ომეგა-3-ის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს გულის მუშაობის დარღვევები

339

კარდიოლოგი ფილიპ კოპილოვი: კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3-ის მიღებისას იზრდება გულის რითმის დარღვევის და მოციმციმე არითმიის შემთხვევები.

ბევრმა იცის, რომ ომეგა -3 ძალიან სასარგებლოა. თევზის ქონში შემავალი ეს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავეები ხშირად რეკომენდებულია კანის მდგომარეობის და ტვინის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ან ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. მათ გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ინფარქტისა და ინსულტის პრევენციის ეფექტურ საშუალებას უწოდებენ. ადამიანები ყიდულობენ და ღებულობენ ომეგა-3-ს ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედით.

მაგრამ ახლახან გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ ასეთი დანამატების პროფილაქტიკური გამოყენება ჯანმრთელ ადამიანებში საშიში შედეგებით არის სავსე. კერძოდ, ომეგა-3-ის მიღებისას შეიძლება მოხდეს გულის მუშაობის დარღვევა.

„როგორც სამეცნიერო ნაშრომის ავტორები იუწყებიან, ასეთი პრეპარატების რეგულარული გამოყენებისას იზრდება გულის რითმის საშიში დარღვევის (წინაგულების ფიბრილაცია) და ინსულტის სართხე.

კარდიოლოგმა, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა ფილიპ კოპილოვმა განაცხადა, რომ მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ ომეგა-3-ის ეფექტს. დღემდე დაგროვილი მტკიცებულებების მიხედვით, ომეგა -3-ს შეუძლია როგორც შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკები, ასევე გამოიწვიოს გულის მუშაობის დარღვევები. პროფესორ კოპილოვის თქმით, მათი მიღების დადებითი ეფექტი დაფიქსირდა გულის პრობლემების მქონე პაციენტებში. მათ შემთხვევაში შემცირდა შესაძლო გართულებების რისკი, მათ შორის ინსულტის და გულის შეტევის.

საუბრისას, რომ ომეგა-3-ის მიღებისას შიძლება განვითარდეს გულის მუშაობის დარღვევები, კარდიოლოგმა კოპილოვმა განმარტა:

„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3-ის მიღებისას მატულობს გულის რითმის დარღვევების და მოციმციმე არითმიის შემთხვევები“.

ექიმმა განაცხადა, რომ მკვლევარები ცდილობენ გაიგონ, როგორ გამოიყენონ ცხიმოვანი მჟავეები ისე, რომ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული იყოს მხოლოდ დადებითი ეფექტი გულისთვის. გარდა ამისა, კოპილოვმა აღნიშნა, რომ ჯანსაღი ადამიანებისთვის მათი პროფილაქტიკური გამოყენების სარგებელი არ არის დადასტურებული.

„დღეს არ არსებობს მკაფიო მარკერები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ამა თუ იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს დაავადებები, აუცილებლად სასარგებლო იქნება ომეგა-3-ის მიღება“, – ხაზგასმით აღნიშნა კარდიოლოგმა.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს