რაც არ უნდა ვთქვათ, შეძლებულ კაცს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ცხოვრებაში, ვიდრე ღარიბს. ურთიერთობებშიც კი. მიუხედავად რთული ხასიათისა თუ არც ისე სასიამოვნო თვისებებისა. ფული, როგორც ამბობენ, ყველაფერს აგვარებს. თუმცა, სიმართლეს თუ ჩავხედავთ თვალებში, ეს მუდამ ასე იყო. არ არის საჭირო ზღაპრების გახსენება მომხიბვლელი ღარიბების შესახებ, რომლებსაც ყოველთვის უმართლებდათ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი შემთხვევები მხოლოდ გამონაკლისია.
თანამედროვე ქალებს ეს შესანიშნავად ესმით. ახლა ძნელად თუ ნახავთ გოგონებს ოთახის კედელზე მუსიკოსების პლაკატებით. ახლა ყველას მდიდარი, წარმატებული მამაკაცები აინტერესებს, იახტებითა და გემებით. და, ზოგადად, ეს ნორმალური ტენდენციაა. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და რისკენ ისწრაფვიან. ზოგი ახალგაზრდა თაობას მერკანტილურობის გამო კიცხავს, ზოგი კი აქებს „ფხიზელი მსოფლმხედველობისთვის“. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ პარტნიორის არჩევა პირადი საქმეა და გარშემომყოფებს საერთოდ არ უნდა ეხებოდეს.
უზრუნველყოფილი მამაკაცი
ამბობენ, რომ ქალებს ძალიან მოსწონთ მრბოლელი მამაკაცები. გასაკვირი არაფერია. ეს არის სპორტი მდიდარი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გარისკვა და ზღვარზე სიარული. რომელ გოგონას არ მოეწონება ასეთი თვისებები? თუმცა არავინ გვიყვება მათ ხასიათზე, მორალზე, ცხოვრებისეულ მდგომარეობაზე. ან რა საჭიროა? თუ ადამიანი წარმატებულია, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
ასე იყო ჩემი ყოფილი ქმრის შემთხვევაშიც. გულუხვი, ჭკვიანი, მომხიბვლელი და ძალიან მდიდარი. ისე მევლებოდა თავს, თითქოს მსოფლიოში ერთადერთი გოგო ვიყავი. დამაშორა იმ ბიჭს, რომელსაც მართლა ვუყვარდი. ყვავილებს მჩუქნიდა და სად აღარ დავყავდი… თავად კი ამ დროს ახალგაზრდა და გულუბრყვილო სტუდენტ გოგონებს „აფუჭებდა“. პირადად არასოდეს გამომიჭერია, გარდა იმ შემთხვევისა, რის შემდეგაც რეალურად დავშორდით. ამასთანავე გეტყვით, რომ ის 29 წლის ასაკში უკვე მელოტი იყო და ვირივით დიდი ყურები ჰქონდა. თუმცა მასთან რამდენიმე წუთიანი ურთიერთობის შემდეგ, ეს მახასიათებლები ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენებოდათ.
რისთვისაც დღემდე ვარ მადლობელი ჩემი ყოფილი ქმრის, არის ის, რომ ის ქორწილის შემდეგაც არ შეცვლილა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. რუტინა, ერთად ცხოვრება და ყოველდღიურობა – მამაკაცს მსუქან და ზარმაც ადამიანად აქცევს ხოლმე, რომელსაც უკვე ყველაფერი აქვს. ცოლი უკვე ჰყავს, არაფრისკენ სწრაფვა არ სჭირდება, უბრალოდ უსაქმოდ უნდა წამოწვეს დივანზე და დაისვენოს. მაგრამ ჩემი ყოფილი სულაც არ იყო ასეთი. ის აგრძელებდა შრომას, მახარებდა ხშირი სიურპრიზებით და ჩვენი შვილისთვის შესანიშნავი მამა იყო. თუმცა, სამწუხაროა, რომ ის არ გამომადგა, როგორც ქმარი.
ჩემი და
ჩემი და ზურგს უკან ყოველთვის ლანძღავდა მას და ყოველ შეხვედრაზე განქორწინებას მირჩევდა. ამბობდა, რომ ამ გზით ფულსაც ვიშოვნიდი და შევძლებდი, რომ ჩემთვის უფრო ღირსეული ადამიანი მეპოვა. რაღაც მომენტში, იმდენად დამღალა ამან, რომ მასთან ურთიერთობის შეწყვეტაც კი მომიწია. მხოლოდ თუ რაიმე მნიშვნელოვანი იყო ან იყო რაიმე ოჯახური დღესასწაული. სხვა შემთხვევაში, ვითომ დაკავებული ვიყავი. მე არ ვიცოდი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ირაკლი აქტიურად მღალატობდა და, პრინციპში, რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ჩვენს ქორწინებას.
ასეა თუ ისე, ჩვენ ახლა დაშორებულები ვართ. მიუხედავად ამისა, მე ირაკლიზე ნაწყენი არ ვარ. მან მსოფლიოში საუკეთესო შვილი მაჩუქა. გარდა ამისა, მან დაგვიტოვა ბინა, მანქანა და დაპირება, რომ ყოველთვის დაგვეხმარებოდა, თუ ეს საჭირო იქნებოდა. ის გვიხდის კარგ ალიმენტს და ყოველ 2 კვირაში სოლიდურ თანხას რიცხავს ანგარიშზე. სასამართლო პროცესის შემდეგ მითხრა, რომ მშვენივრად ესმოდა, რომ ვალდებული იყო დახმარებოდა არა მარტო შვილს, არამედ მის დედასაც, ანუ მე. რაც მე, როგორც მინიმუმ, ღირსეულ საქციელად მიმაჩნია.
ჩემი მხრივ, შემიძლია დავიკვეხნო, რომ სასამართლოსგან არ მომითხოვია, რომ მე და ჩემს შვილს ჩემი ქმრის ქონების ზუსტი ნახევარი მიგვეღო. მე მშვენივრად მესმის, რომ ეს უბრალოდ სამართლიანი არ იქნებოდა. კანონი კანონად, მაგრამ მე ისე არ დავფრინავ ღრუბლებში, რომ ჩემი ყოფილი მეუღლის ძალისხმევა და შესაძლებლობები ჩემების ტოლფასად მივიჩნიო. ალბათ, ამ მიდგომამ, სხვა საკითხებთან ერთად, მოგვცა საშუალება, რომ კარგ მეგობრებად დავრჩენილიყავით. გარდა ამისა, მე საერთოდ არ ვაპროტესტებ, როცა ირაკლი შვილის მოსანახულებლად მოდის ან მასთან გარკვეული ხნით დარჩენას ითხოვს. სინამდვილეში, ეს ჩემთვის კარგიც კი არის.
თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩემი დის საქციელი. მაგრამ ახლანდელი, ჩემი განქორწინების შემდგომი. მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ოდნავ არ გაუმართლა. ქმარმა სამსახური დაკარგა, იპოთეკამ თითქმის უსახსროდ დატოვა… ამ მიზეზით მან გადაწყვიტა ჩემთვის მოემართა. ფულის სესხება სურდა, რათა როგორმე თავი გაეტანა, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა. მე გადავწყვიტე მთელი „ზედმეტი“ ნაღდი ფულის ინვესტირება ბიზნესში და დავიტოვე მხოლოდ ის თანხა, რომელიც მე და ჩემს შვილს ერთი წლის ან წელიწადნახევრის განმავლობაში გვეყოფოდა. ეს სიმართლეა და ვცდილობდი, ჩემი დისთვისაც გამეგებინებინა.
საპასუხოდ, მან დაიწყო ჩემი გაკრიტიკება. თავს მაცოდებდა და ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მისთვის სესხი ამეღო. მაგრამ მე შეუვალი ვიყავი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს ყოფილს შევხვდი და გავიგე, რომ ჩემი და მასაც მისწვდა. საინტერესო ის არის, რომ ის ჩემზე უფრო ლმობიერად მოიქცა და ასესხა (ჩათვალეთ, რომ აჩუქა) მთელი საჭირო თანხა. თუმცა მეჩვენება, რომ ეს ბოლო შემთხვევა არ იქნება.
გამოდის, რომ ადრე ის მისთვის ნამდვილი მტერი იყო. მახინჯი, „მშობლების“ ფულით და სოფლური მანერებით. ახლა კი, უცებ, მისთვის ახლობელ ადამიანად იქცა. მესმის, რომ ალბათ განერვიულებული ვარ და ცუდ ხასიათზე ვარ. მაგრამ, დამიჯერეთ, ამჟამად ჩემს მოღალატე ქმარს ჩემს დაზე უფრო ახლობელ და ძვირფას ადამიანად მივიჩნევ. ვერ ვხვდები, მე შევიცვალე და ცუდ ადამიანად ვიქეცი, თუ საკუთარ მორალურ პრინციპებში ვერ გავრკვეულვარ. რაღაც შეიცვალა ჩემს მსოფლმხედველობაში და ვშიშობ, რომ არც ისე სწორი მიმართულებით