ქორწილში ჩემმა ქმარმა დაიცვა თავისი ყოფილი და არა მე

793

ჩვენი ქორწილის დღეს, რესტორანში, ჩემი ქმარი თავის მეგობრებს ესაუბრებოდა, მე კი – ჩემს ნათესავს. სრულიად შემთხვევით მოვისმინე მათი საუბარი. საუბარში ჩემი ქმრის ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა: „რა თქმა უნდა, ის ეკა არ არის, შენ შენი შანსი ხელიდან გაუშვი“. ნაცვლად იმისა, რომ ჩემს ქმარს მე დავეცავი, მას დაეთანხმა. უპასუხა, რომ, დიახ, ის სულელია, ვერ შეინარჩუნა იგი და ყველაფერი გააფუჭა, თუმცა მას ბედნიერებას უსურვებს. ვიმეორებ, ეს ყველაფერი მოხდა ჩვენს ქორწილში.

სიტყვაც არ უთქვამს, რომ ახლა მე ვარ მის ცხოვრებაში და რომ ახლა მას არავინ სჭირდება, წარსული ურთიერთობები წარსულშია. მინდოდა მიწა გამსკდომოდა, განსაკუთრებით იმის გამო მრცხვენოდა, რომ ჩემმა ნათესავმა ეს ყველაფერი ჩემთან ერთად მოისმინა. ამ მომენტიდან რამდენიმე თვე გავიდა და არც ეს საუბარი მავიწყდება და არც ჩემი ქმრის პასუხი.

ჩემი ქმრის მეგობრებმა აშკარად „არ მიმიღეს”, მათთვის უცხო ვარ, არ უხარიათ ჩემი ნახვა. ეკა კი, როგორც ჩანს, არ ავიწყდებათ, თუმცა დიდი ხნის წინ წავიდა და მათთან არ ურთიერთობს. დედამთილი და მამამთილიც ცივად მექცევიან, უბრალოდ თავაზიანები არიან ჩემს მიმართ და სულ ესაა, არანაირი ახლო ურთიერთობა. ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ფიქრობენ, რომ დაქორწინება ვიჩქარეთ. მეჩვენება, რომ თვითონაც ასე ფიქრობს, თუმცა ამას არ აჩვენებს.

ჩემი ქმრის მეგობრები და ჩემი დედამთილი იწონებენ და აკომენტარებენ ჩემი ქმრის ყოფილის პოსტებს და ფოტოებს სოციალურ ქსელში. დედამთილმა მას ერთ-ერთ ფოტოზე ქათინაური დაუწერა უკვე ჩვენი ქორწილის შემდეგ. ისინი ყველა უგულებელყოფენ ჩემს გვერდს. არ ვიცი. ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებია, მაგრამ ძალიან მწყინს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უბრალოდ ზედმეტი ვარ მათ სამყაროში.

მე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემი ქმარი მათი დაშორებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გავიცანი. ქორწილი თითქმის ერთი წლის შემდეგ გვქონდა. ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. დიახ, ყავდა ყოფილი, ოთხი წელი ურთიერთობდნენ, მერე რა? ახლა კი ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა ფიქრობს, რომ – მე რომ არა, ისინი შერიგდებოდნენ და ცუდია, რომ ასე მალე ვიქორწინეთ. ამაზე რომ ვფიქრობ, თავს ცუდად ვგრძნობ.

ვერაფრით ვიშორებ იმ განცდას, რომ ჩემთან იმიტომ არის, რომ ის დაივიწყოს და ამიტომაც ჩქარობდა დაქორწინებას. ახლა კი გამუდმებით ბავშვებზე საუბრობს. მე ვუთხარი, რომ ჯერ ადრეა. არ მინდა ვაღიარო, რომ ყველაფერი მოვისმინე. მრცხვენია იმის აღიარება, რომ ვეძებდი მისი ყოფილის შესახებ ინფორმაციას, ვათვალიერებდი მათი მეგობრების ფოტოებს და ყალბი გვერდიც კი შევქმენი.

ახლა, ჩვენს შორის, მისი ყოფილის აჩრდილი ყველგან არის, ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როდესაც ჩემი ქმრის ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ვარ. ვცხოვრობთ ჩემი ქმრის ბინაში, სადაც რემონტი მისი ყოფილის გემოვნების გათვალისწინებით გაკეთდა. როგორც ჩანს, მისი სამსახური გარკვეულწილად ინტერიერის დიზაინთან არის დაკავშირებული. ჩემი ქმარი ამბობს, რომ ახლა რემონტის გაკეთება გონივრული არ არის, ფულის დაზოგვაა საჭირო, რემონტი ახლა ძვირი ჯდება. მე არ ვუყვები მას ჩემს გრძნობებზე, მაგრამ ძალიან მაწუხებს. ვგრძნობ, რომ ამ ყველაფრის გამო დეპრესიის ზღვარზე ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში. იქნებ, ყველაფერს თავად ვიგონებ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს