ექიმი დიეტოლოგი მიხაილ გინზბურგი: ათეროსკლეროზი და სხვა ასაკობრივი დაავადებები უფრო სწრაფად იჩენს თავს უჯრედისის არასაკმარისი მოხმარების პირობებში.
დიეტოლოგმა თქვა, რომ უჯრედისი ანუ საკვები ბოჭკოები არის პრებიოტიკი, ანუ საკვები ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებისთვის. უჯრედისის ყოველდღიური გამოყენება – აუცილებელი პირობაა ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორისთვის, რომელიც არ არის მიდრეკილი ანთებისკენ. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე კოლოსალურია: მიკროფლორაზეა დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ორგანიზმის მიერ რიგი ვიტამინებისა და ჰორმონების გამომუშავება, ტვინის ფუნქცია, ძლიერი იმუნიტეტი.
მიხაილ გინზბურგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უჯრედისის მინიმალური რაოდენობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ყოველდღიური რაციონის ნაწილს, შეადგენს 30 გრამს. მისი წყაროა – ბოსტნეული, ხილი, კენკრა, სხვადასხვა პარკოსნები, მთლიანი მარცვლეულის ფაფები.
რაციონში უჯრედისის ნაკლებობა იწვევს ასაკობრივი დაავადებების გაჩენას, – გვაფრთხილებს ექსპერტი.
„რაციონში უჯრედისის ნაკლებობა სახიფათოა, პირველ რიგში ასაკობრივი დაავადებების გაჩენისა და სწრაფი განვითარების კუთხით. უჯრედისის მიღება ამცირებს მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს, აფერხებს ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა დაავადებების განვითარებას, – თქვა გინზბურგმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მნიშვნელოვანია ის, რომ უჯრედისის გამოყენებისას აუცილებლად უნდა დალიოთ წყალი. საკვები ბოჭკოს შემცველი პროდუქტები აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოტორიკას, მაგრამ თუ სითხე არასაკმარისია, მათი გადამუშავება შეიძლება გახდეს პრობლემური.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცის მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნებისას მიმართეთ ექიმს.