როგორ გავიზარდოთ ტუჩები სახლის პირობებში

3793
როგორ გავიზარდოთ ტუჩები სახლის პირობებში
როგორ გავიზარდოთ ტუჩები სახლის პირობებში

იშვიათი არის იპოვოთ გოგო, რომელსაც საკუთარი ტუჩის ზომა მოსწონს. თუ სრულყოფილების მისაღწევად სულ ცოტა გაკლიათ, ჩვენი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ. მთავარია – დარწმუნდით, რომ ამ ინგრედიენტების გამოყენებაზე ალერგია არ გაქვთ და არ ჩაიტაროთ პროცედურა, თუ ტუჩზე ანთებითი პროცესი გაქვთ.

ვიმედოვნებთ ჩვენი რჩევები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტუჩზე ზედმეტი კანი კბილის ჯაგრისის ან ტერი ქსოვილის პირსახოცის გამოყენებით მოიშორეთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • კბილის ჯაგრისი
  • უხეში ქსოვილი

ტუჩებზე საჭირო მოცულობა რომ მიანიჭოთ, პილინგით დაიწყეთ, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კბილის ჯაგრისის ან უხეში ქსოვილის პირსახოცის გამოყენებით. ტუჩები წრიული მოძრაობით ზეწოლის გარეშე რბილად დაიმასაჟეთ. თუ აირჩიეთ პირსახოცი, ის თბილ წყალში დაასველეთ. პროცედურად 2 წუთით ჩაიტარეთ. სხეულის საწმენდი საშუალებები არ გამოიყენოთ: ასე შეიძლება ნაზი კანი დაიზიანოთ.

ვარდის წყლით და გლიცერინით ნიღაბი გაიკეთეთ.

დაგჭირდებათ:

  • ვარდის წყალი
  • გლიცერინი

ტუჩებს სასიამოვნო მიმზიდველი მოცულობა რომ მიანიჭოთ, დამატენიანებელი ნიღაბი გაიკეთეთ. ვარდის წყალი კანს სიბინძურეს და პომადის ნარჩენებს მოაშორებს, ხოლო გლიცერინი კანს ახალ იერს სწრაფად მიანიჭებს. ჭურჭელში 1:1 პროპორციით ვარდის წყალი და გლიცერინი გახსენით და ტუჩებზე 1 საათით გაიჩერეთ.

ტუჩებზე ქოქოსის ზეთი წაისვით.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი

სახლიდან გასვლის წინ ტუჩებზე ქოქოსის ზეთი წაისვით. მასში დიდი რაოდენობით E ვიტამინი არის, ამის გამო ტუჩები ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება. მის წასმამდე მაკიაჟის მოშორება არ დაგავიწყდეთ. ასევე ქოქოსის ზეთს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რაც ტუჩების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ტუჩებზე კოჭის ფესვები წაისვით.

დაგჭირდებათ:

  • დაჭრილი ახალი კოჭა

ტუჩების მოცულობის სწრაფად გასაზრდელად, აუცილებელია სისხლის ნაკადის მოდინების პროვოცირება. ამისთვის ზოგი მწარე წიწაკას იყენებს, მაგრამ ასევე ძალიან ეფექტურია კოჭის პატარა ნაჭერი. პომადის მსგავსად ტუჩებზე ფრთხილად წაისვით და ოდნავ შეშრობა აცადეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და მაკიაჟი წაისვით. მთავარია – დარწმუნდით, რომ კოჭაზე ალერგია არ გაქვთ.

შხაპის მიღებამდე ტუჩებზე ვაზელინის სქელი ფენა წაისვით.

დაგჭირდებათ:

  • ვაზელინი

ვაზელინის ეფექტი დიდხანს რომ გაგყვეთ, ტუჩებზე ვაზელინის სქელი ფენა წაისვით და შხაპი მიიღეთ. ორთქლი ვაზელინის ტუჩებში ღრმად შეღწევაში დაეხმარება და ვიზუალურად მას უფრო დიდს გამოაჩენს. შხაპის შემდეგ ზედმეტი ვაზელინი მოიშორეთ.

ტუჩებს შორის მწვანე ჩაის პაკეტი ჩაიდეთ.

დაგჭირდებათ:

  • გამოყენებული მწვანე ჩაის პაკეტი

ახალ გამოყენებული მწვანე ჩაის პაკეტი ტუჩებს შორის ჩაიდეთ, გაიჩერეთ 3 წუთით. ამ დროის განმავლობაში ტუჩი ყველა სასარგებლო თვისებას შეიწოვს. ასეთი მარტივი ხრიკი თქვენს ტუჩებს ბზინვარებას და მოცულობის ეფექტს მიანიჭებს.

ბონუსი: სუნთქვის ვარჯიშები რეგულარულად შეასრულეთ

თქვენმა ტუჩებმა მოცულობა დიდხანს რომ შეინარჩუნოს, გირჩევთ ტუჩის ვარჯიში ხშირად შეასრულოთ. ტუჩები მოადუნეთ და ჰაერი სწრაფად შეისუნთქეთ. შემდეგ პირის ირგვლივ კუნთები დაჭიმეთ. ნახეთ როგორ კეთდება:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს