„შენ გარდა არავინ არის დამნაშავე!“ როცა შორს ფიქრობ, ყველაფერი უფრო ადვილია

454

ლიკამ კარებთან აკოცა მამას.

-კარგი, გავიქეცი. ზეგ შემოგირბენთ. ლიზა, ნახვამდის.

როგორც კი კარი გაიჯახუნა, ლიზა დერეფანში გავიდა.

-კოტე, შენს ქალიშვილს არც ზრდილობა აქვს და არც ტაქტი.

-ლიზა, ვიცი. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ჩემი ქალიშვილია.

-მაგრამ ბინაში ასე შემოჭრა, შენი ჩუმი თანხმობით…

-სხვა სად უნდა წავიდეს? დედამისი ისევ ისტერიკებს მართავს.

-ის ხომ სწავლობს?

-სამედიცინოში ჩასაბარებლად ემზადება.

-ამ ზაფხულს რას აკეთებდა?

-ვერ ჩააბარა, ახლა რეპეტიტორებთან ემზადება.

-დარწმუნებული ხარ, რომ სწავლობს? ფულს ხომ შენ უხდი?

-დიახ, მე ვუხდი. მაგრამ მხოლოდ წელს. თუ ვერ ჩააბარებს, უკვე მისი პრობლემა იქნება.

კოტე ნაზად ჩაეხუტა ცოლს:

-მაპატიე მისი საქციელის გამო, მაგრამ როდესაც ცოლად მომყვებოდი, იცოდი, რომ ქალიშვილი მყავდა.

-კოტე, მე მისი სითავხედე მაწუხებს და არა ჩვენს ცხოვრებაში მისი არსებობა.

-გასაგებია, – თავი დაუქნია ქმარმა.

და მაშინვე სხვა თემაზე წამოიწყო საუბარი:

-რის თქმა გინდოდა? ლიკას თანდასწრებით რომ არ გსურდა საუბარი?

-ლიზა გამხიარულდა:

-ბინასთან დაკავშირებით მოველაპარაკე. მომყიდიან.

-სერიოზულად? – გაუღიმა მამაკაცმა. -ძალიან კარგია. ანუ შემიძლია დაგვგეგმო ჩემი კაბინეტი?

ცოლმა გაიღიმა:

-შეგიძლია, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ დაგეგმვა. რადგან ბინას ჯერ კიდევ ვქირაობთ.

-როგორც იტყვი!

ლიზამ თავი დაუქნია:

-კი, მეც მომწონს, რომ სხვაგან გადასვლა აღარ დაგვჭირდება. მაგრამ არსებობს ერთი საკითხი – შენი ქალიშვილის.

ერთი კვირის შემდეგ

ლიკა ბინაში როგორც საკუთარ სახლში ისე შევიდა.

გამარჯობის თქმის გარეშე კარებთანვე განაცხადა:

-აბა, ჩემი ოთახი რომელია?

ლიზამ სამზარეულოდან გამოიხედა:

-გასაღები საიდან გაქვს?

-მამამ მომცა.

-ის ვერ მოგცემდა, – დარწმუნებით განაცხადა დედინაცვალმა.

-შეიძლება დარჩა, როდესაც ერთმანეთს შევხვდით, – მხრები აიჩეჩა ლიკამ. ის უკვე ბინაში აქეთ-იქით დადიოდა.

-ბინა უკვე იყიდეთ?

-ლიზამ გაოცებით შეხედა გერს.

-მამას წამოსცდა.

-ასე რომ, სად არის ჩემი ოთახი?

-დედაშენის სახლში, – ნახევრად ხუმრობით უპასუხა ლიზამ.

-სასაცილოა. ჯერ არ დაგაძალებთ, მაგრამ დროდადრო მოვინახულებ ჩემს უძრავ ქონებას.

-მამაშენი ჯერ ცოცხალია.

-ვიცი, ლიზა, მე უბრალოდ ჩემს მომავალ ქონებაზე ვზრუნავ.

ლიზამ გაიღიმა, თუმცა ლიკას ეს არ შეუმჩნევია.

ერთი თვის შემდეგ

ლიზამ შუადღით სამსახურიდან სახლში შეიარა. კარი რომ გააღო, ტელევიზორის ხმა მოესმა.

ოთახში შესულმა ქალმა, ნახა, რომ ლიკა დივანზე იჯდა, ჩიფსებს და გაზიან სასმელს მიირთმევდა და სერიალს უყურებდა.

-ოჰ, ადრე მოხვედით. მამა ქალაქში არ არის და გადავწყვიტე, რომ მისი სახლისთვის მიმეხედა. თქვენ ხომ არ ხართ წინააღმდეგი? ორი-სამი დღით დავრჩები!

ლიზამ ტელევიზორი გამორთო:

-ჩემო სიხარულო, ახლავე შეაგროვე შენი ნივთები და წადი ამ სახლიდან! მაქსიმალურად სწრაფად – დრო ცოტა მაქვს.

ლიკამ შეშფოთებულმა უპასუხა:

-გაგიჟდით? მე ხომ ვთქვი, რომ აქ დავრჩები, სანამ მამა სახლში არ არის, მის ნახევარში ვიცხოვრებ.

-არა. გითხარი: ნივთები ჩაალაგე და მოშორდი!

-თავს რის უფლებას აძლევთ? ეს ბინა მამაჩემისაც არის. თუ გაიგებს, რომ ასე მექცევით, მისი ცოლი დიდხანს აღარ იქნებით!

ლიზამ მაშინვე დაურეკა ქმარს:

-გამარჯობა! შენი საყვარელი ლიკა მოვიდა. რა თქმა უნდა, მე არ დამიპატიჟებია! ახლავე.

ლიზამ ყურმილი გაუწოდა:

-დაელაპარაკე მამაშენს!

-მამა, რატომ აძლევ უფლებას, რომ ასე მომექცეს? მე რამდენიმე დღით მოვედი შენს ბინაში საცხოვრებლად, ის კი მაგდებს. პასუხის მოსმენის შემდეგ ქალიშვილმა წამით მეტყველების უნარი დაკარგა.

-როგორ თუ შენი არ არის? თქვენ ხომ ის ქორწინებაში შეიძინეთ?

-ლიკა ისევ გაჩუმდა, შემდეგ კი ლიზას მიუბრუნდა.

-გავიგე. მოგატყუეს, პინოქიოსავით! სამწუხაროა, რომ ასეთი მამა მყავს!

ლიზამ სწრაფად გამოართვა ტელეფონი გერს.

-ხუთი წუთი გაქვს, ძვირფასო.

-ლიკამ ზიზღით შეხედა მამის ცოლს.

-როგორ დაითანხმეთ განქორწინებაზე, იმისთვის, რომ ბინა თქვენს სახელზე გაგეფორმებინათ?

-ეს შენ დაითანხმე, შენივე საქციელით. მე მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, რომელიც ორივესთვის ხელსაყრელი იყო. მითუმეტეს, რომ თანხა მთლიანად მე მეკუთვნოდა.

-მეზიზღებით!

ლიზამ თავი დაუქნია:

-ნება შენია. ახლა კი აქედან მოშორდი და ბინის გასაღები დატოვე!

ერთი წლის შემდეგ კოტემ და ლიზამ ისევ იქორწინეს ოფიციალურად, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის უთქვამთ.

საჭირო არ იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს