დიდი ხნის განმავლობაში თავს ვარიდებდი მდინარის თევზს. თევზის წვნიანს ორაგულის ჩონჩხით ვამზადებდი – გემრიელი და იაფი. კატლეტებს კი – მზა თევზის ფარშით ვაკეთებდი. ჩემს მამამთილს არ ესმოდა, რატომ არ ვეკარებოდი მის მიერ კვირა დილით დაჭრილ თევზს, სანამ პირდაპირ არ მკითხა. მე ვაღიარე, რომ არ შემეძლო კობრის გასუფთავება ისე, რომ მთელი სამზარეულო არ დამებინძურებინა, რის შემდეგაც მან ძალიან ბევრი იცინა. მისი წყალობით შევიტყვე ადუღებული წყლის ხრიკის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია მდინარის თევზის გასუფთავება სწრაფად და ზედმეტი ჭუჭყის გარეშე. მთავარია, ხელი გაიწაფო. უკვე რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ოჯახი კობრით მომზადებულ გემრიელ და მსუყე კერძებს მიირთმევდა, მე კი კიდევ ერთი პუნქტი ამოვშალე ჩემი კულინარიული ფობიებიდან.
მდინარის თევზი ოჯახის რაციონში
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დიასახლისმა უნდა ისწავლოს კობრის მომზადება. მისი ხორცი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ის მდიდარია А, Е, С ვიტამინებით და ასევე В ჯგუფის ვიტამინებით. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალურ ნივთიერებებს. მაგალითად, რკინას, იოდს, თუთიას, კალიუმს, კალციუმს, კობალტს და სხვა.
მდინარის კობრით უამრავი გემრიელი და პრეზენტაბელური კერძის მომზადება შეიძლება. ასე რომ, მოდი, ერთად ვისწავლოთ!
როგორ გავასუფთაოთ კობრი სწრაფად
პირველ რიგში, კობრი უნდა მოათავსოთ ნიჟარაში. სწორედ იქ უნდა მოაშოროთ ფარფლი, რადგან ფარფლის შეგროვება იქ უფრო მარტივია, ვიდრე მთელ სამუშაო ზედაპირზე.
შემდეგ დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და დაასხით თევზს: ჯერ ერთ მხარეს, შემდეგ – მეორე მხარეს. სწორედ ადუღებული წყლის წყალობით მოშორდება ფარფლი ადვილად. შემდეგ თევზს უხვად დაასხით ცივი წყალი, რათა გაცივდეს. „კონტრასტული შხაპის“ შემდეგ შეუდექით თევზის გასუფთავებას.
პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის ინსტრუმენტი თევზის გასასუფთავებლად. ეს მეთოდი ითვალისწინებს არა დანის, არამედ კოზის გამოყენებას. თუ ნიჟარაში პატარა კობრია, მაშინ ჩაის კოვზი აიღეთ, მსხვილი თევზისთვის კი – სუფრის კოვზი დაგჭირდებათ.
როგორ გავასუფთავოთ კობრი კოვზით? ელემენტარულია! დაიწყეთ თევზის კუდით, კოვზი გადაატარეთ ფარფლის საწინააღმდეგო მიმართულებით, მცირედი ზეწოლით. შეეცადეთ, რომ კოვზი თევზს არ მოშორდეს. ამ გზით გაასუფთავეთ თევზის ორივე მხარე.
სულ ესაა! რამდენიმე წუთში მარტივად მოაშორებთ კობრს ფარფლს და შეგიძლიათ გადახვიდეთ თევზის შემდგომ გასუფთავებაზე და კერძის მომზადებაზე.
ნაკლებად გამოცდილ დიასახლისებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, როგორ დავჭრათ კობრი, ძვლები რომ არ იყოს. ამაზეც გიპასუხებთ! იმისთვის, რომ შეწვის პროცესში ხერხემალთან არსებული ძვლები დარბილდეს, თევზზე გააკეთეთ ირიბი ჭრილები.