რომელი ჯიშის ძაღლების გაწვრთნაა რთული

176

ძაღლი – ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი არსებაა, განსაკუთრებით შინაურ ცხოველებს შორის. თუმცა, ჭკვიანი, ყოველთვის არ ნიშნავს მარტივად გასაწვრთნელს. არსებობს ძაღლის 7 ჯიში, რომელთა გაწვრთნა რთულია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძაღლების ამ თავისებურებაზე გავლენას ახდენს არა ინტელექტის დონე, არამედ გენეტიკური თავისებურებები. ვივიენის დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ ძაღლის რომელ ჯიშებს მიაკუთვნებენ კინოლოგები რთულად გასაწვრთნელ ძაღლებს და რით არის ეს განპირობებული.

შვიდი ძაღლის ჯიში, რომელთა გაწვრთნა რთულია

ბიგლი

წარმოუდგენლად ლამაზი ძაღლი, ბიგლი, რთულად გასაწვრთნელია. ბიგლი მონადირე ჯიშის ძაღლია და ძალიან ჯიუტია. თუმცა, როცა ბიგლის გაწვრთნის მცდელობების სრული იგნორირების წინაშე აღმოჩნდებით, არ უნდა დანებდეთ. სპეციალისტების თქმით, ასეთი ჯიშის ძაღლთან მიდგომის გამონახვა მაინც შესაძლებელია.

ავღანური ძაღლი

არისტოკრატიული განწყობა და ამპარტავანი ხასიათი – აი, რა უშლის ხელს ასეთი ძაღლის პატრონებს მისი გაწვრთნის დროს სასურველი შედეგების მიღწევაში. ამ ჯიშის გაწვრთნა საკმაოდ შრომატევადია, მათი დიდი თავისუფლებისმოყვარეობის გამო. თუმცა, კინოლოგიაში აუცილებელი ცოდნისა და მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით, ავღანური ძაღლის გაწვრთნა შესაძლებელია. ამასთან, ის შესანიშნავად იმუშავებს გუნდში.

ჩაუ ჩაუ

ამ ჯიშის სიმპათიურობამ არ უნდა მოგატყუოთ. ჩაუ ჩაუს ძალიან რთული ხასიათი აქვს. ძლიერი ხელმძღვანელობა არის ის, რაც ამ ძაღლს სჭირდება, თუ გსურთ მისი სიჯიუტის დაძლევა. მხოლოდ ჩაუ ჩაუსთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებით შეძლებთ ასწავლოთ ამ ჯიშს სასურველი ბრძანებები.

ბლადჰაუნდი

ამ ძაღლს აქვს ყველაზე მძაფრი ყნოსვა, რის გამოც ნადირობისას მას ტოლი არ ჰყავს. ის შეუცვლელია დანაშაულის გამოძიებაში. ისინი პოლიციის ნამდვილი თანაშემწეები არიან, რომლებიც საჭირო მტკიცებულებებს პოულობენ. თუმცა, სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ ჯიშს ოფიცრებთან მუშაობისთვის ამზადებენ, ძალიან რთულია. ამის მიზეზი არის მათი ამპარტავნობა და ასევე ყურადღების დაბალი კონცენტრაცია, რაც ართულებს წვრთნის პროცესს.

პეკინესი

მიუხედავად მინიატურული ზომისა, ამ ძაღლებს დომინანტური თვისებები აქვთ. მათ მუდმივად სჭირდებათ პატრონის ყურადღება. როდესაც არ უნდათ ბრძანებების სწავლა, პეკინესები მანიპულირებასაც კი მიმართავენ და წყენას გამოხატავენ. ამის გამო მოსიყვარულე პატრონებისთვის მათი გაწვრთნა საკმაოდ რთულია.

ბასენჯი

ბასენჯი – უძველესი აფრიკული ჯიშია, რომლის ხასიათიც ძალიან ჰგავს კატის ხასიათს. ეს არის ზუსტად ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ძაღლი რთულად გასაწვრთნელად ითვლება. ყველას არ შეუძლია გაუმკლავდეს ბასენჯის ჯიუტ ბუნებას.

ინგლისური მასტიფი

ეს არის ყველაზე დიდი ჯიშის ძაღლი, რომლის შემაშინებელი გარეგნობის უკან კეთილი ცხოველი იმალება. თუმცა მასტიფის წვრთნა მისი მფლობელისთვის ნამდვილი გამოცდაა. ეს ყველაფერი ამ ჯიშის პასიურობის გამოა, რომელსაც ხშირად ადგომაც კი ეზარება. ასევე, მისი გაწვრთნა გაძნელებულია მისი ცუდი მეხსიერების გამო. ამიტომ ასეთი ძაღლს ბრძანებების შესასწავლად საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

დაიმახსოვრეთ, გაუწვრთნელი ძაღლი არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ ისეთები, რომლებთანაც უნდა იპოვოთ განსაკუთრებული მიდგომა. გასათვალისწინებელია გასაწვრთნელი ჯიშის ხასიათის თვისებები და შემდეგ პროცესში მრავალი პრობლემის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.