სავსებით შესაძლებელია არასწორ მხარეს გეძინოთ და ჯანმრთელობასაც ამით ზიანი მიაყენოთ.
მშვიდი ძილი აუცილებელია ადამინისთვის რათა ორგანიზმს დასვენების და განტვირთვის საშუალება ჰქონდეს დახარჯული ენერგიის ასანაზღაურებლად.
გამოუძინებელი ადამიანი თავს გადაღლილად და ცუდად გრძნობს. როგორც წესი ისინი ცუდ ხასიათზე არიან და დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარეების საფრთხის წინაშე დგებიან.
ბუდისტური წერილების მიხედვით და თვითონ მონაზვნებიც ძილს მარცხენა მხარეს ურჩევენ ყველას.
ცოტა უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ მარცხენა მხარს ძილი ძაიან კარგ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
ლიმფა მარცხენა მხარეს მიედინება, ეს კი ლიმფური სისტემის მთავარი მხარეა. გზად ლიმფა მეტაბოლიტებს, გლუკოზას, ცილებს ატარებს და ასუფთავებს ლიმფურ კვანძებს მარცხენა მხარეს.ინდოელების მტკიცებით, კი თუ საკვების მიღების შემდეგ დასვენება გსურთ აუცილებლად მარცხენა მხარეს უნდა წამოწვეთ.კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი მარცხნივ არის გადახრილი. თუ მოკლე ხნიანი დასვენების რეჟიმში ხართ, აუცილებელია მარცხენა მხარეს წამოწვეთ ხოლმე, რაც საჭმლის მონელებისას იდეალურ ეფექტს იძლევა.
კიდევ რა პრივილეგიბი ახლავს მარცხენა მხარეს ძილს?
საკვები რა თქმა უნდა გადამუშავდება კუჭის საშუალებით და კუჭქვეშა ჯირკვალის ფერმენტი ყველა მხარეს გამოიყოფა. მარცხენა მხარეს დაწოლა ღვიძლს დაკიდებულ მდგომარეობაში ყოფნის საშუალებას აძლევს რის მეშვეობითაც გასტროენტერო ტრაქტისაკენ ფერმენტები სეკრეციას ადვილად ახდენენ და ანეიტრალებენ კუჭის მიერ გამოყოფილ წვენს.
მარცხენა მხარეს წოლა უკეთესი საჭმლის მონელებასა და მეტ ენერგიულობას მოგანიჭებთ.
ასევე აუმჯობესებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის სიხშირეს. წვრილი ნაწლავი დევნის ტოქსინებს მარჯვნივ ილეოცეკალური კლაპანის საშუალებით და გადააქვს სწორი ნაწლავისაკენ. სწორი ნაწლავი მოივლის მთლიანად მარჯვენა მხარეს და გადაეშვება მარცხნივ.
მარცხნივ წოლისას ტოქსინები ადვილად იდევნებია ორგანიზმიდან.
უკეთესად მუშაობს გულიც.
გულის 80% გადახრილია ადამინის ორგანიზმის მარცხენა მხარეს. ყველაზე დიდი არტერიის აორტა გულის მარცხენა მხარს გამოდის. როდესაც წევხართ მარცხენა მხარეს გული სისხლს გაცილებით მარტივად ამოძრავებს.