არ არის საჭირო მაღაზიაში ნაყიდი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე – ეს არ იცავს შესაძლო მოწამვლისგან და, პირიქით, ზრდის კიდეც მის რისკს.
ქათმის გარეცხვამ მის მომზადებამდე შესაძლოა სალმონელათი დაინფიცირება გამოიწვიოს. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ საცალო ვაჭრობაში შეძენილ ქათამზე შესაძლოა იყოს სალმონელას ბაქტერიები. ხორცის რეცხვის პროცესში წყლის ნაწილაკებთან ერთად სივრცეში შეიძლება გავრცელდეს პათოგენური მიკროორგანიზმები. წყლის შხეფები სალმონელასთან ერთად ხვდება ნიჟარის მიმდებარე ზედაპირებზე – ჭურჭელზე და სამზარეულოს პირსახოცებზე. ამრიგად, დაინფიცირების რისკი გაცილებით დიდი ხდება.
“სალმონელას ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, ცხელება და მუცლის ტკივილი ოთხი-შვიდი დღის განმავლობაში და იშვიათ შემთხვევებში დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია“.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არ არის საჭირო მაღაზიაში შეძენილი ქათმის გარეცხვა მის მომზადებამდე. მიკროორგანიზმები (არსებობის შემთხვევაში) ეფექტურად ნადგურდებიან პროდუქტის თერმული დამუშავებით. თუ მაინცდამაინც გსურთ ხორცის გარეცხვა, ეს უნდა გააკეთოთ დიდი სიფრთხილით, თავიდან აიცილოთ ონკანის წყლის ძლიერი ნაკადი და შხეფები. გარდა ამისა, ასეთი რეცხვის შემდეგ უფრო სწორი იქნება ნიჟარის და მის მიმდებარე ზედაპირების კარგად გარეცხვა.
ვის არ ურჩევენ ქათმის ხორცის ჭამას? ქათმის მოხმარების უკუჩვენებები მოიცავს პურინის მეტაბოლიზმის დარღვევას, რომლის დროსაც ორგანიზმი მოკლებულია პურინის ცილების ნორმალურად გადამუშავების უნარს. ამის შედეგია შარდმჟავას დონის მატება და გარკვეული პათოლოგიების განვითარება, როგორიცაა პოდაგრა. ქათმის ხორცი უკუნაჩვენებია პურინის ცვლის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ქათამი შეიცავს დიდი რაოდენობით პურინებს.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.