როგორ მოვიშოროთ არასასურველი ცხიმი მუცელზე 4 მარტივი ვარჯიშით

368

ძალიან ბევრ ქალბატონს შეიძლება ქონდეს კარგი ფიგურა და წონა, თუმცა ჰქონდეს არასასურველი ცხიმი მუცელზე. გაინტერესებთ როგორ მოიშოროთ ის? მაშინ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

1. დაწექით ზურგზე. მოხარეთ მუხლები მაქსიმალურად. ამოიდეთ ხელები თავქვეშ და ნელა წამოიწიეთ ისე, რომ მოაშოროთ ბეჭები იატაკს. აკეთეთ ეს ვარჯიში ხშირად, თუმცა ძალიანაც ნუ დატვირთავთ მუცლის კუნთებს.

2. დაწექით კვლავ ზურგზე, მოხარეთ ფეხები, ამოიდეთ ხელები თავქვეშ და ამ ეტაპზე ერთდროულად ამოწიეთ ბეჭები და ფეხები.

3. დაწექით ზურგზე. ხელები ამოიდეთ საჯდომის ქვეშ. აწიეთ ფეხები, ისე, რომ წარმოქმნდათ ბლაგვი კუთხე და ამოძრავეთ ფეხები ზემოთ, ქვემოთ ველოსიპედის პრინციპით. იგივე პრინციპით გააკეთეთ ჯვარედინა ვარჯიშები.

4. დაწექით ზურგზე, ამოიდეთ ხელები საჯდომის ქვეშ და ამოწიეთ გაშლილი ფეხები რაც შეიძლება მაქსიმალურად. ეს გაგივარჯშებთ ქვედა პრესს.

დაიმახსოვრეთ ეს ვაჯიშები და აკეთეთ სისტემატიურად და თქვენი მუცელი ჩადგება იდეალურ ფორმაში. არანაირი ცხიმი, არანაირი ცელულიტი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძალიან არ დატვირთოთ მუცლის კუნთები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს