ჩემი შვილის შეყვარებულის ოჯახთან პრობლემები შეგვექმნა, რადგან ის ნაშვილებია

881

მე და ჩემს მეუღლეს ხუთი შვილი გვყავს: ორი ჩვენია, ორი ჩვენი მეურვეობის ქვეშ არის, ერთი კი – ნაშვილები. ვაჟი 13 წლის ასაკში ვიშვილეთ. ის 6 წლის ასაკიდან ჩვენთან ცხოვრობდა ჩვენი მეურვეობის ქვეშ. 11 წლიდან მას დაეწყო კომპლექსები, რომ ის ჩვენი შვილი არ იყო. ამ საკითხზე ფსიქოლოგებთან ვიმუშავეთ და მივედით დასკვნამდე, რომ მის ტანჯვად არ ღირდა არანაირი სარგებელი და გადასახადი, შევავსეთ საბუთები და ახალი დაბადების მოწმობა ავიღეთ. ისეთი ბედნიერი იყო, სამი დღე ხელს არ უშვებდა ახალ დოკუმენტს.

ჩვენი ოჯახი მეგობრულია, ბავშვები სიყვარულის, ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ატმოსფეროში აღიზარდნენ. ახლა ჩვენი ვაჟი 21 წლისაა და შეყვარებულთან სერიოზული ურთიერთობა აქვს. პრობლემა ის არის, რომ გოგონა ოჯახში ერთადერთი შვილია და ჩვენი წესები და ტრადიციები მისთვის გაუგებარია. იგი მიჩვეულია ყველაფრის ერთდროულად მიღებას და არა რესურსების გაზიარებას. ეს უკვე პრობლემებს ქმნის მათ ურთიერთობაშიც და ჩვენშიც.

მისი დაბადების დღე იყო, ჩემმა ვაჟმა საჩუქარი აჩუქა, მაგრამ არა ის, რასაც გოგონა ელოდა, რადგან ამ თვეში მისი დის დაბადების დღეც იყო და ის თანხა, რომელიც მან გამოიმუშავა, ორად უნდა გაეყო. ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი შვილი თავის დას არ მიულოცავდა, რადგან ბავშვები ასე არ არიან აღზრდილნი. ჩემს შვილს და მის შეყვარებულს საჩუქრის გამო ჩხუბი მოუვიდათ და ის ნერვიულობდა.

ჩემი ვაჟი სტუდენტია, საღამოს საათებში მუშაობს, რათა კაფეს, ყვავილების და მანქანისთვის ბენზინის ფული გამოიმუშაოს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გოგონას სამყაროსეულ სურათში. უმაღლესში თავად ჩააბარა უფასო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ჩვენ ვუხდით ბინის ქირას. მეგობართან ერთად ქირაობს. ჩვენი შემოსავალი ამის საშუალებას იძლევა.

ვნერვიულობ, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოს. შეყვარებულის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ის სულ უფრო ხშირად ატარებს დროს საღამოობით სამსახურში, რაც გავლენას ახდენს მის სწავლაზე. მე ამას ვერ დავუშვებ. ველაპარაკები, ვუხსნი, ის მეთანხმება, მაგრამ დრო გადის და ყველაფერი მეორდება. ზოგჯერ წამოსცდება ხოლმე, რომ მისი მანქანა თანამედროვე არ არის და არც საათი. ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ცოტა უფრო მეტი მუშაობა რომ შესძლებოდა, ის და მისი საცოლე ბინას იქირავებდნენ და ნორმალურად იცხოვრებდნენ. მაინტერესებს რა სახსრებით? ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა უკვე უარესდება.

ვცხოვრობთ ქალაქის ტიპის დასახლებაში, ყველა იცნობს ერთმანეთს, ვიცნობთ გოგონას მშობლებსაც. ავტობუსით დედამისთან ერთად ვიმგზავრე და მას ვესაუბრებოდი. მან დასვა კითხვა: „როდის გადაეცემა ვაჟს საცხოვრებელი, როგორც ობოლს?“ ასეთი რამ არსებობს, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა შვილად აყვანის დროს დაკარგა, რის შესახებაც მე და მამამისმა გავაფრთხილეთ.

გოგონას დედას ეს ინფორმაცია არ მოეწონა, ამ წყვილის პერსპექტივაზე ხანგრძლივი საუბარი იმ ფრაზით დასრულდა, რომ მე შვილები სახელმწიფოს დახმარებებით გავზარდე და მას შვილიშვილების გაზრდა საკუთარი ხელფასით მოუწევს, რადგან ჩვენი ვაჟი შვილებში ყველაზე უფროსია და ჩვენ უმცროსები გვყავს გასაზრდელი.

მის სიტყვებში არის გარკვეული სიმართლე, ჩვენ უახლოეს მომავალში ფინანსურად ვერ დავეხმარებით. მაგრამ, რატომ არ შეიძლება, რომ ისინი ჯერ ფეხზე მყარად დადგნენ და მერე შექმნან ოჯახი? ვშიშობ, რომ ასეთი დამოკიდებულებით ეს ურთიერთობა განწირულია და ჩემს შვილს გული ეტკინება. მე ვასწავლიდი ბავშვებს, რომ რეაქცია არ ჰქონოდათ უცხო ადამიანების გამოხტომებზე, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვასწავლო, რომ რეაქცია არ ჰქონდეს ამ გოგონას და მისი მშობლების გამოხტომებზე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს