ნებისმიერ თითზე ერთი შეხებით შეგიძლიათ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ.
მაგალითად, თუ გსურთ, მადა დაიქვეითოთ, ნეკა თითის ზედა ნაწილი უნდა დაიმუშაოთ (ეს შეიძლება იყოს დასრესვა, წრიული მოძრაოთ მეორე თითის წასმა და მსუბუქი დაჭერა).
არსებობს განსხვავება: მამაკაცებმა დილის 12 საათამდე ნეკა თითი საათის ისრების საწინააღმდეგო მხარეს უნდა დაისრისონ, 12 საათის შემდეგ – საათის ისრების მიმართულებით.
ქალებმა პირიქით, დილის 12 საათამდე – საათის ისრის მიმართულებით, 12 საათის შემდეგ – საწინააღმდეგოდ. ზუსტად ნაშუადღევს ნეკაზე ხელის შეხება დაუშვებელია.
ჩინელი მკურნალები საჩვენებელ თითს ღვიძლის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის იყენებენ. მას “ღვიძლის თითსაც” უწოდებდნენ. იმის გასარკვევად, გჭირდებათ თუ არა ღვიძლზე მკურნალობა, საინტერესო “კვლევა” უნდა ჩაიტაროთ: გაჭიმეთ ხელი და თითები. შეეცადეთ საჩვენებელი თითი მოხაროთ. თუ ადვილად მოხარეთ და დანარჩენი თითები უძრავად, გაშეშებულები დარჩა, ღვიძლი ნორმალურად მუშაობს.
ხოლო თუ თითები საჩვენებელ თითთან ერთად მოიხარა, ღვიძლის გაძლიერებაა საჭირო. ამისათვის, ყოველდღიურად, რამდენჯერმე დღეში, 2-3 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ ორივე ხელის საჩვენებელი თითები.
სურდოს შემთხვევაში მარცხენა ხელის დიდ თითზე, ფრჩხილის უკანა მხარეს წიწიბურას ან მწვანე ბარდის მარცვალი უნდა მიიდოთ, ლეიკოპლასტირით დაიწებოთ და პერიოდულად უნდა დააწვეთ მას. თუ გაციებული არ ხართ, ეს მეთოდი შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით მთელი ზამთრის პერიოდში იკეთოთ. თუ მარცვლის მიწებება არ გსურთ, უბრალოდ, დაიმასაჟეთ.
მუხლების ტკივილის დროსაც (ხშირად ასაკოვან ადამიანებში) ისევ თითებს – არათითსა და შუას – უნდა მიმართოთ. მარჯვენა მუხლს არათითი შეესაბამება, მარცხენას – შუათითი. უნდა დაიმასაჟოთ თითების შუა ნაწილი.
დაღლილობის, გაღიზიანებისა და სტრესის დროს ყველა თითი უნდა დაიმასაჟოთ. იგი ბევრ დროს არ წაგართმევთ, ენერგიას კი აღგიდგენთ. დაიმახსოვრეთ, უნდა დაიმასაჟოთ ყველა თითი, დაიწყეთ ფრჩხილის ფალანგიდან და მსუბუქი დაჭერით ჩამოუყევით თითის ხელისგულთან შეერთებას.
ამ მეთოდით სხვადასხვა ორგანოს გაჯანსაღებაც შეგიძლიათ. მთავარია, თითზე არსებულ მის წერტილს მიაგნოთ.