ალკოჰოლი შეიძლება ცუდად მოქმედებდეს გულზე, თუნდაც ზომიერად მოხმარების შემთხვევაში

365

ალკოჰოლის დაშლის დროს წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გულზე.

ალკოჰოლი შეიძლება საზიანო იყოს გულისთვის, თუნდაც ზომიერი მოხმარებისას, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც ორგანიზმი ალკოჰოლურ სასმელებს ითვისებს, გამოიყოფა ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები – მეტაბოლიტები. ისინი სულ რამდენიმე ათეული სახეობისაა. ზოგიერთი მეტაბოლიტის გამოყოფა მჭიდრო კავშირშია გულისა და სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიდრეკილებასთან და ისინი შეიძლება წარმოიქმნას ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების შემთხვევაშიც კი. ამის შესახებ დასკვნა გაკეთდა 2 ათასზე მეტი ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფის – 20 წლიანი დაკვირვების შედეგად შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ.

„ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობაც კი ზრდის გულის დაავადების განვითარების რისკს გარკვეული მეტაბოლიტების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც წარმოიქმნება ეთილის სპირტის დაშლის დროს“.

მეცნიერთა აზრით, სისხლის შრატში მეტაბოლიტების პროფილის ცვლილებას, რომელიც ხდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ, შეიძლება შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს. ის დაკავშირებულია პროცესებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა, არამედ სხვა დაავადებების განვითარებაც.

მანამდე კორეის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლის დალევა საზიანოა გულისთვის. ეს ზომიერი, მაგრამ დროდადრო დალევა ზრდის წინაგულების ფიბრილაციის რისკს, არითმიის ტიპის, რომელიც დაკავშირებულია ინსულტისადმი მიდრეკილებასთან.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს