თითოეულ ჩვენგანს გვახსოვს გრაფ დრაკულა, რომელიც შექმნა ბრემ სტოკერმა. ის გახლავთ ყველაზე ცნობილი ვაპირი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, სწორედ ის იქცა დღევანდელი სიტყვა “ვამპირის” კლასიკურ განმარტებად – ელეგანტურ და საიდუმლოებებით მოცულ პერსონად, რომელსაც სწყურს ადამიანის სისხლი, თუმცა იგი ვერც კი შეედრება ვალაქიის მმართველს ვლად ცეპეშს.
დიდი ხნის მანძილზე მას ხელში ეჭირა მთელი ვალაქია. იგი გამოირჩეოდა თავისი წარმოუდგენელი სიმკაცრით, რის გამოც, მისი ყველას ეშინოდა. ცეპეში რა თქმა უნდა არ სვავდა სისხლის ადამიანის ყელიდან, თუმცა ათასობით სიკვდილით დასჯა, უღირსი მოსახლეობის დახოცვა და ხალხის სარზე აგება მის საყვარელ საქმიანობებს წარმოადგენდა. მის შესახებ არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება: 1. ცეპეში იყო ჩკუიდან შეშლილი სადისტი, რომელიც იღებდა სიამოვნებას მსხვერპლზე ძალადობით. 2. მეორე მოსაზრების თანახმად ის ვერ იდანდა მხოლოდ ლაჩრებს და სისასტიკით ცდილობდა ებრძოლა სილაჩრის წინააღმდეგ.
როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, ჩვენამდე მოაღწიეს ხელნაწერებმა, რომლებიც აღწერენ პრინცის სისასტიკეს.
1. თავადი თავის პურს ალბობდა ადამიანების სისხლით სავსე ვედროში. 15 საუკუნის ხელნაწერი გვითხრობს, რომ დრაკულამ თავისთან მიიწვია რამდენიმე სტუმარი, რათა აღენიშნათ დღესასწაული და შემდეგ ააგო ისინი სარზე პირდაპირ სუფრასთან და შემდეგ დაასრულა თავისი სადილი – სისხლში ჩალბობილი პური.
2. დრაკულამ ასობით კაცის მკვლელობით შური იძია მამისათვის. მან უბრალოდ კი არ დახოცა ისინი, არამედ წამებით, ბლაგვი ხმლით, რათა უფრო მეტი ტკივილი მიეყენებინა მათთვის. თავადმა მთელი ახალგაზრდობა გაატარა თურქულ ციხეში და როდესაც გათავისუფლდა, ნახა, რომ მამამის უღალატა საკუთარმა ხალხმა. მან თითოეული მათგანი მოიწვია დღესასწაულზე და შემდეგ სიკვდილით დასაჯა.
3. ცეპეშს სურდა, რომ მისთვის დაეძახათ დრაკულა, რაც ნიშნავს “დრაკონის შვილს”, თუმცა დროთა განმავლობაში ხალხმა გადააკეთა ამ სიტყვის მნიშვნელობა “ეშმაკის შვილად”, რადგან ეს განმარტება უფრო შეეფერებოდა მას.
4. დრაკულას გააჩნდა იუმორის გრძნობა. მაგალითად, როდესაც სარზე აცმული ხალხი ფართხალებდა, როგორც ბაყაყი, იგი ამბობდა: “ოხ, როგორ გასაოცარ გრაციოზულობას ფლობენ ისინი
5. სარზე აგება იყო ერთადერდი მეთოდი სიკვდილით დასასჯელათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დრაკულა იყო უბრალოდ ჩკუიდან გადასული ადამიანი, რომელიც მხოლოდ დარბოდა და კლავდა ხალხს, მაგრამ ეს ასე არ არის. სარზე აგება იყო მეთოდი დამნაშავის დასასჯელად, თუმცა არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რა სახის დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა: მოკლა კაცი, თუ მოიპარა პური. რასაკვირველია გამონაკლისებიც იყო. ერთხელ დრაკულას მიწაზე მოგზაურმა ციგანმა მოიპარა რაღაც ნივთი და როდესაც იგი დაიჭირეს, ბატონმა ბრძანა, რომ მოეხარშათ იგი და სხვა ციგნებს ეჭამათ მისი ხორცი.
6. ქუჩებში წესრიგის დასამყარებლად, დრაკულამ ცოცხლად დაწვა ყველა ავადმყოფი და ღარიბი. ერთ დღეს, მან მოიხმო ყველა დაბალი ფენის წარმომადგენელი, მათხოვარი და ავადმყოფი დღესასწაულზე. ხოლო, როდესაც ისინი დაპურდნენ, თავადმა ზრდილობიანი ფრომით ბოდიში მოიხადა, დატოვა შენობა, ბრძანა ყველა ფანჯრისა და კარების დახურვა და ცოცხლად დაწვა ისინი. ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩა.
7. დრაკულა სისასტიკითა და ხალხის დახოცვთ ამყარებდა წესრიგს ქვეყანაში. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, ეშინოდა, თუ არა ხალხს მისი. ეზოში თავადმა დადო სუფთა ოქროთი გაკეთებული კუბიკი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო წყლის დალევა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაეტოვებინა ამ კუბიკს ის ტერიტორია. იმ დროისათვის ქალაქში ცხოვრობდა დაახლოებით 600 00 ადამიანი, თუმცა მისი ბატონობის ბერიოდში, ვერავინ გაბედა ამ კუბიკის მოპარვა.
8. დრაკულამ მოწამლა საკუთარი ჭაბურღილები თურქების მუდმივი შემოტევების გამო. ერთხელ მან გაგზავნა ჯარი, რომ გაეყარათ თურქები მისი მიწიდან და როდესაც ისინი გარბოდნენ, თავადი წვავდა საკუთარ სოფლებს, რადგან მათ არ ჰქონოდათ დასასვენებელი ადგილი და სამალავები. გარდა ამისა მან მოწამლა კოლონები და დახოცა ათასობით ადამიანი.
9. დრაკულას გვამი გაქრა.
თურქებთან ომის დროს ბატონი დაიღუპა ბრძოლის არენაზე. ითვლება, რომ მისი გვამი დამარხეს მონასტერის სასაფლაოზე, ბუქარესტის გარეუბანში, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებები: დრაკულას სხეული საერთოდ ვერც აღმოაჩინეს, რომ დაემარხათ, დრაკულას გვამი დამარხვის შემდეგ გაქრა. მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია, რადგან ბატონი დაასაფლავეს დიდ განძდან ერთად და დიდი შანსია, რომ გაეძარცვათ იგი და გვამიც თან წაეღოთ.