ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანა ბარანოვამ ისაუბრა, თუ როგორ უნდა ვიეჭვოთ პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ტიპი 1 დიაბეტზე, თუმცა დიაგნოზი უკვე არსებობს და ეს არის „ტიპი 2 დიაბეტი“. რა განსხვავებაა ამ ორ დაავადებას შორის?
I ტიპის დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული) ხასიათდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტით. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს (ინსულინდამოკიდებული) ორგანიზმის უჯრედები და ქსოვილები ინსულინის მიმართ უგრძნობი ხდება, მაგრამ მისი შემცველობა ორგანიზმში საკმარისია.
I ტიპის დიაბეტი ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა თავს ესხმის პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს, ამიტომ პაციენტებს ინსულინის ყოველდღიური ინექციები სჭირდებათ. ამ დაავადების განვითარების სხვა მიზეზებიც არსებობს.
მეტფორმინი, პირველი წამალია, რომელსაც ჩვეულებრივ ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებს უნიშნავენ. მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ, თვითმკურნალობა საშიშია ჯანმრთელობისთვის. მისი ძირითადი მოქმედება არის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება, ასევე ქსოვილების მგრძნობელობის გაზრდა ინსულინის მიმართ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ეს პრეპარატი არ შველის.
-თუ ჯერ კიდევ არ ხართ 40 წლის, არ გაქვთ აშკარა სიმსუქნე და ენდოკრინოლოგის დიაგნოზია „ტიპი 2 დიაბეტი“, მაგრამ მეტფორმინი საერთოდ არ შველის, შანსი, რომ დიაგნოზი არასწორად არის დასმული, ძალიან მაღალია, – დაწერა პროფესორმა თავის ბლოგში .
მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ტიპი 1 დიაბეტი გვიანი დასაწყისით, მაგრამ არა აუტოიმუნური, არამედ გენეტიკური. ანუ საუბარია პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციის ნაადრევ დაქვეითებაზე.
ამ შემთხვევაში საჭიროა გენეტიკური ანალიზი და თუ დიაგნოზი დადასტურდა, მაშინ მდგომარეობის სტაბილიზაციის მთავარი პრეპარატია არა მეტფორმინი, არამედ, როგორც ბარანოვა წერს, „ჯერ სეკრეტაგოგები, შემდეგ ინსულინი“.
ტიპი 1 დიაბეტის სიმპტომები:
- პირის სიმშრალის შეგრძნება;
- მუდმივი წყურვილი;
- ხშირი შარდვა;
- ძილის დარღვევა შარდვის ხშირი სურვილის გამო;
- ზოგადი სისუსტე, დაღლილობა;
- წონის დაკლება;
- მხედველობის გაუარესება.
ტიპი 2 დიაბეტის სიმპტომები:
- ხშირი შარდვა;
- პირის სიმშრალე;
- გადაჭარბებული წყურვილი;
- შიმშილის ძლიერი გრძნობა;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- ენერგიის ნაკლებობა;
- დაბუჟება და ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში;
- ჭრილობების ნელი შეხორცება.
სიმპტომები ემთხვევა, მაგრამ დაავადების თითოეულ ტიპს საკუთარი სპეციფიკა გააჩნია.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.