ვივიენის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნინა გვიამბობს. ჩემი ქმარი წლინახევრის წინ გავიცანი, თითქმის მაშინვე დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ის ჩემზე 19 წლის უფროსია, განქორწინებულია და ჰყავს ზრდასრული შვილები. ჩვენ ხელი ცხრა თვის წინ მოვაწერეთ. მასთან შეხვედრამდე მე უკვე აღარ მინდოდა არანაირი სერიოზული ურთიერთობები, რადგან ცხოვრებაში მქონდა იმედგაცრუებები. მან ჩემი გული მოიგო.
ვცხოვრობთ ჩემს ბინაში, თუმცა სახლი მასაც აქვს. მდიდარი არ არის, მაგრამ ხელფასი სახლში მოაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ძუნწი არ არის. ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა. მე ვაფასებს მის ამ თვისებებს და ამიტომაც გავყევი ცოლად. ჩემი ქმარი ყოველთვის ამბობდა, რომ მზად იყო იმისთვის, რომ გვყოლოდა საერთო შვილები. მე საკუთარი შვილები არ მყავდა.
ცოტა ხნის წინ შევნიშნე, რომ ის ძალიან ბრაზიანი გახდა, ფეთქებადი ხასიათით. ზუსტად ვიცი, რომ ყოფილ ცოლზე ხელი არასოდეს აუწევია და მსგავსი რამ არც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. თუმცა, ის თავს უფლებას აძლევს, რომ ძალიან უხეშად დამელაპარაკოს და შეურაცხყოფასაც მაყენებს. ვცდილობ გავაგებინო, რომ მე ეს არ მსიამოვნებს, ამას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ მისი აზრით თავად ვარ დამნაშავე და თავად ვიწვევ მას.
ცოტა ხნის წინ ამ ყველაფერზე დაველაპარაკე, მაგრამ ძალიან უხეშად მიპასუხა, შეურაცხყოფა მომაყენა. ძალიან მეწყინა, ბოიკოტი გამოვუცხადე და არ ველაპარაკებოდი. ის კი თავაწეული დადიოდა, თითქოს დამნაშავე არ იყო. როგორც ჩანს ჩემს დამშვიდებას ელოდებოდა. სიტუაცია კვლავ დაძაბული იყო, შედეგად ისევ ჩხუბამდე მივედით და მე გავაბრაზე შეტყობინებით: „ავიღოთ შესვენება ურთიერთობებში“.
ის დამთანხმდა, თავისი ნივთების ნაწილი აიღო და წავიდა. ამის შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მე მრავალი თვეების მანძილზე თავს აღარ ვიცავდი, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ექიმების გარეშე შვილს ვეღარ გავაჩენდი. მაგრამ ყველზე მეტად ის არ მინდოდა, რომ მარტოხელა დედა ვყოფილიყავი.
უმამოდ გავიზარდე და ვიცი, რაც ნიშნავს უცხო ადამინებთან ერთად ცხოვრება, რომლებიც ვერ გიტანენ. დედას ყველაზე მეტად მამაკაცები უყვარდა და არ უნდოდა მარტო დარჩენა. დიახ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საჭმელი არ მაკლდა და ხანდახან სათამაშოებსაც ყიდულობდნენ ჩემთვის, მაგრამ ჩემი შვილისთვის ასეთი ბავშვობა არ მინდა.
ეს ყველაფერი არ მაწყობს. აბორტის გაკეთების მეშინია, მაგრამ ვერც მას ვერ გავეკიდები. მგონი თავად უნდა გაეკიდოს ახალგაზრდა ცოლს. მეშინია, რომ მარტო შვილის გაზრდას ვერ გავუმკლავდები, რომ რამდენიმე წელი უმუშევარი დავრჩები. ბავშვს ვერ მიხედავენ ბებიები და ბაბუები. თავად ვუვლი 84 წლის ბაბუას, რომელსაც დემენცია აქვს. კარგია, რომ ჯერ კიდევ თავად მიდის საპირფარეშომდე.
შეტყობინებაში ქმარს მივანიშნე, რომ ორსულად ვარ, მაგრამ ის ვერ მიხვდა. ასევე, გაბრაზებულმა მივწერე, რომ მან მთელი ცხოვრება დამინგრია და ძალიან ვნანობ, რომ შემიყვარდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე ის მიყვარს და არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება. ახლა ის თავის მეგობრებთან ერთად ერთობა. მე ამ ორი კვრის მანძილზე დავიტანჯე. მინდა, რომ დაბრუნდეს სიყვარულის და არა ბავშვის გამო.