ჩემს მეუღლეს არ სურს წონაში დაკლება, ამბობს, რომ მას ყველაფერი აწყობს

505

მეც 30 წლის ვარ და ჩემი მეუღლეც. ჩვენი ქალიშვილი 4 წლისაა. როდესაც ის გავიცანი, პირველ რიგში, მისი გარეგნობით მოვიხიბლე. ჩემთვის ადამიანის გარეგნობა მნიშვნელოვანია. ყოველთვის მომწონდა გამხდარი ან არც ისე ძალიან მსუქანი გოგონები. საბედნიეროდ, ის ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა და მომხიბლა თავისი შინაგანი სამყაროთი, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელი ვთხოვე და ის დამთანხმდა.

დაქორწინება რომ გადავწყვიტეთ, იმ დროს, ჩემს ცოლს მოხდენილი აღნაგობა ჰქონდა, დაახლოებით 52 -53 კგ-ს იწონიდა. ორსულობის პერიოდში წონაში ძალიან არ მოუმატია (ნორმალურად ორსული ქალისთვის), დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს კი – 96 კგ-ს მიაღწია. მე ის მიყვარს, როგორც ადამიანი და როგორც ჩემი მეუღლე, მაგრამ როგორც ქალი აღარ მიზიდავს. მე მუდმივად სპორტდარბაზში დავდივარ, სპორტული აღნაგობა მაქვს.

ჩემი მეუღლე არ მუშაობს, მას აქვს თავისუფალი დრო, მე კი -ფული, რომელსაც მას ვთავაზობ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩემს ცოლს აქვს ბარათი და მე რეგულარულად ვურიცხავ მას გარკვეულ თანხებს. სილამაზის სალონებს მუდმივად სტუმრობს. მზად ვარ ძიძისთვისაც გავიღო ფული, რათა მას დატვირთვა მოეხსნას. მზად ვარ, ქალიშვილს მე მივხედო, ოღონდ ის საკუთარი თავით დაკავდეს. მე ვთავაზობდი, რომ ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები მოემზადებინა მთელი ოჯახისთვის.

მაგრამ მას არ სურს არანაირი ძალისხმევის დახარჯვა და ამასთანავე სწყინს, რომ ინტიმური ურთიერთობა აღარ გვაქვს. ამბობს, რომ ნამდვილად რომ მყვარებოდა, ნებისმიერი წონით მეყვარებოდა. სანამ მე სამსახურში ვარ, ის მალულად ჭამს ტკბილეულს, პიცას, ღვეზლებს და ჩივის, რომ ცუდი ნივთიერებათა ცვლა აქვს. რამდენჯერმე დარჩა ტკბილეულის და პიცის ყუთები აივანზე. მე ვიპოვე. თავის მართლებას ცდილობდა და ამბობდა, რომ მეგობარი ესტუმრა ბავშვთან ერთად. ის არ უარყოფდა, რომ ფასტ-ფუდი გამოიძახა, მაგრამ მხოლოდ მათთვის. ახლა, ვფიქრობ, უფრო ფრთხილი გახდა და საჭმლის ნარჩენებს აივანზე აღარ ტოვებს.

მე საკმარისად ლმობიერი და მშვიდი ადამიანი ვარ, ბევრს ვმუშაობ და ამ დროს ქალიშვილსაც ვუთმობ დროს. ცოლზე ხმა არასოდეს ამიმაღლებია, სამსახურში არ გამიგზავნია – მხოლოდ დიალოგი და გულწრფელი საუბარი. სხვა რა უნდა?! მე არ მსურს, რომ ის ასეთი უშნო გარეგნობით მიყვარდეს. არასოდეს მისაყვედურია მისთვის ზედმეტი წონის გამო, მას თავად გაუჩნდა კითხვა, რატომ აღარ გვაქვს ს***სი? მე გულწრფელად, მაგრამ დელიკატურად ვუთხარი, რომ აღარ მიზიდავდა.

გამოდის, რომ მას არ ვაინტერესებ. მე ხომ უბრალოდ არ ვითხოვ, არამედ ვთხოვ და ვთავაზობ ნებისმიერ დახმარებას, მას კი თითის განძრევაც არ სურს. სამსახურში უკვე ვგიჟდები კარგ ფიგურებზე. როგორ მოვიქცე? მისი თქმით, მე ცუდი და სულელი ვარ, რადგან არ ვიღებ მას ისეთს, როგორიც არის. ამბობს, რომ მას ყველაფერი აწყობს და ჩემზე განაწყენებულია. ნუთუ განქორწინება გველის? ჩემი ქალიშვილი მეცოდება. ფსიქოლოგთან ვიზიტზე უნდა დაველაპარაკო, თუ ისევ უარს მეტყვის, სხვა ვარიანტს ვეღარ ვხედავ. არ ვიცი, როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს