ფიტნეს ტრენერმა და სპორტის ოსტატმა სპორტულ ჩირლიდინგში ივანა იდუშმა გასცა რჩევები ცხელ ამინდში დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. მან ისაუბრა ხუთ სასმელზე, რომლიც არ უნდა მიიღოთ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს.
ივანა იდუშმა აღნიშნა, რომ ცხელ ამინდში არ უნდა დალიოთ ცივი ან ყინულიანი წყალი, რადგან ამას შეუძლია ოფლიანობის გააქტიურება, რაც ზრდის გაუწყლოების რისკს. ამის ნაცვლად, ტრენერი გვირჩევს დავლიოთ თბილი ან ოდნავ გრილი წყალი, რომელიც უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ.
გარდა ამისა, იდუშმა დაასახელა ხუთი სასმელი, რომელზეც უარი უნდა თქვათ ცხელ ამინდში: ალკოჰოლი, ყავა, ძლიერი შავი ჩაი, ტკბილი გაზირებული სასმელები და წვენები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სასმელები ხელს უწყობს დეჰიდრატაციის გაძლიერებას.
„ცხელ ამინდში მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების არჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს ჰიდრატაციის დონის შენარჩუნებას, საჭმლის მონელების გამარტივებას და არ გადატვირთავს სხეულს“, – ამბობს დიეტოლოგი.
ბოსტნეული და ხილი
საზამთრო: შეიცავს დაახლოებით 90% წყალს, რაც მას საუკეთესოს ხდის ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად.
გარდა ამისა, საზამთრო მდიდარია A და C ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით.
კიტრი: ეს ბოსტნეული ასევე ძირითადად წყლისგან შედგება და აქვს გამაგრილებელი ეფექტი.
„კიტრი დაბალკალორიულია და შეიცავს K და C ვიტამინებს და სხვადასხვა მინერალებს“.
ციტრუსები: ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი და გრეიფრუტი მდიდარია C ვიტამინით და წყლით.
„ისინი ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას და სიცხეში გააჩნიათ გამაგრილებელი ეფექტი“.
კენკრა: მარწყვი, მოცვი, ჟოლო და მაყვალი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სავსეა ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით.
ისინი ხელს უწყობენ წყლის ბალანსის შენარჩუნებას და ორგანიზმს ამარაგებენ აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
ნიახური: ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და უჯრედისს, რაც ხელს უწყობს ჰიდრატაციის შენარჩუნებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.
ცილოვანი პროდუქტები
- უცხიმო ხორცი: ქათმის მკერდი, ინდაური და თევზი ცილის შესანიშნავი წყაროა, რომელიც არ გადატვირთავს სხეულს. თევზი, როგორიცაა ორაგული ან თინუსი, ასევე მდიდარია გულისთვის სასარგებლო ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავეებით.
- რძის პროდუქტები: იოგურტი, განსაკუთრებით ბერძნული იოგურტი, არის ცილების და პრობიოტიკების კარგი წყარო, რომლებიც სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის. კეფირი ასევე სასარგებლოა ჯანსაღი ნაწლავის მიკროფლორის შესანარჩუნებლად.
- კვერცხი: ადვილად ასათვისებელია და მდიდარია ცილებით. ბოსტნეულის ომლეტი ან მოხარშული კვერცხი კარგი არჩევანია მარტივი, მკვებავი კერძისთვის.
როგორ ვიკვებოთ ცხელ ამინდში (რჩევები)
- მოერიდეთ მძიმე საკვებს: ცხიმიანმა და შემწვარმა საკვებმა შეიძლება შეანელოს საჭმლის მონელება და გამოიწვიოს დისკომფორტი.
- საკვების რეგულარული მიღება: მიირთვით მცირე პორციები ყოველ 3-4 საათში, რათა შეინარჩუნოთ ენერგიის დონე და თავიდან აიცილოთ კუჭის გადატვირთვა.
- იზრუნეთ ჰიდრატაციაზე: დალიეთ წყალი რეგულარულად, მაშინაც კი, თუ წყურვილი არ გაწუხებთ.
„ამ რეკომენდაციების დაცვა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სიმსუბუქის შეგრძნებას ცხელ დღეებში”, – ამბობს პონომარიოვა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.