საყოფაცხოვრებო პრობლემებმა გათხოვების სურვილი დამაკარგვინა

419

მე და ჩემი საყვარელი მამაკაცი 8 წელია ერთად ვართ, აქედან 1,5 წელია ერთად ვცხოვრობთ. ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ზღაპარში, თუმცა დასრულდა იმით, რომ სახლში ყველაფერს მარტო ვაკეთებ, ვზრუნავ, რომ სახლში გვქონდეს პროდუქტები, საჭმელი და ასე შემდეგ.

ორივე ვმუშაობთ, მაგრამ ის ყოველთვის, როდესაც სამსახურიდან ბრუნდება ამბობს, რომ დაღლილია და დასასვენებლად წვება ან კომპიუტერში თამაშობს. მე კი სამსახურის შემდეგ ხან საჭმელს ვამზადებ, ხან სახლს ვალაგებ. ამასთან, მე თუ დაღლილი ვარ და საჭმლის გაკეთება არ შემიძლია და მას კი უქმე დღე აქვს, საჭმელს მაინც არ გააკეთებს და მთელი დღე იმაზე იწუწუნებს, რომ საჭმელი არ არის. მაღაზიაში ის მხოლოდ სასმელის საყიდლად დადის და მორჩა.

სანამ ერთად გადავიდოდით საცხოვრებლად, ხშირად ვფიქრობდი: როდის მთხოვს ხელს ჩემი სიყვარული. ის კი მეუბნებოდა: „ერთი ორი თვე ერთად ვიცხოვროთ და მერე ვნახოთო“. როგორც ჩანს, ეს უნდა გამეცნობიერებინა, რომ მთელი ცხოვრება მარტოს მომიწევდა ყველაფრის გაკეთება და გადაწყვეტა.

არავითარი დახმარება: თუ რაიმე პრობლემა მაქვს, მომისმენს და მეტყვის: „გასაგებია“. სახლში მხოლოდ ერთი ქვაბი და ტაფა გვაქვს, მან კი კომპიუტერი იყიდა. არაფერი უთქვამს, თითქოს ასე იყო საჭირო. მას ხუთჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე მე, მაგრამ თუ პროდუქტების ყიდვაა საჭირო, მას არ აქვს, მე კი გამოვნახავ.

ახალი წელი მოდის, ვეკითხები: „რა მოვამზადო?“ ის მპასუხობს: „არ ვიცი, დაკავებული ვარ“. რას გავს ეს? შენ ხომ არ უნდა მოამზადო, ის მაინც მითხარი, რა მოვამზადო. ისე მაღიზიანებს, რომ მეტი არ იქნება, მაგრამ რა ვქნა, მივეჩვიე ამდენ ხანში.

საჩუქრებს საერთოდ არ მჩუქნის: ჩემს დაბადების დღეზე თავის მეგობარს უყიდა საჩუქარი, ჩემთვის ფული „არ ეყო“, ისევე, როგორც ტაფისთვის. მითხრა, რომ მოგვიანებით მაჩუქებდა, მარგამ დღემდე არაფერია. თავად ყველაფერს ვჩუქნი, რაც უნდა, ღირებულების მიუხედავად. მინდა, რომ ვასიამოვნო. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, როგორიც უნდა იყოს.

თავიდან მეგონა, რომ, ალბათ, მას ნამდვილად ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ამბობდა, რომ არ მაქვს და მორჩა, შემდეგ კი ვნახე, რომ ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა. ახლა ვხვდები, რომ თავად დავუშვი ასეთი სიტუაცია. სულელი ვიყავი, მაგრამ ახლა როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი. ან კი არის შესაძლებელი? თუ დავშორდე? იქნებ ეს უკეთესი იყოს?

მარტო რომ ვცხოვრობდი, უფრო მიადვილდებოდა საჭმლის მომზადებაც, სახლის დალაგებაც და ფულსაც ნაკლებს ვხარჯავდი. აქამდე ეს სიტუაცია ამ ბოლო დროს მივიდა, ერთად ცხოვრების დასაწყისში ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს