როგორიც არ უნდა იყოს თანამედროვე შეხედულებები და ტენდენციები, მაგრამ მამაკაცი, რომელსაც არჩენს ქალი, თუნდაც ჩვენს დროში, არასრულფასოვნად ითვლება. რა თქმა უნდა, სოციალური კუთხით. ჩვენთან ითვლება, რომ მამაკაცი უნდა იყოს მარჩენალი. ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, ერკვევა ტექნოლოგიებში, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეუძლია გადახდა მისთვის, ვინც ერკვევა. მამაკაცს ბევრი რამის გაკეთება უნდა შეეძლოს და ამავდროულად უნდა იყოს საკმაოდ კეთილი, როცა ქალთან ან შვილებთან მარტო რჩება. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში.
რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით თავად მამაკაცები? ძირითადად, იგივეს. ზოგიერთი ადამიანის აზრი განსხავებულია: დროთა განმავლობაში გენდერული როლები შეიცვალა. თუ ჩვენს დროში ქალს შეუძლია კარგი სამსახურის პოვნა, მაშინ რატომ არ უნდა განახორციელოს ფინანსური ინვესტიცია ოჯახში? და ქალის მაგიერ თანხის გადახდა ყოველ პაემანზე, ეს ნამეტანი არ არის? მაგრამ არსებობს მესამე კატეგორიაც. ვისაც ადრე ალფონსებს ეძახდნენ. ისინი საერთოდ არ შეცვლილან. სხვის ხარჯზე ცხოვრება? რატომაც არა, თუ მას აქვს შესაძლებლობები და მე მაქვს სურვილი. 21-ე საუკუნეა, რა თქვენი საქმეა ჩვენი ურთიერთობა?!
მამაკაცი, რომელსაც ქალი არჩენს
არ მინდა ტრაბახი, მაგრამ არასოდეს მიგრძვნია თავი მარტოსულად. ადრე, რა თქმა უნდა, შეიძლება მქონდა რაღაც პრობლემები. ცოტა დეპრესია, ფულის უქონლობა, შეუმდგარი შინაგანი ამბიციები და, რა თქმა უნდა, პრობლემები გოგონებთან. მაგრამ ვის არ ჰქონია? მე ისე ვცხოვრობდი, როგორც ყველა. სამსახურში დავდიოდი, ვესაუბრებოდი მეგობრებს, ვცდილობდი ურთიერთობების დამყარებას. მაგრამ ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მომემატა, მსგავსი არაფერი მაქვს. რატომ? მე გადავხედე ჩემს შეხედულებებს ცხოვრებაზე.
სამსახურით დავიწყებ. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მეტ-ნაკლებად საინტერესო თანამდებობა მელოდა, საოფისე ცხოვრება, მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი. მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით. გადავხედე შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებს, მოვიძიე ინტერნეტში და ვესაუბრე რამდენიმე წარმატებულ ადამიანს. მე გამიმართლა. ახლა ერთ ბიზნესში პასიურ შემოსავალს ვიღებ, პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებ. არა, იახტები და ვილები არ მაქვს, მაგრამ ჩემი ხელფასი ქალაქის საშუალოზე ხელფასზე მაღალია.
პრობლემები მქონდა იმ გოგოსთანაც, რომელსაც უკვე დავშორდი. ოჯახის შექმნა უნდოდა, ტრადიციული ურთიერთობები. იცით როგორიც: მე ვშოულობ, ის ხარჯავს. არა, სერიოზულად. ერთად ვქირაობდით ბინას, რომლის საფასურსაც მთლიანად მე ვიხდიდი. საკვები და კომუნალური მომსახურებაც ჩემი პასუხისმგებლობის ნაწილი იყო და ითვლებოდა, რომ ეს თავისთავად ასე უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, დასვენება, საჩუქრები და რომანტიული მომენტები… ეს ყველაფერი უფასო არ არის, თავადაც იცით. ეს ვისი პრობლემაა? რა თქმა უნდა, მამაკაცის.
ჩემი ყოფილიც მუშაობდა, მაგრამ მისი ფული მისი ფული იყო, ჩემი ფული კი – ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი. რაც, სხვათა შორის, საკუთარი შეხედულებისამებრ დახარჯვის უფლებასაც არ მაძლევდა. დამიჯერეთ, გარეგნობის გამო არ მიყვარდა, მართლა გრძნობები გამაჩნდა. მაგრამ მხოლოდ ახლა ვხვდები ყველა ალოგიკურობას ქალის ქცევაში. მას შეეძლო თავისი ფულის დახარჯვა ძვირადღირებულ ტანსაცმელსა და კოსმეტიკურ საშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მაკიაჟის გარეშე დადიოდა და ჩვეულებრივი სახლის ტანსაცმლით. საკითხავია, ვისთვის იყო მთელი ეს ფარსი? სამსახურში თანამშრომლებისთვის და შემთხვევითი გამვლელებისთვის? გაუგებარია.
მე, ვზოგავდი ტანსაცმელზე და სულ ერთიდაიგივე ტანსაცმლით დავდიოდი, რაც ჩემს ყოფილ შეყვარებულს ძალიან არ მოსწონდა. „შენთან ერთად გარეთ გასვლის მრცხვენია“, – ასე მეუბნებოდა. საბრალო, ნახევარი საღამო თავს ილამაზებდა, რომ მერე ჩემი ხარჯით წავსულიყავით სადმე და მაინც მე ვიყავი დამნაშავე. როგორ მუშაობდა ეს მის თავში, წარმოდგენა არ მაქვს. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ყველაფერი ასე არ უნდა ყოფილიყო. რთულია, როდესაც მხოლოდ შენ იხარჯები და სანაცვლოდ მხოლოდ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და საყვედურებს იღება, რომ საკმარისად წარმატებული არ ხარ.
ამიტომ, დაშორების შემდეგ, არ ვჩქარობდი ვინმეს ძებნას. სამაგიეროდ, დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა. დარბაზში დავდიოდი. არ მინდოდა გავმხდარიყავი ტიპიური ათლეტი, მაგრამ აქტიურმა ვარჯიშმა ჩემი ფიგურას საკმაოდ მიმზიდველი გახადა. პრესი კუბებით, როგორც ფილმებშია. მერე გარდერობი გამოვიცვალე. გადავყარე ყველა სულელური ძველი მაისური და ყურადღება ელეგანტურ სადა ტანსაცმელზე გავამახვილე, რომელიც ხაზს უსვამს ფიგურას. არასდროს მიფიქრია, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩემი ახალი იმიჯი ძალიან მომწონდა. ეს შთაგონებას მაძლევდა.
დავიწყე გამოჩენა მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ მხოლოდ მათ გარემოცვაში, ვინც თავადაც მეტ-ნაკლებად წარმატებული გახდა. გავიცანი ახალი ხალხი და მოვისმინე მათი ისტორიები. რა თქმა უნდა, მოკლევადიანი რომანები მქონდა. ეს ნორმალურია, ცხოვრების ნაწილია. ასე არ არის? მაგრამ ჩემი „თავისუფალი“ ცხოვრება მას შემდეგ დასრულდა, რაც ნანას შევხვდი. არა, ჩვენ არ ვართ დაქორწინებულები და ეს სრულიად გვაწყობს. თუმცა, მასთან დაახლოების შემდეგ აღარ ვფლირტაობ, გაცნობის საიტებზე არ შევდივარ და არც ახალგაზრდა გოგონების ვართმევ ტელეფონის ნომრებს, მხოლოდ სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი წარსულშია.
საქმე ისაა, რომ მე და ნანას შორის ასაკობრივი სხვაობა 15 წელზე მეტია. ახლა მთლიანად ის მარჩენს. მეგონა, რომ ოდესმე ეს დამემართებოდა? აბსოლუტურად არასდროს! უფრო მეტიც, მე მძულდა ასეთი კაცები, მათ კაცებად არც კი ვთვლიდი, არამედ მოხუცი ქალების ჯიბის ძაღლებად. მაგრამ ახლა შეხედულებები შემეცვალა. რაღაცებში გავერკვიე და ძალიან მომწონს.
ნანა ლამაზი ქალია. მას რამდენიმე მცირე კოსმეტიკური ოპერაცია აქვს სახეზე, მაგრამ სერიოზული არაფერი. ძალიან გამხდარია, რადგან დიდი ხანია პილატესით არის დაკავებული, დადის იოგაზე და ზოგჯერ მედიტაციასაც მიმართავს. შინაგანად, მე და ის ძალიან ახლოს ვართ, ალბათ, პარტნიორებთან წარსული სირთულეების გამო. და საერთოდ, ქალი, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 50 წელი, ახალგაზრდაა. თუ, რა თქმა უნდა, არ მუშაობს, როგორც მზიდი ცხენი.
ახლა ურთიერთობაში ვალდებულად აღარ ვგრძნობ თავს. საერთოდ არ მესმის ფრაზა „ტყუილად დავკარგე შენზე დრო“ დაშორებისას. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით, ინვესტიციებს ხომ არ ვახორციელებდით? რა დაკარგე? ჩემს ახალ ქალს ასეთ სისულელეს არასოდეს ვეტყვი. ვიმეორებ, მე მაქვს საკუთარი სახსრები და შემიძლია საკუთარი თავი თავად ვარჩინო, უბრალოდ ამის საჭიროება არ მაქვს. ნანასთან ვცხოვრობ და ყველა ხარჯი მასზეა. თუმცა ხანდახან მიყვარს მისთვის პატარა საჩუქრების ყიდვა, როგორიცაა იგივე კაბა ან სუნამო. უბრალოდ იმიტომ, რომ ის ჩემთვის ახლობელი ადამიანია.
მაგრამ მთლიანობაში… თუმცა, რომელ ქალს შეუძლია ჩემი განსჯა? თუ, სინამდვილეში, ახლა ტიპიური “წარმატებული” ქალის უფლებები გამაჩნია, რომელსაც უბრალოდ დაავიწყდა, რომ ვალდებულებებიც აქვს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მე არ მჭირდება ჩემი პარტნიორის შეწუხება, იმის სწავლება, თუ როგორ უნდა იცხოვროს და როგორ უნდა მოიქცეს მეგობრების თანდასწრებით. მე თავისუფალი ვარ. და ჩემი ქალიც თავისუფალია ჩემს გვერდით. ვარ თუ არა ალფონსი? ალბათ არა. ნანას არ მივატოვებ უფრო მდიდარი ქალის გამო, თუნდაც ის უფრო ახალგაზრდა და მიმზიდველი იყოს.
ცუდი ადამიანი ვარ? არა მგონია, რადგან ჩემზე არ იხარჯება უკანასკნელი ფული. მე არ ვითხოვ ძვირადღირებულ საჩუქრებს, მოგზაურობას, ყურადღებას. მაშ, ვინ ვარ მე? ალბათ უბრალოდ ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. საუბარია, ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებზე. მე მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი და მას აქვს უფლება გამხადოს ასეთი. ასეთ ცხოვრებაში ვერ ვხედავ ნეგატივს, ვერც ერთ მხარეს. ახლა უკვე ცოტათი მესმის გოგოების. მესმის, როგორ ცხოვრებას ითხოვენ ისინი თავიანთი მამაკაცებისგან. მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, დროდადრო რატომ აწყობენ მოულოდნელ სკანდალებს და ისტერიკას. მაგრამ მე ამას ალბათ მივაწერ ქალთა განსაკუთრებულ ფილოსოფიას და მათ ცნობილ „პირად საიდუმლოებებს“. მე, როგორც მამაკაცს, ამის მოთხოვნილება არ გამაჩნია.