ტესტი: რომელი ვიტამინები შეიძლება აკლდეს შენს ორგანიზმს?

132

გაიარე მარტივი ტესტი, რომელიც გიკარნახებს, კონკრეტულად რომელი ვიტამინები აკლია შენს ორგანიზმს. ზამთრის ჰიპოვიტამინოზი – ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ნუ აურევ ჰიპოვიტამინოზს ავიტამინოზში – მძიმე პათოლოგიურ მდგომარეობაში, რომელიც ორგანიზმში ყველა ვიტამინის ნაკლებობასთან არის კავშირში.

1ტესტი 1

გასწიე წინ ხელები, ხელისგულები ზემოთ მიმართე. შეეცადე, ერთდროულად მოხარო ნეკი და არათითი, ისე, რომ თითის წვერები ხელისგულებს შეახო. თუ გაგიჭირდა ამ ვარჯიშის შესრულება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიტამინი B6 გაკლია.

2ტესტი 2

თუკი შეამჩნიე, რომ პატარა მირტყმაზეც გიჩნდება სილურჯეები, მაშინ სავარაუდოდ C, K, P ვიტამინები გაკლია.

3ტესტი 3

გამუდმებით გაწუხებს თავბრუსხვევა და ყურებში ხმაური გესმის? ეს ვიტამინების – B3-ისა და E-ს , ასევე, მიკროელემენტების – კალიუმისა და მაგნიუმის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ ვიტამინების ზემოქმედება ორგანიზმზე ძლიერდება ვიტამინ C-ს დამატებით.

4ტესტი 4

თვალების სიწითლე, სიბნელეში სწრაფად ადაპტირების უუნარობა – აიხსნება ვიტამინების – A-სა და B2-ის ნაკლებობით. ვიტამინი A – ცხიმგამხსნელია, ამიტომაც სრულიად მისი შეთვისება მხოლოდ ცხიმებთან ერთად არის შესაძლებელი.

5ტესტი 5

ქერტლი იმ შემთხვევაში ჩნდება, თუკი ორგანიზმს ვიტამინები – B12, B6, P და სელენი აკლია. კოფეინი ხელს უშლის B ჯგუფის ვიტამინების მოქმედებას – ამიტომაც შეამცირე ყავის სმა.

6ტესტი 6

თმა გაგითხელდა, უსიცოცხლო გახდა და გცვივა? ეს ვიტამინების – B9-ს, C-ს და H-ს, ასევე, კალცის ნაკლებობაზე მიუთითებს.

7ტესტი 7

უძილობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს B ჯგუფის ვიტამინების, კალიუმისა და კალციუმის ნაკლებობით, მაგრამ გაითვალისწინე, რომ საძილე საშუალებები ამ ჯგუფის ვიტამინების შეთვისებას უშლის ხელს.