სარკოპენიის შესაძლო ნიშნების ამოსაცნობად ჩაიხედეთ სარკეში. როგორ მოქმედებს ის თქვენს გარეგნობაზე?

236

თერაპევტ ოქსანა დრაპკინას თქმით, სარკოპენიის შესაძლო ნიშნების ამოცნობა შესაძლებელია უბრალოდ სარკეში საკუთარი თავის დათვალირებით. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

სარკოპენია არის ჩონჩხის კუნთების ატროფიული დეგენერაციული ცვლილება, რაც იწვევს კუნთების მასისა და სიძლიერის თანდათანობით დაკარგვას. ეს ასაკთან დაკავშირებული დაავადებაა.

დრაპკინამ ჩამოთვალა ძირითადი ნიშნები:

  • მხრებისა და თეძოების კუნთების დაბერება და დაწევა;
  • წვივის კუნთების „გამოშრობა”;
  • ბეჭების ქვეშ კუნთების ჩამოკიდება;
  • გამოწეული მუცელი;
  • რყევა სიარულისას.

-სამწუხაროდ, სარკოპენიის მკურნალობა შეუძლებელია. თუმცა შესაძლებელია მისი განვითარების პრევენცია და უკვე დაწყებული პროცესის შენელება, – აღნიშნა ექიმმა.

რა შეუწყობს ხელს:

  • 1. ძალისმიერი ვარჯიში. ექიმმა ამ ვარჯიშს „პირველი რიგის მეთოდი” უწოდა. ხანდაზმული ადამიანებისთვის შესაფერისია ვარჯიში პატარა ჰანტელებით და ესპანდერებით კვირაში ორ-ხუთჯერ, ხანგრძლივობით – ერთ საათამდე. ამისთვის წინასწარ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან!
  • 2. სრულფასოვანი კვება საკმარისი რაოდენობის ცილებით. ხანდაზმული ადამიანებისთვის რეკომენდირებულია 1,0-დან 1,2 გ ცილამდე – 1 კგ სხეულის მასაზე დღეში. თირკმელების ქრონიკული დაავადების არსებობისას ცილის რაოდენობა ინდივიდუალურად შეირჩევა.

ექიმები ხაზს უსვამენ: თუ გაქვთ მუდმივი დაღლილობა, გიჭირთ სიმძიმის აწევა, გაქვთ ტკივილი ხერხემლის არეში, წონის უმიზეზო კლება, საჭიროა გამოკვლევების ჩატარება. შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს სარკოპენია.

ადრე ეს ცვლილებები 45+ წლის ასაკში იწყებოდა და 70 წლის ასაკში ხდებოდა დაჩქარება. თანამედროვე სამყაროში რეგენერაციისა და აღდგენის პროცესები უკვე 25-30 წლის ასაკში ნელდება. მიზეზი მდგომარეობს უმოძრაო ცხოვრების წესსა და არასწორ კვებაში, მაგრამ არა მხოლოდ.

კუნთოვანი მასის დაკარგვის შესაძლო მიზეზები:

  • ჰიპოდინამია;
  • ჰორმონალური დისბალანსი (დაბალი ტესტოსტერონი მამაკაცებსა და ქალებში);
  • კოლაგენის დეფიციტი;
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • ცილების რაოდენობის შემცირება;
  • ფილტვების, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, კანის დაავადებები, ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს