ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მივხვდი, როგორი მომავალიც მელოდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემებურად მემოქმედა

181

ზოგჯერ განშორების შემდეგ მამაკაცები ბრუნდებიან და ყველას საკუთარი მიზეზი აქვს. ზოგიერთი უბრალოდ ვერ ახერხებს უკეთესის პოვნას ან საერთოდ ვერ პოულობს ვერავის. გავლენას ახდენს ასაკი ან მატერიალური მდგომარეობა, ხასიათი. ზოგიერთი მართლა გონს ეგება და წარსულის ნოსტალგია უჩნდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი ძველებურად იქნება. ქალები იშვიათად იბრუნებენ ყოფილებს.

ზოგჯერ მამაკაცები შვილების გამო ბრუნდებიან. სასამართლო ბავშვს ყველაზე ხშირად დედასთან ტოვებს. ამას საკუთარი მიზეზები აქვს. თუმცა ასევე ხშირია სიტუაციები, როდესაც მამაკაცი კარგი მამაა, მაგრამ არ არის კარგი ქმარი. როგორ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში? რთული კითხვაა. მოძებნო სხვა მამაკაცი, რომელიც კარგი მამინაცვალიც იქნება და კარგი მეუღლეც, თუ ისევ ყოფილს მისცე მეორე შანსი? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

მამაკაცები ბრუნდებიან

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ დიასახლისი ვიქნებოდი. პატარა ქალაქში ვცხოვრობ, სხვა ვარიანტები მაინცდამაინც ბევრი არ მქონია. სწავლით არასოდეს გამოვირჩეოდი, უმაღლესში ჩაბარებას ვერ მოვახერხებდი. ჩვენთან შეძლებული მამაკაცის პოვნა რთული საკითხია. მამაკაცები ისედაც ცოტანი არიან, ლამაზი გოგოები კი ძალიან ბევრი. ასე რომ, გადავწყვიტე ჩემებურად მოვქცეულიყავი.

მშობლების სახლიდან წამოვედი. ბარმენად დავიწყე მუშაობა ადგილობრივ დაწესებულებაში. თითქოს საკუთარი თავი ვიპოვნე. ერთი წლის შემდეგ ილია გავიცანი და გეგმები შემეცვალა. მე ის შემიყვარდა.

დასაწყისშივე შევთანხმდით, რომ თუ მას ჩემთან ურთიერთობა სურდა, ის ჩვენს ოჯახში უნდა ყოფილიყო ლიდერი. მესმოდა, რომ საზოგადოებრივ დაწესებულებაში მუშაობა არ იყო შესაფერისი გათხოვილი ქალისთვის. გარდა ამისა, იმ პერიოდისთვის უკვე დაღლილი ვიყავი. მეორე მხრივ, ჩემთვის გასაგები გახდა, რომ მე უფრო მეტად მიყვარს სიმშვიდე და სიწყნარე. მიყვარს, როდესაც არსად მეჩქარება და არ მიწევს ფიქრი სხვადასხვა რთულ ცხოვრებისეულ ამბებზე. ილია დამპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.

სამწუხაროდ, ადამიანები ზოგჯერ არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. მე ვცდილობდი სახლში წესრიგის შენარჩუნებას, საჭმელს ვაკეთებდი, სახლს ვალაგებდი. თავს ვუვლიდი და წვრილმანების გამო წარბშეკრული არ ვხვდებოდი ჩემს ქმარს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა.

ილია, თავის მხრივ ცდილობდა შეესრულებინა ოჯახის უფროსის მოვალეობები. მას ეს არც ისე კარგად გამოსდიოდა. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, ვიხდიდით კომუნალურ გადასახადებს, საყიდლებზე დავდიოდით და ზოგჯერ დასასვენებლადაც ვახერხებდით გამგზავრებას. თუმცა ეს იყო ზღვარი. არავითარი განვითარება ან ამის იმედი მაინც არ არსებობდა. ასე რომ, ჩემმა ორსულობამ მაშინვე შემოიტანა უთანხმოება ჩვენს ოჯახში. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბედნიერ ქორწინებაში პირიქით უნდა იყოს.

ხანგრძლივი საუბრების, ჩხუბებისა და შერიგებების შემდეგ, შვილი მაინც გავაჩინე. ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე მოგვიწია უარის თქმა, რათა ლუკა ღირსეულ პირობებში გაზრდილიყო. ამისთვის ღამეებს ვათევდი და ოჯახის საქმეებსაც ვაკეთებდი. ქმარი სახლის საქმეებში საერთოდ არ მეხმარებოდა. როდესაც ჩვენი შვილი ოთხი წლის გახდა, ილიამ თავისი ნივთები ჩაალაგა და სახლიდან წავიდა. მითხრა, რომ დასაფიქრებლად დრო სჭირდებოდა. განქორწინებაც კი არ მოუთხოვია გარეწარს.

და აი, ახლა, ხუთი წლის შემდეგ, მან უცებ მოისურვა დაბრუნება. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და დროდადრო სხვადასხვა ამბებს ვიგებდი ჩემს წასულ ქმარზე. ხან ერთ ქალთან ცხოვრობდა, ხან მეორესთან. იმასაც ამბობდნენ, რომ კინაღამ არ დააპატიმრეს, მაგრამ რაღაცნაირად გადარჩა. ახლაც არ ვიცი, როგორ. ზოგჯერ ბარათზე გარკვეულ თანხას რიცხავდა. იშვიათად, წელიწადში ორჯერ. ალბათ, როდესაც სინდისი ძალიან შეაწუხებდა, რაღაც გროშებს იმეტებდა.

ერთ დღეს ჩვენთან სახლში მოვიდა, როდესაც ლუკა სკოლაში იყო. მითხრა, რომ მიხვდა თავის შეცდომას და დაბრუნება უნდა. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ჩემი ქმარია. მისი თქმით, ერთად უფრო კარგად ვიქნებით. ვაჟს აღმზრდელი სჭირდება, სახლის საქმეებშიც დამეხმარება…

ჩემთვის სულ ერთია. სიყვარული ჩემთვის დიდი ხანია აღარ არსებობს. სახლის საქმეებს შესანიშნავად ვუმკლავდები, ფინანსურად ჩემი მშობლები მეხმარებიან. ზოგადად, ასეც კარგად ვარ. ჩემი ყოფილი ქმარი არ მეზიზღება, მაგრამ ახლა აღარც რაიმე ემოციები მაქვს და არც იმედები. ლუკას ბიოლოგიური მამაა და ეგ არის.

რაც შეეხება ჩვენს შვილს. მე უკვე აღარ ვუყვები მას ზღაპრებს იმის შესახებ, რომ მამამისი საზღვარგარეთ არის, ძალიან მდიდარია და მალე დაბრუნდება. მას უკვე თავადაც მშვენივრად ესმის, რომ ეს ასე არ არის. ბიჭებმა უთხრეს, სკოლაში. ვიმეორებ, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და ყველა ერთმანეთს იცნობს.

და აი, ბიჭებმა, რომელებიც ლუკაზე რამდენიმე წლით უფროსები არიან, დაუწყეს მას დაცინვა და სხვადასხვა რამეების წამოძახება. იმ მიზეზით, რომ მამამისი ჩვენგან წავიდა და ეს ყველამ კარგად იცოდა. ლუკა, როდესაც ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ ასე არ იყო, ცდილობდა შეპასუხებას, ჩხუბობდა. მერე, როცა გაიზარდა, ყველაფერს მიხვდა და რაღაცნაირად ცივად მექცეოდა. საერთოდ აღარ მიჯერებდა და დროდადრო აგრესიასაც კი ავლენდა.

ვინ იცის, იქნებ მამამისმა მასზე დადებითი გავლენა იქონიოს? იქნებ ისევ კარგი ბიჭი გახდეს, რომლიც პატივს სცემს დედას და ყველა წვრილმანის გამო არ ეკამათება? ილია საერთოდ არ მაინტერესებს, მას საერთოდ არ ვნახავდი. მაგრამ ახლა სხვა მამაკაცის გაცნობა არ შემიძლია. ის კი ლუკას მამაა. ვინ იცის, იქნებ ბავშვისთვის სასიკეთო იყოს? იქნებ მამამისიც შეიცვალოს? ხანდახან მამაკაცები ბრუნდებიან. იქნებ მიხვდა, რომ ტყუოდა და ნამდვილად ნანობს? ვინ იცის…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს