ყურადღებით წაიკითხეთ ეს ისტორია.
არსებობს ჩეროკის ინდიელთა ლეგენდა რიტუალის შესახებ, რომლის დროსაც ბიჭი ზრდასრული ხდებოდა. მამას შვილი უღრან ტყეში მიჰყავდა და თვალებს უხვევდა. ბიჭი მაღალ ხეზე უნდა ასულიყო და იქ მარტო დარჩენილიყო.
ის ითხოვდა, რომ ბიჭი მთელი ღამე გაუნძრევლად მჯდარიყო იმ ხეზე და სახვევი არ მოეხსნა, სანამ სახეზე მზის პირველ სხივებს არ იგრძნობდა. ბიჭს არც ტირილის და არც დასახმარებლად დაძახების უფლება არ ეძლეოდა. დილა რომ დადგებოდა, ის ნამდვილ ზრდასრულ მამაკაცად ჩაითვლებოდა.
მას ეკრძალებოდა სხვა ბიჭებისთვის გაეზიარებინა თავისი გამოცდილება, რადგან თითოეული მათგანი თავისებურად უნდა გამხდარიყო ზრდასრული მამაკაცი. ბიჭს, რა თქმა უნდა, საშინლად ეშინოდა. ის იჯდა ხეზე და ესმოდა ყველანაირი ხმა: გარეული ცხოველების ყმუილი, სხვადასხვა ფრინველის, ბუნების ხმები, ტყისა და ხალხის შორეული ხმები, ირგვლივ ყველაფერი აშინებდა.
ის გრძნობდა ქარის ღრიალს, რომელიც სახეში ბალახს და ქვიშას ესროდა. მაგრამ ბიჭმა მაინც მამაცურად გაუძლო ყველაფერს. მან იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ზრდასრული მამაკაცი გამხდარიყო.
ბოლოს, საშინელი ღამის შემდეგ, მზე ამოვიდა და მან შეძლო სახვევის მოხსნა.
და მხოლოდ იმ მომენტში აღმოაჩინა ახალგაზრდა ინდიელმა, რომ მამამისი მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იჯდა, რათა თვალ-ყური ედევნებინა, რომ მას ცუდი არაფერი მოუვიდოდა!
ჩვენ არასდროს ვართ მარტონი… ყოველთვის გვყავს ის, ვისი იმედიც შეგვიძლია ვიქონიოთ, მაშინაც კი, როცა გვეჩვენება, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ უფრო ყურადღებით უნდა მიმოვიხედოთ…