ინგლისელმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, რომელიც გვიჩვენებდა, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სმარტფონი ჩვენივე ჯანმრთელობისთვის, ბაქტერიული თვალსაზრისით. ამისათვის მათ მოათავსეს ტელეფონი ჟელესმაგვარი სუბსტანციით სავსე ჭიქაში, რომელიც მიღებულია წყალმცენარეებისაგან. 3 დღის შემდეგ მათ გადაუღეს ფოტოები თავიანთ სმარტფონს, რომლებზეც ნათლად ჩანს, თუ რა “აღმოცენდა” მათ ტელეფონზე.
სამდღიანი ექსპერიმენტის შედეგი ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ სმარტფონზე აღმოჩენილი ბაქტერიების უმრავლესობა არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის, თუ არ ჩავთვლით ოქროსფერ სტაფილოკოკს, რომელიც შესაძლოა იქცეს როგორ კანის სუსტი ინფექციის, ასევე მომაკვდინებელი დაავადებების: პნევმონიის, მენინგიტის და ოსტეომიელიტის გამომწვევ მიზეზად.
ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ჩვენი სმარტფონი ინახავს არა მხოლოდ მიმოწერებსა და კონტაქტებს, არამედ ჩვენი ფიზიკური კონტაქტების მთელ ისტორიას. მოლეკულური ბიოლოგიის ლექტორი საიმონ პარკი გვირჩევს, რომ გავწმინდოთ ჩვენი ტელეფონები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით, თუნდაც კვირაში ერთხელ, რათა ავირიდოთ თავიდან ბაქტერიების განვითარება და დაგროვება.