როდესაც ჩემმა ყოფილმა დედამთილმა გაიგო, რომ ვთხოვდებოდი, ჩემთან მოვიდა და ფული მთხოვა ბინის ნახევრის სანაცვლოდ

1028

დედამთილს არასოდეს ვყვარებივარ. მან ვერ მაპატია, რომ წავართვი მისი ერთადერთი შვილი, ცხოვრების მთავარი სიხარული. თითოეული ჩვენი შეხვედრა ნამდვილი გამოცდა იყო! ეს ჩემი პირველი ქორწინება იყო და ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა.

ჩემმა ქმარმა მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო ოროთახიანი ბინა. მასში გავზარდეთ ჩვენი შვილები და მასში ვფიქრობდით დაბერებას. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი ადრე გარდაიცვალა და რამდენიმე სესხი დამიტოვა. მე მას ამაში ვერ დავადანაშაულებ, რადგან ყოველთვის მხარს ვუჭერდი მის ყველა იდეას. მე გამაბრაზა დედამთილის საქციელმა, რომელიც ითხოვს, რომ იმ ბინის ნახევრის ნაცვლად მივცე თანხა, რომელშიც მე და ჩემი უმცროსი ქალიშვილი ვცხოვრობთ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ამდენი ხნის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი.

პირველი ქორწინება

ცოტას ჩემს პირველ ქმარზე მოგიყვებით. ორივე მოკრძალებული ოჯახებიდან ვიყავით, მე მშობლებისგან არაფერი მიმიღია (საერთო საცხოვრებლებში და ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდით), ჩემმა ქამარმა მემკვიდრეობით მიიღო ბინა გარდაცვლილი მამისგან. სხვათა შორის, დედამთილს დიდი ხნის წინ დაშორდა და შემიძლია გამოვიცნო რატომაც.

ამ ქალმა დამტანჯა. ყოველთვის მოდიოდა შესამოწმებლად, მთელ სახლს თავდაყირა აყენებდა. ყოველთვის მიდიოდა კომოდთან ან კარადასთან და, როგორც ძველ ფილმებში, თითს ზედაპირზე აცურებდა მტვრის აღმოჩენის მცდელობაში. მე ყოველთვის ფრთხილად ვემზადებოდი მისი მოსვლისთვის, რომ მტვრის ნატამალიც არ დარჩენილიყო. მას ძალიან უყვარდა თავისი შვილისთვის იმის თქმა, რომ ბინძური ცოლი ჰყავდა.

მას არ მოსწონდა ჩემი გაკეთებული საჭმელი და არც ტანსაცმელი, რომელსაც ჩემი შვილებისთვის ვყიდულობდი. მისი თქმით, ეს ყველაფერი ან უხარისხო იყო ან ულამაზო. ამის გაძლების ძალა აღარ მქონდა, მაგრამ ქმრის გამო ვითმენდი.

როგორ დავქვრივდი

ჩემ ქმარს ძალიან უყვარდა დედა და დიდ პატივს სცემდა მას. ყოველთვის ეხმარებოდა, თითქმის ყოველდღე ურეკავდა. თუ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ტომარა კარტოფილი, დილით დგებოდა და სამსახურში წასვლამდე ბაზარში მიდიოდა. თუ აგარაკზე რაღაცის წაღება სჭირდებოდა, მაშინვე გადადებდა ყველა საქმეს. თავიდან მასში ეს თვისება მომწონდა კიდეც – ყოველთვის დიდი მოწიწებით ეპყრობოდა დედასაც და მეც. რასაც ვერ ვიტყვი დედამთილზე.

ჩემს ამბავში არაფერია გასაკვირი და ზოგ ჩემს მეგობარსაც ჰყავს ასეთი დედამთილი. ასე ხდება, როცა ქალს მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავს. ის არის ერთდროულად მისი შვილი, მეგობარი და მამაკაცის კომპენსაცია მის ცხოვრებაში. შედეგად, ის მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს მასთან დაშორების მცირე შესაძლებლობაც კი. მან წარმატებით მოიშორა ყველა სარძლო, მაგრამ ჩემთან მისმა ხრიკებმა შედეგი არ გამოიღო.

მიშას, ასე ერქვა ჩემს ქმარს, ძალიან სტრესული სამსახური ჰქონდა, ხანგრძლივი სამუშაო საათებით. წლების განმავლობაში თირკმელების პრობლემების გამო ზედმეტი წონაც დაემატა. ბუნებრივია, დედამთილი ჯანმრთელობის პრობლემებში მე და ჩემს მომზადებულ კერძებს გვადანაშაულებდა. ბოლოს მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ასეთ დატვირთვას.

დედამთილის ნამდვილი სახე

იცით რა გააკეთა ამ ქალმა? სრულიად არაფერი. დაკრძალვისა და სამგლოვიარო სუფრის ორგანიზება მთლიანად ჩემზე იყო, რადგან ის არის ღარიბი პენსიონერი, რომელიც მხოლოდ უნდა შევიცოდოთ. შედეგად, დახმარება ოჯახის მეგობრებს ვთხოვე. კარგია, რომ მე და მიხეილს ახლობელი ადამიანები გვყავდა, თორემ არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ ყველაფერს.

კრედიტები ბევრი არ იყო, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ მეორე სამსახურშიც დამეწყო მუშაობა. დღისით საავადმყოფოში ვმუშაობდი მედდად, ღამით კი ონკოლოგიურ კლინიკაში ვმორიგეობდი. ნელ-ნელა გადავიხადე სესხი ჩემი მანქანისა და ჩემი შვილების განათლებისთვის. უფროსი ვაჟი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და ფულითაც მეხმარებოდა. უმცროსი ქალიშვილი კი სახლში დარჩა და დღემდე ყველაფერში მეხმარება. ძალიან ვამაყობ ჩვენი შვილებით, მიშაც იამაყებდა.

დედამთილმა, სესხების შესახებ რომ გაიგო, თვალიც არ დაუხამხამა. თუმცა ამის შემდეგ ნაკლებად ერეოდა ჩვენს ცხოვრებაში და მხოლოდ დღესასწაულებზე რეკავდა. კინაღამ დამავიწყდა, რომ ერთ დროს ჩვენს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა იყო. მოხარული ვიქნები, რომ აღარ გამეხსენებინა, მაგრამ მაინც გაჩნდა ამის შესაძლებლობა.

ჩემი კოლეგა საავადმყოფოდან, უფროსი ქირურგი, დიდი ხანია ჩემით დაინტერესებულია. მას ჩემი ქალიშვილის ტოლი შვილი ჰყავს, ისინი დებივით უგებენ ერთმანეთს. მე 42 წლის ვარ, ის 48. ერთ საღამოს მან მითხრა: „ჩვენ არც ისე ბებერები ვართ. მოდი, დავქორწინდეთ!” დიდი ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად.

მეორე ქორწილი

დავნიშნეთ თარიღი და გადავწყვიტეთ მხოლოდ ახლო მეგობრები და ნათესავები დაგვეპატიჟებინა. ვიფიქრე, რომ სწორი იქნებოდა ჩემი შვილების ბებიაც მოგვეწვია, მაგრამ ეს იყო შეცდომა…

მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მე და ჩემი საქმრო ვაპირებდით ჩვენი ბინების გაყიდვას და დიდი სახლის აშენებას, მან ნამდვილი სკანდალი მოაწყო და ბინის ნახევრის საფასური მომთხოვა. მას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ მისი შვილის მიერ ნაანდერძევი ბინიდან მიღებული ფულით ავაშენებ სახლს, სადაც სხვა მამაკაცთან ერთად ვიცხოვრებ.

კითხვაზე, თუ აქამდე რატომ არ ითხოვდა არაფერს, მან მიპასუხა, რომ შვილიშვილები ეცოდებოდა. ახლა კი ისინი ზრდასრულები არიან, მე კი, როგორც ჩანს, პირად ბედნიერებაზე ფიქრიც კი აკრძალული მაქვს. დედამთილის ოცნებებში, ალბათ, სამუდამოდ ქვრივი ვიყავი.

ბავშვები შოკში არიან, ახლა ბებიის ნახვაც არ უნდათ. რასაკვირველია, მათ არ დავიწყებიათ, როგორ მეჩხუბებოდა და მამცირებდა მათ თვალწინ, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ. ახლა მათი მოთმინებაც კი ამოიწურა და მთლიანად ჩემს მხარეს არიან.

მომავალი ქმრისთვის ჯერ არაფერი მითქვამს. ის საბუთებს ამზადებს მშენებლობისთვის. არ ვიცი, ღირს თუ არა მისთვის რაიმეს თქმა, რადგან ეს არაფერს შეცვლის. სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ვიცი, ვისი დაპატიჟება არ ღირს ქორწილში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს