ექიმი ევგენია გალაფასტი: ფერიტინი არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში რკინის მარაგის შექმნაზე.
რკინა ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ასრულებს ფილტვებიდან სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების ფუნქციას. გარდა ამისა, ის მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესებში.
„ორგანიზმი შეიცავს საშუალოდ 4-5 გრამ რკინას, 30%-ს სწორედ ფერიტინის სახით, რომელიც ძირითადად დეპონირდება ღვიძლში, ელენთაში, კუნთებსა და ძვლის ტვინში”, – განმარტა ევგენია გალაფასტმა.
ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ფერიტინის დონე განსაზღვრავს ორგანიზმში რკინის დეფიციტს ან სიჭარბეს (ამისთვის ტარდება შესაბამისი სისხლის ანალიზი). ფერიტინის (და მასთან ერთად რკინის) ნაკლებობის შესაძლო სიმპტომებზე საუბრისას ექიმმა გალაფასტმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაკლებობით შეიძლება აიხსნას ხშირი თავის ტკივილი.
ექიმმა ასევე თქვა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ უარყოფით მოვლენებზე:
- სწრაფი დაღლილობა;
- კანის მომატებული სიმშრალე;
- გახშირებული პულსი;
- ქოშინი;
- გაციებისადმი მიდრეკილება;
- სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები.
სპეციალისტის თქმით, ზოგადად, ფერიტინის ნორმალური დონისგან ნებისმიერი გადახრები შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს. მნიშვნელოვანია იმის გაგება, არის თუ არა ამის ფაქტორი, რაიმე სერიოზული პათოლოგია.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.