ჩემი ნათესავები ზეწოლას ახდენენ ჩემზე და მარწმუნებენ, რომ შვილის გაჩენა – ბედნიერებაა

932

ჩემი ყველა ნათესავი ჩემთან ყოველთვის იმაზე საუბრობდა, რომ მშობიარობა აახალგაზრდავებს, რომ ბავშვი „აკაჟებს“, ავარჯიშებს გამძლეობას, მოთმინებას და აშორებს პირად ეგოიზმს. მშობიარობა ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ასეთ ზემოქმედებას ახდენდნენ ჩემზე, მე კი – შვილების გაჩენა არ მინდოდა. ბავშვობიდან ისე ვნერვიულობდი, კინაღამ ვტიროდი, როცა მესმოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო და როცა გავიზრდებოდი, მომიწევდა მშობიარობა და ძუძუთი კვება. მოგვიანებით ვფიქრობდი, რომ ეს შიში გადამივლიდა და სურვილი გამიჩნდებოდა.

მარწმუნებდნენ, რომ ჩვენ შვილებში ვცხოვრობთ, რომ ისინი ჩვენი გაგრძელებაა. და თუ ქალმა არ გააჩინა, მაშინ ის გახდება არასაჭირო და მარტოსული, თითქოს ბუნებას ის არ სჭირდება. მან ცხოვრება უშედეგოდ გაატარა. ამის დიდი ხანი მჯეროდა. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვები ჩემი სისხლის იქნებოდნენ და ჩემს შემდეგ ჩემი შთამომავლობა დარჩებოდა. უშვილოებს ისე ვუყურებდი, თითქოს უცხოპლანეტელები იყვნენ, მეცოდებოდნენ, თუ როგორ გატარეს მთელი ცხოვრება და დედობის სიხარული არ შეიცნეს?

გავხდი 30 წლის. დრო გადიოდა და მე სულ უფრო ვღელავდი, სინდისი მტანჯავდა, რომ უკვე 30 წლის ვიყავი, შვილი ჯერ კიდევ არ გამეჩინა და მზად ვიყავი კიდევ გადამედო. საერთოდ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი დედად და არც მინდა, რომ ვიყო. მე გოგო ვარ. ჩემთვის დედის როლი ასეთია: დატანჯული ქალი მახინჯი მკერდით, შინაგანად და გარეგნულად გატანჯული მშობიარობითა და ყოველდღიური ცხოვრებით, რომელიც ამ ტვირთს საკუთარი მხრებით ატარებს.

მაგრამ ნათესავები თავს არ მანებებდნენ, პირიქით ზეწოლა უფრო გააძლიერეს: „შენი კატა 10 წელი იცოცხლებს და მოკვდება, ბავშვი კი შენთან იქნება მთელი ცხოვრება. ვინ მოგაწვდის ჭიქა წყალს? მარტოხელა მოხუცი იქნები“. ეს ჩემზე ძალიან მოქმედებდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მომიწევდა შვილის გაჩენა. მაგრამ უცებ მივხვდი, რომ საერთოდ ვერ ვიტანდი ბავშვების ყვირილს. მივხვდი, რატომ არ ვეფერებოდი ჩვილებს, როგორც ამას ჩემი ნაცნობი ქალები აკეთებდნენ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მე არ მინდა ბავშვები და არც არასდროს მნდომებია.

ჩემს ნათესავებს არ აინტერესებთ ვისგან გავაჩენ, მთავარია ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. საკუთარ დედასაც კი. უცებ ისეთი ზიზღი და წყენა ვიგრძენი. რატომ ვიცხოვრე ნახევარი სიცოცხლე ამ მახვილით თავზე, იმ ფიქრით, რომ მე ვალდებული ვარ? აი, რა დონეზე მქონდა გამორეცხილი ტვინი, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ამაზე დათანხმებას ვფიქრობდი. ყველაზე ახლობელი ადამიანები მატყუებდნენ და ჩემს ჩათრევას ცდილობდნენ. რატომ? რისთვის აკეთებდნენ ამას?

ახლა გადავწყვიტე, რომ მოვძებნი მამაკაცს, რომელსაც უკვე ეყოლება შვილები წინა ქორწინებიდან. სინამდვილეში, ყოველთვის მხოლოდ ამ ვარიანტს განვიხილავდი. არ მინდა, რომ შვილის გაჩენის თხოვნით შემაწუხონ. მას უკვე ეყოლება მემკვიდრეები და მათთან ჰქონდეს ურთიერთობა. თუ ბავშვი ადეკვატური იქნება და არა კაპრიზული, არც მე ვიქნები მასთან ურთიერთობის წინააღმდეგი.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ახალგაზრდობაში ადამიანი „ჩაილდფრი“ იყოს, მაგრამ სიბერეში უცებ გადაწყვიტოს, რომ მას მემკვიდრე უნდა და იპოვოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც შვილს გაუჩენს მას. მე კი მარტო დავრჩები ქმრისა და შვილების გარეშე. სჯობს, უკვე ჰყავდეს. კაცი რომ ვყოფილიყავი, შესაძლებლობას არ გავუშვებდი ხელიდან, რომ მამა გავმხდარიყავი. ეს არ არის დედობა და არც მშობიარობა.

ახლა ვფიქრობ, რა მოხდებოდა, თუ ჩემს ახლობლებს დავუჯერებდი? მათ იციან, რომ რთულად გადამაქვს სტრესი, რომ ფეთქებადი ხასიათი მაქვს და თითქმის ყველაფერზე ვნერვიულობ. მეც ძალიან მიჭირს ფიზიკური ტკივილის ატანა, ძალიან. მაგრამ მაინც ზეწოლას ახდნენ ჩემზე. ახლა მეჩვენება, რომ ასეთი ნათესავები თუ გყავს, მტრები აღარ გჭირდება. ცხვრის ტანისამოსში გამოწყობილი მგლები არიან. არ ვიცი, სხვასაც თუ ჰქონია მსგავსი სიტუაცია…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს