება, მაგრამ პირობებით. რა თქმა უნდა, სხვა ქალთან ურთიერთობის შეწყვეტა და, შესაძლოა, ერთობლივი კურსის გავლა ოჯახის ფსიქოლოგთან.

თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, როდესაც წყვილი ოფიციალურად ერთად რჩება, მაგრამ მათ შორის ცვლილება ხდება ყველაზე საბაზისო, სხვებისთვის უხილავ დონეზე. სხვისი ოჯახი, ბნელი ტყეა, მაგრამ ზოგჯერ ამ სიბნელეში შეღწევას გარშემომყოფებიც ახერხებენ. ყველაზე ხშირად, სწორედ ასეთი სიტუაციებია ყველაზე უნიკალური და საინტერესო.

ცხოვრებაში ერთხელ შევცდი და თან ძალიან. 40 წლის ასაკში 25 წლის გოგონა გავიცანი. მოკლედ, მოხდა ისე, რომ ის ჩემი საყვარელი გახდა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვიყავი დაქორწინებული მამაკაცი, ორი ვაჟის მამა და მოსიყვარულე ქმარი. მაგრამ მაშინ ჩემი ოჯახური ცხოვრება არ მაინტერესებდა, მინდოდა, რომ მწვერვალზე მეგრძნო თავი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი სწორედ ასე იყო, სანამ ჩემი ცოლი გაიგებდა.

აღარ ვილაპარაკებ სკანდალებზე და ცრემლებზე, დიდი ისტორია გამოვა. ვიცი, რომ ლელა ძალიან ბევრს ფიქრობდა ამ სიტუაციაზე, ჩვენს შვილებზე, ქონების გაყოფაზე და ასე შემდეგ. ეს ვიცი, იმიტომ რომ მაქვს წვდომა მის პირად კომპიუტერზე და ვიცი, რას ეძებს საძიებო სისტემაში. დამიჯერეთ, ასე უფრო მარტივია, ვიდრე ამ ყველაფრის შესახებ მისი მეგობრების გამოკითხვა.

სტაბილური ცხოვრება

ჩვენ კარგად ვცხოვრობთ. მე სტაბილური სამსახური მაქვს, კარგი თანამდებობა, დაქვემდებარებულ პირთა დიდი რაოდენობა. ოჯახს შესანიშნავად ვუზრუნველყოფ და პრაქტიკულად არაფერზე მითქვამს უარი საკუთარი ცოლისთვის. მაგრამ ასე მოხდა, ეშმაკმა შემაცდინა. „ახლა რა უნდა ქნა, ყველაფერი უნდა მიატოვო?“ – მეკითხებოდნენ მეგობრები. მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ცოლი არსად გაიქცეოდა. „მერე რა, რომ საყვარელი გყავს? ოჯახს ხომ არ დაანგრევს და კარგ ცხოვრებაზე უარს ხომ არ იტყვის? არა, ქალი ამას არასოდეს იზამს“.

ასე რომ, პირველ ხანებში საერთოდ არ ვნერვიულობდი. საჩუქრებს ვჩუქნიდი, ყვავილებს ყოველდღე. დილაობით ყავას და მსუბუქ საუზმეს ვუმზადებდი და მისი ოთახის კართან მიმქონდა (იმ პერიოდისთვის ლელა ბავშვების ოთახში გადავიდა). მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. ის ჩემგან არაფერს მოითხოვდა, თუმცა არც დიალოგზე გამოდიოდა. შემდეგ კი საკუთარი ყურით მოვისმინე, როგორ ესაუბრებოდა რომელიღაც იურისტს, თუ როგორ იქნებოდა უკეთესი განქორწინების პროცესის წარმართვა.

ცოლის მიერ წამოყენებული პირობები

სწორედ მაშინ დავილაპარაკეთ ნორმალურად მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა მომავალში და ზოგადად. ვხედავდი, რომ ჩემს მეუღლეს განქორწინება არ სურდა. მაგრამ ან სიამაყე ან შელახული თავმოყვარეობა უშლიდა ხელს, რომ უკან დაეხია. მე ვუხსნიდი, რომ ეს ჩემი პირველი შეცდომა იყო და ვამბობდი, რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებდა. მითუმეტეს, გზააბნეული ქმარი. ამ ყველაფრის შემდეგ ლელამ გარიგება შემომთავაზა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. იმ მომენტში რთული იყო სხვაგვარად მოქცევა, რადგან სასწორზე უამრავი რამ იდო.

მოკლედ, ჩვენი შეთანხმებიდან 6 თვის შემდეგ, გადავწყვიტე გიამბოთ, რა ხდება ახლა ჩვენს „ბედნიერ“ ოჯახში. სიმართლე გითხრათ, ჩემი მხრიდან ეს დახმარების თხოვნა უფრო არის. ხელს ნუ მოაწერთ საქმიან შეთანხმებას, სანამ არ წაიკითხავთ. და არასოდეს დაპირდეთ თქვენი შვილების დედას იმას, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. ეს ხუმრობა არ არის, მე არ შემიძლია მიცემული სიტყვის გატეხვა. თუმცა, არც ასე გაგრძელება შემიძლია.

მოკლედ, ჩემი ცოლის მოთხოვნებიდან პირველი იყო წვდომა ჩემს ტელეფონთან. ანუ მას ნებისმიერ დროს შეეძლო ეთხოვა ჩემთვის, რომ მეჩვენებინა უკანასკნელი შეტყობინებები სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში. ან შეემოწმებინა კონტაქტები. თუმცა, ამას ხალხის თანდასწრებით არასოდეს აკეთებდა, რათა ზიანი არ მიეყენებინა ჩემი სტატუსისთვის. მაგრამ საკუთარი სახლის კედლებში, მე, როგორც მამაკაცს, ძალიან ხშირად მიგრძვნია თავი დამცირებულად.

შემდეგ შევთანხმდით, რომ ერთად დავესწრებოდით თვენახევრიან კურსს ფსიქოლოგთან. ვითომდა, იმის უკეთ გასაგებად, თუ რამდენად ცუდია, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ღალატობს. მეგონა, რომ ეს იქნებოდა ტიპური ვიზიტი ფსიქოლოგთან, როდესაც დივანზე წევხარ, ჭერში იხედები და საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკობ. როგორც სკოლაში, რომ გვტოვებდნენ ხოლმე გაკვეთილების შემდეგ. უაზრობა იყო და უამრავ დროს გვართმევდა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, საქმე ცოტა უფრო რთულად იყო.

დაახლოებით მეოთხე სეანსზე, ფსიქოლოგმა მოიწვია ვიღაც ძალიან მსუქანი მიტოვებული ქალი და მე ჩემს ცოლს მოგვასმენინა მისი ტირილი, თუ როგორ ატყუებდა და იყენებდა მისი ყოფილი ქმარი. მე ის როგორმე უნდა დამემშვიდებინა. პრაქტიკულად ყოველ მომდევნო სეანსზე მამაკაცური სისასტიკის ახალი „მსხვერპლი“ მოდიოდა. ზოგს რა ნაკლი ჰქონდა და ზოგს რა. და არც ერთ მათგანს არ ესმოდა, რატომ უღალატა ქმარმა. მე კი მათი ყოფილების ნაცვლად უნდა გამეცა პასუხი.

და ბოლო წამება ჩემი ცოლისგან, რომელიც ალბათ არასოდეს დასრულდება. მე კვირაში ერთხელ უნდა დავწერო ჩემი გრძნობების შესახებ, ჩვენ ორთან დაკავშირებით და საერთოდ ყველაფერი, რასაც ჩვენს ქორწინებაზე ვფიქრობ. ვიმეორებ, ყოველ კვირა! და ასე უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ლელა არ დარწმუნდება, რომ ნამდვილად გულწრფელი ვარ და გავიაზრე, თუ რა ცუდად მოვექეცი. ანუ, მეორედ მოსვლამდე.

მე დავიღალე. უბრალოდ დავიღალე იმით, რომ ყოველდღე უნდა ვუმტკიცო საკუთარ თავს, თუ რატომ ვიკავებ თავს დღემდე. ბავშვების გულისთვის, ქორწინების და ორი მოსიყვარულე გულის ნორმალური თანაარსებობისთვის. ჩემი და ლელას. მაგრამ იქნებ მას დიდი ხანია აღარ ვუყვარვარ და უნდა, რომ ცოტა კიდევ მაწამოს? ისე, ახლა ჩვეულებრივი ცოლ-ქმარივით ვცხოვრობთ, მთლიანობაში ყველაფერი კარგად არის. მაშ, რა საჭიროა საყვარელი ადამიანის დამცირება, თუ მე უკვე გავიგე და გავაცნობიერე ყველაფერი? ნუთუ ქალები მართლაც იმდენად უგულონი არიან, რომ მათ უბრალოდ უხარიათ მამაკაცების დანახვა ამ მდგომარეობაში? ჩემი აზრით, რაღაც უნდა შეიცვალოს და რაც შეიძლება, მალე…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს