ვერ მიპატიებია, რომ ჩემმა ქმარმა მანქანა იყიდა და დედის სახელზე დაარეგისტრირა

711

სულ რამდენიმე თვეა რაც გათხოვილი ვარ, თუმცა მე და ჩემი მეუღლე უკვე წელიწადნახევარია ერთად ვცხოვრობთ. ურთიერთობა კარგი გვქონდა, მეჩვენებოდა, რომ ნამდვილი იყო. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვჩხუბობდით და ვშორდებოდით კიდეც, მაგრამ ყოველთვის ვრიგდებოდით და გვიყვარდა ერთმანეთი. მე მეგონა, რომ ზუსტად ის მამაკაცი ვიპოვე, ვისზეც მზად ვიყავი და მინდოდა დაქორწინება. მეგობრებისა და ნაცნობების ქმრებს ვადარებდი და მიხაროდა, რომ ასე გამიმართლა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი გრძნობები ორმხრივი იყო, მაგრამ ქორწინების შემდეგ, თითქოს ჩემი ქმარი გამოცვალეს. დავიწყე მასში უხეშობის და ჩემს მიმართ გარკვეული სისასტიკის შემჩნევა. გაჩნდა სიხარბე. მას შეეძლო საზიზღარი კომენტარის გაკეთება და დაცინვა. კონფლიქტის კულმინაციად იქცა მანქანის შეძენა.

მანქანას დიდი ხანია ერთად ვარჩევდით, მასთან ერთად დავდიოდი სალონებსა და სერვისებში. ბოლოს იყიდა. შესყიდვისთვის თანხის ძირითადი ნაწილი გადადებული გვქონდა, თანხის ნაწილი – ისესხა. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მანქანა დედის სახელზე დაარეგისტრირა. ამის შესახებ რომ გავიგე, პირდაპირ ვკითხე, რატომ მოიქცა ასე ცუდად. ის განაწყენდა და აღშფოთდა, რომ მე საბუთები ვნახე. ის ამას მიუღებლად თვლის და დიდი შენაძენის დედის სახელზე ჩუმად გაფორმება მისთვის მისაღებია.

მერე რაღაცნაირად გაუგებრად ცდილობდა აეხსნა, რომ რაღაც გადასახადის გამო დაარეგისტრირა. ქმარი ინდივიდუალური მეწარმეა, ამიტომ მას დაუყოვნებლივ გადასახადის გადახდა მოუწევდა, პენსიონერზე რეგისტრაციისას კი შესყიდვაზე ასეთი გადასახადი არ არის. ჩემთვის კი არც აპირებდა თქმას, რადგან მანქანა მისია და მისთვის არის. არ ვიცი მართლა გადასახადებს ეხება თუ არა საქმე, მაგრამ ჩემს მიმართ დამოკიდებულების ფაქტს ეს არ ცვლის.

შეიძლება ვცდები, მაგრამ წამოვედი. პირველად თავად მომწერა, რომ ჩემი საქციელით გაოგნებული იყო და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი ადამიანი ვიყავი. მე კი ვერ ვმშვიდდები. ამდენი ხანი მასთან ერთად ვიცხოვრე და როგორ ვერ შევნიშნე მასში ასეთი მეწვრილმანეობა! მე არ მითხოვია ერთობლივად შეძენილ საკუთრებად დარეგისტრირება, ან ჩემს სახელზე. უბრალოდ გავაფრთხილებინე მაინც, ეთქვა, მე ხომ მისი ცოლი ვარ და არა ვინმე უცხო ადამიანი.

მას შემდეგ რაც ყველაფერი გაირკვა, შეიძლებოდა სიტუაციის მშვიდად მოგვარება. ჩემმა ქმარმა, უკვე თითქმის ყოფილმა, ჩხუბი ამჯობინა. დაჯდომის და ლაპარაკის მაგივრად ჩხუბი ატეხა და საპასუხოდ ეწყინა. ჩვენს ოჯახში ის იყო შემომტანი. თავად უნდოდა ასე, თავიდანვე მითხრა, რომ არ უნდოდა სამსახურში მევლო, რომ თავად უზრუნველყოფდა ოჯახს ყველაფრით. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლში თბილი ვახშამი და ლამაზი ცოლი დახვედროდა. და ის ამას აკეთებდა კიდეც. მაგრამ, როგორც გაირკვა, უფრო სერიოზულ საკითხებში აღარ ითვლებოდა, რომ მისი ცოლი ვიყავი.

განქორწინების შემთხვევაში დასაბრუნებელი ადგილი მაქვს, ქონების გამო არ გავთხოვილვარ, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ ცოლი ვარ, ყველაფერში უნდა ვიყო ცოლი. არ ვარ მზად მოვითმინო გარიგებები ჩემს ზურგს უკან. არ ვიცი როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას. მრცხვენია ჩემი ახლობლებისა და მეგობრების წინაშე, რომ სულ რაღაც ორი თვის შემდეგ ისე მიღალატეს, რომ თვალის დახუჭვა ვერ შევძელი. მაგრამ ცხოვრება კარგავს თავის ნამდვილ აზრს ოჯახის გარეშე.

სადღაც სულის სიღრმეში ვნანობ, რომ ამის შესახებ შევიტყვე. ალბათ, ამ ყველაფერზე ქორწინებამდე უნდა გვესაუბრა. მე უბრალოდ არასდროს ველოდი ამას მისგან, ამიტომ არ გვისაუბრია. ის ჩემს ოჯახს იცნობს, იცის, რომ მე არ ვარ „მშიერ-მწყურვალი ქუჩიდან“ და პურის ნატეხის გამო ყელს არ გამოვჭამ. მე ის ნამდვილად მიყვარდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს